საუკეთესო მამა — წერილი, რომელიც დაგაფიქრებთ | Jolo.ge


საუკეთესო მამა — წერილი, რომელიც დაგაფიქრებთ

საუკეთესო მამა —  წერილი, რომელიც დაგაფიქრებთ

დღეს მივხვდი, რომ მამაჩემი საუკეთესო მამაა ამქვეყნად, ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. ის დედაჩემის მოსიყვარულე ქმარია (და ყოველთვის აიძულებს მას, იცინოს და კარგ ხასიათზე იყოს), რაც ხუთი წლის გავხდი, მას მერე ჩემი არც ერთი საფეხბურთო მატჩი არ გამოუტოვებია (ახლა 17 წლის ვარ) და ჩვენს ოჯახს უზრუნველყოფს ყველაფრით – სახელოსნოში მუშაობს.

…ამ დილით, როცა მამის ინსტრუმენტების ყუთში პატარა ჩაქუჩს ვეძებდი, ყუთის ფსკერზე კარგად დაკეცილი სიძველისგან გაყვითლებული ქაღალდი ვიპოვე. აღმოჩნდა ფურცელი მამას ძველი დღიურიდან და მასზე აღნიშნული იყო თარიღი – ჩემს დაბადებამდე ერთი თვით ადრე. ფურცელზე ეწერა:

“19 წლის ვარ, ლოთი, ინსტიტუტიდან გამოძევებული, უიღბლო თვითმკვლელი, ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი და ყოფილი მძარცველი. შემდეგ თვეში კი ამ ყველაფერს კიდევ დაემატება “ახალგაზრდა მამა”… მაგრამ ვფიცავარ, ძალას არ დავიშურებ, რომ ჩემს პატარას ყველაფერი კარგად ჰქონდეს. მისთვის ისეთი მამა გავხდები, როგორიც მე არასოდეს მყოლია”.

და… არ ვიცი, როგორ, მაგრამ მას ეს გამოუვიდა.

წყარო: წერილი ბრმებზე — თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად.

ნანახია:(2130)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ბარბარესთან» — ორიგინალური რეცეპტებით დაწყებული ისტორია …

რესტორანი, ტრადიციული სუფრებით, ძველი ლამპებითა და პოეტური და მელოდიური ძველი სიმღერებით… 📖როდესმე თუ გისეირნიათ მშრალი ხიდის ბაზრობაზე უცნობი განძის აღმოსაჩენად? 😊სწორედ


მადლის შემგროვებელი

ერთ პატარა ქალაქში ერთი ადვოკატი ცხოვრობდა.    თავისი კოლეგების მსგავსად ეს ადვოკატიც ცდილობდა მეტი ცოდნა და გამოცდილება შეეძინა და მეტი


როგორ ვაჭამოთ ბავშვს ყურძენი?

შესაძლოა ეს ყველაფერი თავდაპირველად სასაცილოდ მოგეჩვენოთ, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინება თქვენ სერიოზულ პრობლემას აგაცილებთ თავიდან. ალბათ მიგიციათ თქვენი პატარასთვის მთლიანი ყურძენი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<