წარმოაჩინეთ საკუთარი სისუსტე ღირსებად | Jolo.ge


წარმოაჩინეთ საკუთარი სისუსტე ღირსებად

წარმოაჩინეთ საკუთარი სისუსტე ღირსებად

 

სამსახურში გასაუბრებაზე მისულს ყველას უჩნდება შიშის გრძნობა, რადგან რა შეკითხვა შეიძლება გაუჩნდეს დამსაქმებელს ყოველთვის თავსატეხია. როგორც წესი, ერთ-ერთი შეკითვა ასე ჟღერს ხოლმე: „რა მიგაჩნიათ თქვენს სისუსტედ?“ დამეთანხმებით, ძალიან რთულია მოიფიქროთ  ისეთი პასუხი, რომ დარწმუნებული იყოთ ავტომატურად არ დაასრულებს თქვენს არდაწყებულ კარიერას. წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში საკუთარ სისუსტეს ღირსებად წარმოაჩენთ:

 

ახსენეთ როგორ დაძლიეთ სირთულე — უარყოფითს აუცილებლად მოაყოლეთ რაიმე დადებითი. მაგალითად, მოყევით კონკრეტული შემთხვევა, როდესაც სისუსტემ გძლიათ და იქვე დაამატეთ, რომ შესძელით მორეოდით თავს და ყველაფერი ისე გაგეკეთებინათ, როგორც საჭირო იყო.

 

ხაზი გაუსვით საკუთარ უნარებს — მაგალითად, თუ საკუთარ სისუსტედ მიგაჩნიათ ის, რომ კარგად არ გესმით ინტერნეტ ტექნოლოგიები, ხაზი გაუსვით, რომ მასზე აქტიურად მუშაობთ და ცდილობთ ეს თქვენს ძლიერ მხარედ აქციოთ.

 

აირჩიეთ სისუსტე, რომელიც კავშირში არ არის მოთხოვნილ ვაკანსიასთან — არავითარ შემთხვევაში არ ახსენოთ ისეთი სისუსტე, რომელიც დამსაქმებელს აფიქრებინებს, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე აყვანის შემთხვევაში საქმეს თავს ვერ გაართმევთ.

ნანახია:(561)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როცა დილა კეთილი ფიქრებით, სიმშვიდით იწყება, ყველა საქმე გამოგდის …

როცა დილა სიცოცხლის სიყვარულით იწყება, დადებითი ემოციები თავისით მოდის. როცა დილა იმედით იწყება, შენში ძალა შემოდის, რომელიც გეხმარება. როცა დილა


„რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს დღეს შენი რეალობა, ის აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ!“

„დღემდე მახსოვს ის პირველი ნაბიჯი, ჩემი გულის აჩქარებული ცემა და აქეთ-იქით შეშინებული ყურება“ — იხსენებს ქოუჩი გვანცა მამაცაშვილი… ამ ნაბიჯმა


„ეს ძლიერი ადამიანების არჩევანია, თუ ეს არჩევანი არ მოგწონთ, მაშინ“…

სეროტონინი — ბედნიერების ჰორმონი….. ორგანიზმში მის საჭირო დოზით არსებობას, მზის სხივები ნამდვილად უწყობს ხელს და ხშირად ადამიანები, რომლებიც : „წვიმას»


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*