წარმატებული ადამიანების ჩვევები… | Jolo.ge


წარმატებული ადამიანების ჩვევები…

წარმატებული ადამიანების ჩვევები…

ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში წარმატებისკენ მიისწრაფვის, ზოგი ამას ახერხებს, ზოგს კი ხელს რაღაც უშლის. ყველა ჩვენგანი გარკვეული ნიჭითაა დაჯილდოვებული, ალბათ სწორედ ამიტომაცაა, რომ ყველა ერთსა და იმავეს ვერ აღწევს. შესაძლოა ხშირად გაგჩენიათ შეკითხვა: წარმატებული ადამიანები ასეთებად იბადებიან, თუ შესაძლოა ისწავლო წარმატებისკენ სავალი გზის სწორად გავლა? გაგახარებთ და გეტყვით, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად შესწავლადია. წარმოგიდგენთ ჩვევებს, რომლებიც „დიდ“ ადამიანებს ახასიათებთ:

 

ისინი არ არიან თავმდაბლები — ამ სიტყვის კარგი გაგებით. წარმატებული ადამიანები არასდროს ცდილობენ სხვას თავი მოაჩვენონ, რადგან ეს სულაც არ სჭირდებათ. იქცევიან ისე, როგორც საჭიროდ თვლიან, თუმცა შინაგანად ნამდვილად არიან თავმდაბლები.

 

არიან ირაციონალურები — „გონიერი ადამიანი, იღებს სამყაროს ისეთს, როგორიც არის. არაგონიერი კი ჯიუტად ეწინააღმდეგება მას. შესაბამისად, პროგრესი დამოკიდებულია სწორედ არაგონიერ ადამიანზე“, — წერდა ბერნარდ შოუ. საზოგადოებას უყვარს ადამიანები, რომლებსაც მარტივად მართავს. წარმატებული ადამიანები კი ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც თავად მიაჩნიათ სწორად.

 

არ სჯერათ ინსპირაციის — ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ იპოვნეს თავიანთი საქმე და ბედნიერები არიან, თუმცა წარმატებულ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ როგორც არ უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ შეუძლებელია არ არსებობდეს დღეები, როდესაც უბრალოდ არაფრის კეთების ხასიათზე არ ხარ.

 

არ სჯერად დაბალანსებული ცხოვრების — რაც უფრო მეტად შეეცდები დაალაგო ცხოვრებაში პრიორიტეტები, მით უფრო მარტივად მოვა წარმატება. წარმატებული ადამიანებისთვის სამსახურზე წინ შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ოჯახი იდგეს.

 

არიან იღბლიანები — უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ადამიანები დაჯილდოვებული არიან განსაკუთრებული ნიჭით. არსებობს ორი სახის იღბლიანთა კატეგორია: ბრმად იღბლიანები, რომლებიც, მაგალითად, ლატარეას იგებენ და მიზანმიმართული იღბლიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მიზნის მისაღწევად, მაგალითად: ხვდებიან წარმატებულ ადამიანებს, მენტორებს, ინვესტორებს და ა.შ.

 

იციან, რომ სწორი ჩვევები შესაძლოა შეიძინო — ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით ქარიზმატულია, თუმცა თუ თქვენ ეს თვისება არ გაქვთ არ ნიშნავს, რომ ამის სწავლა არ შეიძლება.

 

ვიზუალურად ხატავენ თავიანთ წარმატებას — ისინი ყოველთვის წარმოიდგენენ და რწმუნდებიან, რომ ყველაფერი გამოვა. პირველ ეტაპზე, ყოველთვის ჩნდება ეჭვები, თუმცა დროთა განმავლობაში იჯერებთ, რომ ყველაფერი გამოგივათ.

 

სვამენ გონივრულ შეკითხვებს — ადამიანებმა, რომლებიც წარმატებისკენ არიან მიდრეკილნი, იციან, რომ გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს, ამიტომ ისინი არ ეჭვდებიან და სვამენ კითხვას „როგორ გავაკეთო?“

 

არასოდეს აგებენ — ასეთ ადამიანებს წარუმატებლობის არ სჯერათ. რამდენჯერაც უნდა დაუცდეთ ფეხი სვლას ხელახლა იწყებენ, პრობლემებს არასდროს უშინდებიან და საბოლოოდ ყველაფერი გამოსდით.

ნანახია:(1235)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
წარმატება

Related Articles

იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის …

რამდენი თქვენგანი ატარებს ზურგით გადაუჭრელ პრობლემებს? რამდენ თქვენგანს აწევს ტვირთად ყოველდღიურობა? წამით გაუსწორეთ თვალი რეალობას და თქვით — დაიღალეთ? ძალიან


რთული წარმოსადგენია, რომ ეს ასეა…მაგრამ

ზოგჯერ ცხოვრებაში ხდება ისეთი „რამ“, რომელსაც საერთოდ არ ელოდები და ეს „რამ“ სრულებითაც არ გახარებს. მაგრამ მათი დახმარებით გადიხარ იმ


როცა ურთიერთობაზე უარს ამბობ, ცხოვრობ უმიზნოდ, უპერსპექტივოდ, ცხოვრების საზრისის გარეშე…

ღმერთი ტანჯვისთვის ადამიანს არ აჩენს. ადამიანი თვითონ ტანჯავს საკუთარ თავს, როცა უარს ამბობს ღმერთთან ურთიერთობაზე. და თუ ღმერთთან ურთიერთობაზე უარს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<