წარმატებული ადამიანის 10 წესი მსოფლიოს ფსიქოლოგებისგან

by admin | Январь 23, 2015 23:06

1. გააღვივე შენში განწყობა, რომელიც სავსე იქნება იმ საქმისადმი სიყვარულით, რითაც დაკავებული ხარ, არ დაივიწყო, რომ ეს შენი არჩევანია!

2. ცხოვრების გამოცდებისთვის მოემზადე გონებრივად და ფიზიკურად. ეცადე იყო სულით და ხორცით ჯანმრთელი. თუ არ იცი — ისწავლე!

3. იყავი ყოველთვის პოზიტიურად განწყობილი. ნუ შეგეშინდება რთული ამოცანების დასახვის. სტრესი — საკუთარ თავში დაურწმუნებლობის შედეგია, ამიტომ გჯეროდეს და ენდე საკუთარ თავს.

4. ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გაითქვიფო იმაში, რასაც აკეთებ მოცემულ მომენტში. არ იცხოვრო წარსულით და არ განვლო მომავალი დღეს — ეს დამარცხების ტოლფასია. იყავი აწმყოში!

5. ფიქრი მატერიალურია. გააკონტროლე საკუთარი ფიქრები. თუ შენი გონება მშვიდია, სხეულიც არ იქნება დაძაბული. გახსოვს საიდან მოდის დაავადებები? და პირიქით, თაგვივით შიში მოწმობს ფსიქოლოგიურ კონფლიქტზე — ეძებე მიზეზი საკუთარ ფიქრებში, შეცვალე სიტუაცია.

6.
 თუ არ შეგიძლია სიტუაციის შეცვლა, მაშინ შეცვალე მის მიმართ დამოკიდებულება. ჩვენ სიტუაციას ყოველთვის ისე ვხედავთ, როგორც შეგვიძლია რომ დავინახოთ. დაკავდი თვითგანათლებით, გაიფართოვე ხედვა.

7. მობილიზდი იმაზე, რაც უნდა გააკონტროლო და გამოერთე იმას, რაც შენს შესაძლებლობებს აღემატება. იცოდე დროულად გაჩერება, რომ ძალები მოიკრიბო და უფრო მაღალი ბარიერი გადალახო.

8. მარცხი მიიღე როგორც გამოცდილება. საკუთარი შეცდომების გაგებამ უნდა მიგიყვანოს სამომავლო გამარჯვებასთან. ნუ ჩამოუშვებ ხელებს და ნუ გადგები განზე როგორც წარუმატებელი ადამიანი.

9. მთავარია ნებისმიერი პროცესისგან, რასაც შენ აკეთებ მიიღო სიამოვნება. მნიშვნელობა არ აქვს რა არის ეს — სპორტი, სწავლა, ბიზნესი, ოჯახი თუ სხვა და მაშინ წარმატება შენთან ერთად იქნება!!!

10. თუ გინდათ, რომ შენით აღფრთოვანდნენ — იმუშავე საკუთარ თავზე!

წყარო: http://www.b2p.ge/

ნანახია:(988)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/warmatebuli-adamianis-10-wesi/