წარმატებული კაცის უკან ყოველთვის ჭკვიანი ქალი დგას … | Jolo.ge


წარმატებული კაცის უკან ყოველთვის ჭკვიანი ქალი დგას …

წარმატებული კაცის უკან ყოველთვის ჭკვიანი ქალი დგას …

წარმატების მიღწევა მარტივია, მაშინ როცა ….

ალბათ თითოეულ თქვენთაგანს უფიქრია საკუთარი შვილების მომავალზე… იმაზე, რომ ოჯახიც და სამსახურიც  უნდა იყოს ის ადგილი, სადაც სიხარულით მიგეჩქარება… რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისი მისია და როცა თავისი მოწოდების საკეთებელს პოულობს, ყველაფერი თითქოს თავისით ლაგდება ცხოვრებაში, თუმცა…

ვისაც მიზნისკენ სვლა წესად გაუხდია, ეცოდინება, რომ სანამ ცხოვრება და საქმიანობა იმ კონდიციას მიაღწევს გარედან რომ „ლამაზად მოსჩანს“  ხოლმე, ძალზე დიდი შრომაა გასაწევი… და გაცილებით სასიამოვნოა დაბრკოლებების გადალახვა მაშინ, როცა გვერდს თანამოაზრე ოჯახის წევრები გიმაგრებენ და როცა იცი — შენი მიზანი მხოლოდ შენი არაა, — ის სახალხოა.

სწორედ ამგვარ გარემოში მინდა დღეს შეგახედოთ და გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ამსხვრევენ სტერეოტიპებს „ბედნიერი ოჯახების და კარგი მეუღლეების არ არსებობის თაობაზე“ …

 მოდით თავიდან დავიწყოთ

გიოცნებიათ თუ არა, ისეთ საცხოვრებელ სახლსა თუ ბინაზე, რომელიც თქვენს მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს და ბედნიერებასაც მოგიტანთ? მყუდრო, ჯანსაღი გარემო, ულამაზესი ხედებითა და ყველანაირი კომფორტით? ეს, ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირების ოცნებაც იყო…

და იცით თუ არა, რომ ლიდერის მთავარი თვისება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის რაც თავად სურს და უნდა, შემდგომში მისი საქმიანობის სფერო ხდება?

… და ყველა ზემოთ ხსენებული წარმატების კანონის გათალისწინებით, ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს ისეთი სამშენებლო კომპანია, რომლის მთავარი ფასეულობაც სწორედ ბედნიერი ოჯახური გარემოს შექმნაა. ეს არის კომპანია „მეტი დეველოპმენტი“, გუნდი, რომელიც მუდმივად ვითარდება, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, იკვლევს ბაზრის მოთხოვნებს და შედეგად დებს თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ, კომფორტულ და ხარისხიან საცხოვრებელ ბინებს.

„ჩვენი საქმიანობა  საქართველოში მცხოვრები თითოეული ოჯახის გაძლიერებას ემსახურება“, — ამბობს „მეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია.

პაპუნა ხაზალია:  ჩემთვის და ჩემი პარტნიორისთვის ოჯახი ის ადგილია, სადაც ყოფნა გვაბედნიერებს, გვსიამოვნებს, გვახარებს, გვაძლიერებს და ამ პრიზმიდან დანახული სამშენებლო პროცესი ჩვენთვის მრავალი ბედნიერი ოჯახია! ეს დიდი სიხარული, გამარჯვება და წარმატებაა.

– ამბობენ, რომ ყველა წარმატებული კაცის უკან ჭკვიანი ქალი დგას… თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მეუღლის წვლილი კაცის წარმატებაში?

– ვეთანხმები ამ მოსაზრებას… წარმატებული კაცის უკან ჭკვიანი ქალი დგას… ზოგადად, ღვთისგან ასეა დადგენილი, რომ ცოლ-ქმარი არის ერთი მთლიანობა – „შეერთვის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც“… რომ არა ჩემი მეუღლე, ამდენს ვერ მივაღწევდი ცხოვრებაში. ის ჩემთვის არის ძლიერი საყრდენი, ძლიერი პარტნიორი, რომელიც ზურგს მიმაგრებს. მე და ჩემი ბიზნესპარტნიორი ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, რომ ჩვენი მეუღლეები არიან დამფუძნებლები, ჩვენ კი – დირექტორები.

