წერილი, რომელიც მძარცველმა მაღაზიის მეპატრონეს დაუტოვა | Jolo.ge


წერილი, რომელიც მძარცველმა მაღაზიის მეპატრონეს დაუტოვა

წერილი, რომელიც მძარცველმა მაღაზიის მეპატრონეს დაუტოვა

წერილი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ ნეშვილში ერთ–ერთი მცირე მაღაზიის მეპატრონეებმა მიიღეს უცნობი კაცისგან, კონვერტს თან 400 დოლარიც ახლდა.

„დაახლოებით 11–12 წლის წინათ, ეს მაღაზია იარაღის გამოყენებით გავძარცვე, მაშინ ნარკოტიკებზე ვიყავი დამოკიდებული. ნარკოტიკებს, უკვე წლებია რაც აღარ ვიყენებ და ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოვასწორო ჩემი საქციელი იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც წარსულში ტკივილი მივაყენე.. 2002 ან 2003 წელს დაახლოებით 9 ან 10 საათზე თქვენს მაღაზიაში შემოვედი, ლუდი და სიგარეტი ავიღე და როდესაც გამყიდველმა სალარო გააღო, რათა ხურდა დაებრუნებინა, იარაღი ამოვიღე, 300 დოლარი გამოვძალე და გავიქეცი. იმედი მაქვს მიიღებთ ამ ფულს და მაპატიებთ.“

მშვიდობა იყოს თქვენთან,

უცნობი

 

მაღაზიის მფლობელები ტვიტერზე წერილს ასე გამოეხმაურნენ:

“ჩვენი მაღაზია 11–12 წლის წინათ გაძარცვეს. დღეს, ჩვენდა გასაოცრად მძარცველისგან წერილი მივიღეთ,  იმ ფულით, რომელიც მან წლების წინ წაიღო. ეს არის დასაფიქრებელი ამბავი… ჩვენ გვსურს უცნობ კაცს მადლობა ვუთხრათ წერილისთვის. გვიპატიებია..

ჩვენ ფული არ გვადარდებს, თქვენი ქცევა მეტად სამაგალითო და შთამაგონებელია!

ვიმედოვნებთ იპოვნით სიმშვიდეს და კეთილდღეობას ცხოვრებაში.

საუკეთესო სურვილებით!”

ნანახია:(145)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ღრმად ჩაისუნთქე, ეს აზრებს აწყნარებს“- დალაი ლამას ცხოვრებისეული რჩევები

1) ისეირნე ყოველდღე, სასწაულები ყველგან ხდება. 2)დრო კურნავს თითქმის ყველაფერს, მიეცი დროს დრო. 3)დაბერება უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა. 3)მოემზადე


პიროვნების ამოცნობა მისი სახის ფორმის მიხედვით

1)     ოვალური ფიზიკური მახასიათებლების განსაზღვრა თუ თქვენ გაქვთ ისრისებული დიდი ყბა, თქვენი სახე ხბასთან შედარებით უფრო გრძელია, თქვენ შეიძლება გავდეთ


„ხელმოცარულებმა მოგებულებზე მეტი იციან“

„წიგნები არ არსებობს იმისთვის, რომ მათი გვჯეროდეს, არამედ იმისთვის, რომ აზროვნების საშუალება მოგვცეს. როდესაც წიგნზე ვსაუბრობთ, არ უნდა ვკითხოთ საკუთარ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<