წარსული არ უდრის მომავალს — მოხუცი ქალბატონის ნახატებით გაოცებულები | Jolo.ge


წარსული არ უდრის მომავალს — მოხუცი ქალბატონის ნახატებით გაოცებულები

წარსული არ უდრის მომავალს — მოხუცი ქალბატონის ნახატებით გაოცებულები

ერთმა მოხუცმა ქალბატონმა თავისი ნახატების გამოფენა მოაწყო.
მნახველთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ყველას მოსწონდა მოხუცის ნახატები და გაოცებულები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „თქვენ იცოდით რამე ამ მხატვარის შესახებ?“
აღმოჩნდა, რომ არავინ არაფერი იცოდა…
ჟურნალისტებიც დაინტერისდნენ და ინტერვიუ ჩამოართვეს ნახატების ავტორს.

„თქვენი მხატვრობის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა, ალბათ ხატავდით, მაგრამ გამოფენებს ერიდებოდით„ — ჩაეკითხნენ მოხუცს“

„არა, ეს ნახატები ბოლო ხუთი წლის ნამუშევრებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნიჭი ახლა აღმომაჩნდა, ახალგაზრდობაშიც ვხატავდი, მაგრამ მარცხი განვიცადე, არ მოეწონათ ჩემი ნახატები და ხელი ჩვიქნიე.
მერე ოჯახი, შვილები, შვილიშვილები და გულის სიღრმეში ჩავმარხე ხატვის ნიჭიცა და სურვილიც“
„ეს ყველაფერი ამ წლებში შექმენით?„- გაოცდა ჟურნალისტი
„ჰო, მარტო რომ დავრჩი, გართობისთვის დავიწყე ხატვა„- უთხრა მოხუცმა და
„გასაგებიაო„- ღიმილით მიუგო ჟურნალისტმა გოგონამ.
„არა, მთვარი არ მითქვამს„- შეაჩერა წასასვლელეად გამზადებული ჟურნალისტი მხატვარმა:
„თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ნახატები გართობის პროცესში დაიხატა, არა?“
„თქვენ თვითონ არ ბრძანეთ?„- დაიბნა ჟურნალისტი.
„არა, ეს ნახატები დაბადა უკმაყოფილებამ“
„როგორ?“- გაოცებით იკითხა გოგონამ
„დიახ, შვილო, საოცარი უკმაყოფილება ვიგრძენი საკუთარი თავის მიმართ, უკიდურესად მეტკინა ის მდგომარეობა, რომ მთვრდებოდა ჩემი ცხოვრება და მიწაში მიმქონდა ჩემი პოტენციალი, ჩემი ნიჭი და ის სიხარულები, რომელიც ჩემი ნახატებით შეეძლო მიეღო ათასობით მნახველს.
მე მომინდა წარმატება, მაგრამ ხელს მიშლიდა წარსულის მარცხი და დამოკიდებულება საკუთრი თავისადმი, რომ არაფერი გამომდის.
მერე მივხვდი, რომ წარსულის მარცხი არაფერს ნიშნავდა და მაშინ, ხუთი წლის წინ, სულ დეტალურად წარმოვიდგინე ეს დღე, ეს გამოფენა, ეს გამარჯვება და სიხარული. ასე რომ, ეს ნახატები სწორედ ამ გამოფენისთვის შეიქმნა, იმ დიდი უკმაყოფილებისა და იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ წარსული არ უდრის მომავალს.

შეგონება:
წარსული არ უდრის მომავალს და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია შეცვალო ცხოვრება და აწმყო ჩააყენო მომავლის მსახურებაში.

ბესიკ კაიშაური

 

* * *

ბებია მოზესს არასოდეს უსწავლია სკოლაში და სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ გახდა ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი ამერიკაში. ცხოვრობდა პატარა ფერმაში და ბავსშვობიდანვე მძიმედ შრომობდა. ხატვა დაიწყო 76 წლის ასაკში. მისი პირველი ნახატებით გააფორმეს სოფლის აფთიაქი. ფერწერით დაინტერესებულმა ინჟინერმა, რომელიც სოფელში გავლით იყო ძალიან იაფად შეიძინა ბებია მოზესის ნახატები და მოგვიანებით გამოფინა თავის გალერიაში. ასე გახდა ის ცნობილი მხატვარი, მის ნახატებს ჩუქნიდნენ ამერიკის პრეზიდენტებს დაბადების დღეზე. იგი 101 წლის გარდაიცვალა და 1600 ნამუშევრის შექმნა მოასწრო.

ნანახია:(281)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ტყუილა არავინ ცხოვრობს, ყველას აქვს მისია

ამ ცხოვრებაში არაფერია მუდმივი… სიხარულსაც, ბედნიერებასაც თავის ვადა აქვს, ჩვენც არ ვართ მუდმივები, ერთადერთი რამ, რაც მუდმივია — ეს რის


„ის, რაც არასდროს არ უნდა გააკეთოთ არის საკუთარ ცხოვრებაზე გულაცრუება“ -10 რჩევა ვადიმ ზელანდისგან

1. ისწავლეთ მიიღოთ სიამოვნება ცუდი ამინდით, რიგებით, პრობლემით, ნებისმიერი ნეგატივით. ასეთი თავისებური მაზოხიზმი თანდათანობით გადაწმენდს ზეცას თქვენი სამყაროს თავზე. თქვენ


5 რამ, რასაც არავინ გეტყვით პირველ სამსახურში

პირველი სამსახური ყველა ადამიანის  ცხოვრებაში ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯია და იგი დიდ გავლენას ახდენს მთლიანად ჩვენს ცხოვრებასა და მომავლზე. ხოლო პირველი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*