„წარმატებული ქალი პოდიუმზე“ და ლიკა ყაზბეგი სიახლეებით | Jolo.ge
Something went wrong with the connection!


„წარმატებული ქალი პოდიუმზე“ და ლიკა ყაზბეგი სიახლეებით

„წარმატებული ქალი პოდიუმზე“ და ლიკა ყაზბეგი სიახლეებით

„ჩემი სული და გულია ეს პროექტი!“ – წერს ლიკა ყაზბეგი. რომელსაც „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ წელს მეცხრედ გამოჰყავს.  როგორც „ჟოლოსთვის“ გახდა ცნობილი, ჩვენება დეკემბერში გაიმართება.
ლიკა ყაზბეგი: „სახელწოდება დედაჩემმა შემირჩია და ამაყობს ამით. თუმცა, სათაურმა ზოგიერთი ქალბატონი (რასაკვირველია ქალბატონი და არა მამაკაცი) გააღიზიანა. ჩათვალა, რომ რამდენიმე მონაწილე შემთხვევით მოხვდა ჩემს პოდიუმზე, რომ ის, არ შეესაბამება ამ პროექტის კრიტერიუმებს: არ არის თავის პროფესიში წარმატებული, ლამაზი . ამდაგვარი კრიტიკის უფლება თავს რასაკვირველია ,,ზესილამაზის” და ,,ზეწარმატებულობის” ნიმუშებმა მისცეს

მე მესმის მათი…
ჩვენ ყველანი ვიზრდებით, ვითარდებით. მეც მეცვლება შეხედულებება იმ ცნებასთან დაკავშირებით, რასაც ადამიანის წარმატება ქვია. წლების წინ ვერ წარმომედგინა, სტატუსის, მდიდარი რეგალიების, ცნობადობის გარეშე ვინმე გამომეყვანა ჩემს პოდიუმზე. დღევანდელი ხედვა მკარნახობს, რომ სასწრაფოს მანქანის მძღოლი ქალბატონი, ან მრავალშვილიანი დედა არანაკლებ დასაფასებელია საზოგადოების მიერ.
ასე რომ, წელს, მეტ მიზეზს მივცემ ,,ჭეშმარიტად წარმატებულთ” თავიანთი მაღალი პედესტალიდან შეაფასონ მეცხრე სეზონის მონაწილენი.“

ნანახია:(152)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

პლუს-ზომის მოდელი, რომელიც „ვიქტორიას სეკრეტის“ სახეა

ისკრა ლოურენსი სამოდელო სააგენტოდან ზედმეტი წონის გამო დაითხოვეს. ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც უარი ზედმეტად დიდი მკერდის გამო უთხრეს.


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე ჯიჯი ჰადიდი და ქენდალ ჯენერი გამოვლენ (ვიდეო)

“ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო victoria’s secret-ის ჩვენებაზე გამოსვლა, თან ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად, საუკეთესო დაბადების დღის საჩუქარია”, განაცხადა ქენდალ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ოზურგეთში “ZARA”_ს ტანსაცმლის წარმოება დაიწყება

გურიაში მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ესპანური ბრენდის “ZARA” ტანსაცმლის წარმოება დაიწყება. ბრენდის სამოსის ფაბრიკის აშენება ოზურგეთში იგეგმება. პროექტის საწარმო ათასამდე ადგილობრივს


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*