ოჯახური იდილია მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის. ბიზნეს იდეაც ოჯახიდან მოდის.

— ანუ მეუღლის იდეა იყო?

-არა, მეუღლის  იდეა არ ყოფილა. უბრალოდ ზრუნვა საკუთარ ოჯახზე იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ სურვილი გამიჩნდა სწორედ ეს ფასეულობა ყოფილიყო ჩემი ბიზნესის სათავე. სახლის აშენება და

სამშენებლო ბიზნესი ჩემთვის მარტო აგური და ცემენტი არ არის, ეს გახლავთ ბევრი ბედნიერი ოჯახისთვის განკუთვნილი ჭერი. პასუხისმგებლობა იმისა, რომ ჩვენს მობინადრეებს ყველანაირი პირობა შევუქმნათ ამ ბედნიერებისთვის.

თავიდან, როდესაც ბიზნესს ვიწყებდით, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გვხვდებოდა და ეს წინააღმდეგობა ხშირად მარცხით მთავრდებოდა. ჩვენ გამოვიარეთ ომი და ომის შემდგომი პერიოდი, ეს წარუმატებლობები აისახა ჩვენს ოჯახურ მდგომარეობაზეც და რომ არა ჩვენი მეუღლეები და მათი თანადგომა, ძალიან გაგვიჭირდებოდა ასეთ ნათელ გზაზე გამოსვლა. მათი დიდი წვლილია ჩვენს წინსვლასა და განვითარებაში… ღვთის მადლით, გუნდიც ისეთი შეგვხვდა, რომ ოჯახი ყველასთვის მთავარი ფასეულობაა. ერთნაირი ენერგიები ერთმანეთს იზიდავს. ჩვენს კომპანიაში თითქმის ყველა დაოჯახებულია, ჩვენთან ბედნიერი ოჯახების თავშეყრაა.

ზოგადად, ოჯახი არის პატარა სახელმწიფო. ნებისმიერი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიძლიერე, სიმშვიდე, ერთსულოვნება, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ჩვენ ვზრუნავთ და სიყვარულით ვაშენებთ სახლებს, სადაც ამ ოჯახებმა უნდა იცხოვრონ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან მათ უნდა ჰქონდეთ ხელშეწყობა და ბინა მათთვის სიხარულის მომტანი უნდა იყოს და არა ნერვების მოშლის საფუძველი. ეს საწინდარია იმისა, რომ საქართველოში ბევრი ბედნიერი და ძლიერი ოჯახი ცხოვრობდეს.

– ბავშვების აღზრდაში თუ ეხმარებით მეუღლეს?

– ეს ხომ ჩვეულებრივი მამობრივი ფუნქციაა. ამ პროცესში ყოველდღიურად ვარ ჩართული, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას, როდესაც ვცდილობთ, ბავშვები გავიყვანოთ და კარგი გარემო შევუქმნათ. ეს ჩემთვის სიამოვნებით ნაკისრი ვალდებულებაა. თუ მეუღლეს არ სცალია, მაშინ მე ვიღებ ამ ვალდებულებას. ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ბავშვებთან ერთად გასართობად ვყოფილვარ და მოულოდნელად გადაუდებელი შეხვედრა დაგეგმილა. ამ შეხვედრაზე ბავშვებთან ერთად მივსულვარ!

როდესაც არ მოგვწონს თაობა თუ ქვეყნის განვითარება, ჩვენ   შეგვიძლია ეს ყველაფერი შევცვალოთ — შვილების სწორად აღზრდა არის ქვეყნის მომავლის სასიკეთოდ განმსაზღვრელი პროცესი.

— ამ ბედნიერი ოჯახური გარემოს შესაქმნელად, როგორც ვიცი თქვენს კომპანიას ერთ-ერთი საუკეთესო გადახდის პირობები და საკმაოდ ნორმალური ფასები აქვს, ცოტა ხნის წინ ემიგრანტების რჩეული კომპანიაც გახდით, ეს ყოველივე ხომ არ აისახება ხარისხზე? ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რამდენად მყარია და რამდენად მაღალი ხარისხის მასალებისგანაა ეს შენობები აგებული.

