წარმატებული ბიზნესის შექმნის 5 სტრატეგია მარკ კიუბანი და რიჩარდ ბრენსონისგან | Jolo.ge


წარმატებული ბიზნესის შექმნის 5 სტრატეგია მარკ კიუბანი და რიჩარდ ბრენსონისგან

წარმატებული ბიზნესის შექმნის 5 სტრატეგია მარკ კიუბანი და რიჩარდ ბრენსონისგან

ამ სტატიაშია მოცემულია მნიშვნელოვანი ბიზნეს-სტრატეგიები, რომლებსაც მილიარდელები და წარმატებული ადამიანები  მარკ კიუბანი და რიჩარდ ბრენსონი გვირჩევენ. 

1. თქვენი ბიზნესი მაშინ იქნება წარამტებული, თუ ის მოწოდებული იქნება, რომ რაიმე პრობლემა გადაჭრას.

თუ გსურთ სტაბილური ბიზნესი ააწყოთ, თქვენ საქმეს უნდა შეხედოთ პოზიციიდან “პრობლემა-გადაჭრა”. ყველაზე წარმატებული კომპანიები ყოველთვის საკუთარი კლიენტების რეალურ მოთხოვნილებებს ითვალისწინებენ და მათ პრობლემების გადაწყვეტას სთავაზობენ. 

“ინოვაცია” — ეს მოცემული პრობლემის ახლებური გადაწყვეტაა, რომელიც ჯერ არავის შეუთავაზებია.

22. სუსტი წერტილების სწრაფად აღმოჩენა და გამოსწორება უნდა შეგეძლოთ.

საკუთარი პროდუქტის ბაზარზე გაშვების პირველი მცდელობა, როგორ წესი, მარცხით მთავრდება. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გავიგოთ, კონკრეტულად რა არ მუშაობს, რომ გამოვასწოროთ და ისევ ბაზარზე გავუშვათ. 

ასე შეიძლება რამდენჯერმე დაგვჭირდეს, სანამ პროდუქტს საჭირო კონდიციამდე არ მივიყვანთ.

3.შექმენით პროფესიონალთა გუნდი და თქვენ ყოველთვის ხარისხიანი პროდუქტი გექნებათ.

ბიზნესმენთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სტარტაპისთვის მხოლოდ ერთი კარგი იდეა არის საკმარისი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. საწყის ეტაპზე იდეა რომ განხორციელდეს, მას საკმარისი ბაზა არ გააჩნია და ინვესტორების მოსაზიდათ შესაბამისი გუნდის არსებობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პერსპექტიული იდეა. 

თუ გყავთ გუნდი, მაშინ ნებისმიერი სირთულის პრობლემას გადაჭრით, სანამ თქვენი იდეა სწორად  არ ჩამოყალიბდება. კარგი გუნდი ეს არის: დალაგებული ურთიერთობა, მიზანდასახულობა, შექმნილი პრობლემების ერთობლივად გადაწყეტა და გამოცდიდელა.

4 4. თქვენი კომპანიის კულტურა დასაწყისშივე შექმენით.

კულტურა თქვენი კომპანიის საფუძველს წარმოადგენს და მისი მატარებლები ადამიანები არიან. თქვენი თანამშრომლები უნდა იყვნენ ჭკვიანები, შრომისუნარიანები, მიზანმიმართულები და პატიოსნები. თავიდანვე ასეთი ადამიანები უნდა ნახოთ, რის შედეგადაც თქვენს კომპანიას ისეთი მუხტი ექნება, რომელიც მრავალ დაბრკოლებას გადალახავს.

5. საზღვრების დარღვევის ნუ შეგეშინდებათ.

მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომპანიები საკუთარ გზაზე  საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, თუ ტრადიციული აზროვნების დარღვევით მოქმედებდნენ. როდესაც ჩვენ არასტანდარტულად ვფიქრობთ, სწორედ მაშინ იბადება ჭეშმარიტი ინოვაცია, რამაც შეიძლება დიდი წარმატება მოიტანოს.

თუ ნამდვილად გსურთ, რომ არსებული ბიზნეს-მოდელები და ტრადიციული წარმოება შეცვალოთ, იარეთ გაუკვალავ გზებზე.

წყარო: /webgeorgia.ge/

 

ნანახია:(403)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ფულის დახარჯვა სწორად ისეთივე რთულია, როგორც მისი გამომუშავება»

1)ფულის მოგროვება სასარგებლო რამაა, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს უკვე მოახერხეს თქვენმა მშობლებმა.– (უინსტონ ჩერჩილი) 2)ადვილია ფული სთხოვო ღარიბს, ვიდრე მდიდარს.–


სპეციალური ფასდაკლებები საბარათე გადახდებზე ქართულ მაღაზიებში

განვადებებზე დაწესებულმა საბანკო რეგულაციებმა სამომხმარებლო ბაზარი როგორც საოჯახო ტექნიკის, ისე ყველა სხვა მიმართულებით, საგრძნობლად შეამცირა. მომხმარებლები, რომლებიც სასურველ პროდუქციას აქამდე


როგორ განვსაზღვროთ დადებითი და უარყოფითი ველები ანუ გეოპათოგენური ზონები

იცოდით რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დისტანციურად, მხოლოდ ნახაზების საშუალებით არის შესაძლებელი დადებითი და უარყოფითი ველების ზონის აღმოჩენა? ქალბატონი მანანა ხითარიძე-დეისაძე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<