წინასაახალწლო საჩუქარი — 20 დეკემბრამდე | Jolo.ge


წინასაახალწლო საჩუქარი — 20 დეკემბრამდე

წინასაახალწლო საჩუქარი — 20 დეკემბრამდე

ფსიქოლოგიური კონსულტაცია/დიაგნოსტიკა/ქოუჩინგი საჩუქრად 

5 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე გიწვევთ ფსიქოლოგიურ კონსულტაციაზე, ფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკაზე  ან ქოუჩ-სესიაზე — საჩუქრად.   

თუ გაწუხებთ პიროვნული პრობლემები, კონფლიქტები სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან, ახლობლებთან, მშობლებთან ან შვილებთან, გაქვთ ცხოვრებისეული სირთულეები, რომლებიც შესაშურად ერთნაირი სცენარით ვითარდება, გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება და, რაც მნიშვნელოვანია, მზად ხართ გადადგათ ნაბიჯი ახალი ურთიერთობებისკენ და დამოკიდებულებებისკენ, თქვენი არჩევანი  ფსიქოლოგიური კონსულტაცია ან დიაგნოსტიკაა.

თქვენ საშუალება გექნებათ გაარკვიოთ თქვენი ცხოვრებისეული სირთულეების მთავარი მიზეზები,  გააცნობიეროთ თქვენი ხელისშემშლელი პირობები და მოიძიოთ საჭირო რესურსები.

ხოლო თუ გაქვთ მიზანი, რომლის განხორციელებასაც ცდილობთ, მაგრამ უშედეგოდ, ან შედეგს არასაკმარისად მიიჩნევთ, ან თუ გაქვთ ჩანაფიქრი, რომლის გამხორციელებასაც ვერა და ვერ იწყებთ, მაშინ თქვენი არჩევანი ქოუჩინგია. თქვენ საშუალება გექნებათ მშვიდ, კომფორტულ გარემოში ისაუბროთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მიიღოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც გირთულებენ ცხოვრებას, ურთიერთობებს, ხელს გიშლიან, იყოთ ეფექტური და წარმატებული.

1 ფსიქოლოგიური კონსულტაცია, დიაგნოსტიკა ან ქოუჩ-სესია — ცოტაა თუ ბევრი?

ვინმესთვის, შესაძლოა, ეს იყოს საკმარისი, ახალი ხედვის ან გადაწყვეტილების მოძიებისთვის, ვიღაცისთვის კი — საინტერესო და მნიშვნელოვანი გზის დასაწყისი, საკუთარი თავისკენ, საკუთარი მისწრაფებებისკენ, ახალი გამარჯვებისკენ.

კონსულტანტი — ეთერ ფილიპოვიჩი, მედიცინის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, ნლპ-პრაქტიკოსი, არტქოუჩი, ნევროლოგი.

სამუშაო მიმართულებები — არტთერაპია (ხატვითი თერაპია, ძერწვა, ზღაპართერაპია, მანდალათერაპია, ქვიშათერაპია, მეტაფორული გამოსახულებები და სხვა), ტრანზაქტული ანალიზი,  სიმბოლდრამა, ნლპ, ქოუჩინგი.

შეხვედრის ხანგრძლივობა — 60 წთ.

შეხვედრის ფორმატი — ცოცხლად ან ონ-ლაინ რეჟიმში.

ღირებულება — საჩუქრად.

შეხვედრები შედგება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით — გამოგზავნეთ მოკლე მესიჯი მეილზე: etfilipp@yandex.ru

კონტაქტი: +995 599 47 14 77

ისარგებლეთ ჩვენი შემოთავაზებით!

შეხვდით ახალ წელს  განახლებულად!

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მას, ვისთვისაც  შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს!

ნანახია:(91)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მოახდინეთ კვანტური ნახტომი თქვენს ცხოვრებაში! თამარ კვარაცხელია

„თუ კი თქვენს გონებას შეუძლია რამე წარმოიდგინოს, შეუძლია მიაღწიოს კიდეც“ – ნაპოლეონ ჰილი კვანტური გადაადგილება ეს მოვლენაა, როდესაც დამკვირვებელი ახდენს საკუთარი


რისი სწავლა სჭირდებათ ბედნიერი ურთიერთობისთვის ქართველ ქალებს ?

„ქალი თუ სულიერად ბედნიერია, ის თავისი სიყვარულით ამშვენებს და ანათებს სამყაროს“ — ამბობს, „ქალურობის სტუდიის“ მფლობელი და ენერგეტიკული პრაქტიკების პრაქტიკოსი ტრენერი ევგენია დრონი. ის მალე საქართველოს


ქოუჩის ერთმა ჯადოსნურმა შეკითხვამ შეძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება

— მოგბეზრდათ, განუხორციელებელ ოცნებებში თუ სურვილების სხვებზე გადაბრალება ან სხვაგან მიზეზების ძიება. — მზად ხართ, პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ საქციელზე, არჩევანზე,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*