— ეს ძალზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ხარისხი აუციებლად უნდა იყოს ამომავალი წერტილი, მაშინ როცა ადამიანი სახლის ყიდვას გადაწყვეტს. სახლის შეძენა ზეიმია და დანაშაულად მიმაჩნია ეს ზეიმი რამემ გაამრუდოს. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ პასუხილმგებლობა მშენებლობის შემდეგ პარამეტრებზე:

ეკოლოგიურდ სუფთა გრემო

ბინები საუკეთესო გეგმარებით

60%-მდე ენერგოეფექტურობა

თბოიზოლირებული იატაკი და ჭერი

უმაღლესი ხარისხის ხმის იზოლაცია

მაღალი სეისმომდგრადობა

შთამბეჭდავი ხედები

მოსახერხებელი ადგილმდებარეობა

24 საათიანი ვიდეო მონიტორინგი

კონსიერჟის მომსახურება

სატრენაჟორო დარბაზი

განვითარებული ინფრასტრუქტურა

კეთილმოწყობილი ეზო

ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული ფასადი

ვიყენებთ ხმის იზოლაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ბიზნესში. ვათბუნებთ როგორც კედლებს, ისე იატაკს და ჭერს. ჭერი ხომ ყველაზე დიდი თბოიზოლატორი და სითბოგამტარია.

ჩვენ მიერ აშენებული კორპუსების სადარბაზოები და ფასადები ბუნებრივი ქვითა და ფუნდერმაქსის პანელითაა მოპირკეთებული. ფასადის ქვით მოპირკეთება საშუალებას იძლევა, სახლმა დიდხანს შეინარჩუნოს გარეგნული იერსახე. ასევე, დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ლამაზ ხედებს.

„ეკოსითი კრწანისი“ და „ეკოსითი სამგორი“, — ორივეს აქვს დიდი გამწვანებული ეზო და შეუდარებელი ხედები ქალაქზე. ქალაქის ხედები მნიშვნელოვანია არა მარტო იმითი, რომ დავტკბეთ ამ სილამაზით, სიმაღლიდან ყურება და პანორამა, ეს არის ერთ-ერთი ანტისტრესი ადამიანის ცხოვრებაში. 21-ე საუკუნეში კი სადაც სტრესს წარმოადგენს აბსოლუტურად ყველაფერი: მანქანებით გადაჭედილი ქუჩები, ეკოლოგია, დატვირთული დღის რეჟიმი… ხშირად ფსიქოლოგები ადამიანებს ურჩევენ, სტრესის მოსახსნელად ისეთ ადგილზე მოხვდნენ, საიდანაც გადმოიხედავენ და პანორამით დატკბებიან. პენტჰაუზის  შეიძენისას  ანტისტრესი პანორამა ყოველლდღიურად აივნიდან გექნებათ.

ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ქალაქის პირობებში გაქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გაქვს ხედი და გაქვს საშუალება, რომ მზის ამოსვლას  ყოველ დილით უყურო.

გარდა ამისა, ცნობილია რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქგარეთ ან  სოფლებში ცხოვრებენ გაცილებით უფრო გვიან უარესდებათ მხედველობა და ხშირად საერთოდ არ სჭირდებათ სათვალე, ამას განაპირობებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, მათი თვალი ვარჯიშდება შორი და ახლო ხედების დაფიქსირებით. ქალაქში ამის ფუფუნება აქ გვაქვს. ჩვენ ძირითადად ვიმყოფებით, სამსახურში, ოფისში და დღის განმავლობაში მხოლოდ ახლო მანძილით გვიწევს ყურება, სწორედ ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ ძალიან ხშირად ჩვენ და ჩვენს შვილებს ადრეული ასაკიდანვე სჭირდებათ სათვალე. ანუ პენტჰაუზი არ არის მხოლოდ კარგი ხედი, ეს კარგ ხედთან ერთად არის უკეთესი ჰაერი, ბუნებასთან მეტი კავშირი, მზის ამოსვლით ტკბობა, ანტისტრესი და  დიდხანს შენარჩუნებული კარგი მხედველობა.

– ყველა კორპუსს აქვს კეთილმოწყობილი ეზო?

