წარუმატებლობის რამდენიმე მიზეზი | Jolo.ge


წარუმატებლობის რამდენიმე მიზეზი

წარუმატებლობის რამდენიმე მიზეზი

არადამაკმაყოფილებელი განათლება

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველაზე განათლებული ადამიანი ის არის,  ვინც „თავად შექმნა საკუთარი თავი“,ან თავისი ცოდნა თვითგანათლების გზით მიიღო. იმისთვის, რომ გახდე განათლებული ადამიანი საკმარისი არა რის უმაღლესი სასაწლებლის დამადასტურებელი დიპლომი. განათლებული ადამიანი ის არის, ვინც იცის, თუ როგორ მიიღოს ცხოვრებისგან ის, რაც საჭიროა, სხვა ადამიანთა უფლებების დარღვევის გარეშე,

განათლება -იმდენად ცოდნა არ არის, რამდენადაც მისი ეფექტური და დაჟინებული გამოყენების უნარი. ადამიანებს ფულს არა იმისთვის უხდიან, რომ მათ იციან, არამედ იმისთვის, რომ მათ გამოიყენეს ის რაც იციან.

 

თვითდისციპლინის უქონლობა

დისციპლინა — თვითკონტროლია. ადამიანს უნდა შეეძლოს კონტროლის გაწევა მის უარყოფით თვისებებზე. საკუთარი თავის დაუფლება, თვითდისციპლინა, — ყველა სამუშაოზე უფრო ძნელია. თუ თქვენ არ დაიპყრობთ საკუთარ თავს, თავად აღმოჩნდებით დაპყრობილი.

 

გადადება, დაყოვნების ჩვეულება

წარუმატებლობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ის ყოველი ადამიანის ჩრდილს არის ამოფარებული და თქვენი წარმატების შანსის მოსპობის შესაძლებლობას ელოდება. უმეტესობა წარუმატებლობას იმიტომ განიცდის მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ რაიმე ღირსეულის გასაკეთებლად „შესაფერის მომენტს“ ელოდება.

ნუ დაელოდებით „შესაფერისი მომენტი“ არასოდეს დადგება. დაიწყეთ დაუყოვნებლივ და იმ საშუალებებით იმოქმედეთ, რომლებიც თქვენს განკარგულებაშია.  წინ წაწევასთან ერთად თქვენ უკეთესი საშუალებები გამოგიჩნდებათ.

 

დაჟინების უქონლობა

უმეტესობა თავის ნებისმიერ საქმეში კარგი „სტარტიორია“, მაგრამ ცუდი მეფინიშე. გარდა ამისა, წარუმატებლობის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე ბევრს დანებებისკენ აქვს მიდრეკილება.

დაჟინებას ვერაფრით შეცვლი.

ადამიანი, რომელიც სიტყვა „დაჟინებას“ თავის ლოზუნგად აქცევს,  აუცილებლად დაინახავს, რომ „ბერიკაცი წარუმატებლობა“ დაიღლება და თავს დაანებებს. მას. წარუმატებლობა ვერ უმკლავდება ჟინს. 

 

ნაპოლეონ ჰილი

„წარმატების სტრატეგია“

 

ნანახია:(331)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

უპირობო სიყვარული წარმოადგენს უმძლავრეს ძალას და მას წარმოუდგენელი საქმეების კეთება შეუძლია

უპირობო სიყვარულს ახასიათებს თავისი ტალღური სიხშირე და იმისათვის, რომ ადამიანი ამ ტალღაზე გადავიდეს საჭიროა, როგორც, რადიოს მომართავს სასურველ ტალღაზე, ისე განეწყოს მასზე.


ნუ გაუშვებთ თქვენს შანსს

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მატერიალური წარმატება გამართლების შედეგია. აქ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების მარცვალიც ურევია, მაგრამ ის ვისაც მხოლოდ შემთხვევითობის


იდეალური ცხოვრება შენს ხელთაა…

ნებისმიერი გადაწყვეტილება ცხოვრებაში ღირებულებებიდან მოდის. ჩვენ ვცხოვრობთ სწორედ ჩვენი ღირებულებების გათვალისწინებით, შესაბამისად ჩვენზევეა დამოკიდებული ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<