– დიახ, აბსოლუტურად ყველა კორპუსს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, უმაღლესი ხარისხის მასალებით მოპირკეთებული ფასადი, ასევე, გვაქვს მაღალი ხარისხის უსაფრთხო ლიფტები, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც კი, კორპუსში მყოფი ადამიანი სასურველ სართულამდე უსაფრთხოდ მივიდეს.

– როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებთ, ბიზნესპარტნიორთან ერთად ბევრს მოგზაურობთ, ეცნობით სხვადასხვა ქვეყნის მშენებლობის კულტურას და შემდეგ სიახლეებს თქვენს კომპანიაში ნერგავთ. რა სიახლეებზეა საუბარი?

– გვაქვს უცხოეთიდან ჩამოტანილი უახლესი საშენი მასალები. ერთ ერთი მათგანია „ზენონ პანელი“, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში 3D პანელს ეძახიან. მშენებლობაში ჩვენ სამშენებლო ბლოკის ნაცვლად ამ პანელებს ვიყენებთ. ის ბლოკზე ასჯერ უფრო მსუბუქი და ათჯერ უფრო მყარია, აქვს მაღალი დონის თბო და ხმის იზოლაცია. გარდა ამისა, ჩამოვიტანეთ სხვადასხვა ინჟინრული გადაწყვეტილებები, რაც ძალიან აიოლებს, ასწრაფებს, ამსუბუქებს და ბევრად უფრო ხარისხიანს ქმნის მშენებლობას.

— მინდა გკითხოთ იმ დაბადების დღეზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხანდაზმულთა თავშესაფარში აღნიშნეთ და უამრავი საჩუქრითა და სიურპრიზით იქ მცხოვრები მოხუცები გააბედნიერეთ, რატომ გადაწყვიტეთ ასეთი უცნაური დაბადების დღის გადახდა?

— ამ ფაქტს რამდენიმე მნიშვნელოვანი გაცნობიერება უკავშირდება. ადრე ერთ- ერთი ნაცნობისგან მოვისმინე, რომ მან თავისი პირადი დაბადების დღე მოხუცებულთა პანსიონში გადაიხადა. ძალიან მომეწონა ეს იდეა და გადავწყვიტე გუნდისთვის შემეთავაზებინა.

გუნდმა აღფრთვანებით მიიღო და გადაწყდა კიდეც, მაგრამ თავად იმ ფაქტმა, რომ ეს სხვისი იდეა იყო, ჩენც მოგვეწონა და გავიმეორეთ, მომცა გააზრება იმისა, რომ სიკეთე ჩუმად კი არა — ხმამაღლა უნდა აკეთო, რათა ადამიანებმა მოისმინონ, მათაც მოუნდეთ და მათაც მიეცეთ ამის გაკეთების საშუალება.

გარდა ამისა, პირადად მე არ მყავს მშობლები და ზიარება ამ საოცარი ადამიანების გარემოსთან, ძალზე სასიამოვნო იყო. კომპანიაში ერთსულოვნად აცხადებენ, რომ ეს იყო ყველაზე ღირებული დაბადების დღე, რომელსაც თითოეული მათგანი დასწრებია.

 

ნანახია:(330)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რჩევები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი და ტრენერი, რომელსაც ბევრი თავის წარმატებულ მომავალს უმადლის, დღეს ჩვენი სტუმარია.  ნობერკოვის სისტემის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, მეცამეტე წელია


„ადამიანისთვის მიუღწეველი არაფერია“ — 26 წლის მენეჯერის წარმატების ისტორია

 „წარმატებისთვის შრომა და მონდომებაა საჭირო, არ უნდა დანებდე“ — ამბობს „ორიგინალი ჯგუფის“ 26 წლის მენეჯერი ნიკოლოზ ანთია. ის ერთ-ერთია იმ


„ოროსნობიდან“ წარმატებამდე — ბესიკ ფირცხალაიშვილის საინტერესო გზა …

კრეატიულობა დიზაინში  მისი სუსტი წერტილია, დამკვეთთან მიმართებაში კი მთავარი „ფიშკა“… უყვარს ყოველი დეტალის განსხვავებულად წარმოჩენა და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საგნებისთვის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*