წარმატების 5 წესი ნობელის ლაურეატებისგან | Jolo.ge


წარმატების 5 წესი ნობელის ლაურეატებისგან

წარმატების 5 წესი ნობელის ლაურეატებისგან

ალბათ ბევრ თქვენგანს შეშურებია ნობელის ლაურეატების. ზოგჯერ ესეთები ადამიანებს ღვთის რჩეულები ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ თავად ამდენის გაკეთება არ შეუძლიათ. სინამდვილეში ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უფრო მეტი მონდომებით და იმ საქმის სიყვარულით, რასაც აკეთებენ. წარმოგიდგენთ 5 გაკვეთილს მათგან:

 

1.იპოვნეთ შთაგონების წყარო — ნობელის ლაურეატებს ხშირად უსვამენ კითხვას, რა არის ამ პრიზის დამსახურების საიდუმლო. მათი უმრავლესობა კი ამ კითხვაზე პასუხობს, რომ მთავარია ზუსტად მიაგნო იმ საქმეს, რომელიც შთაგაგონებს და ის აუცილებლად კარგად გამოგივა.

 

2.განავითარე ინტელექტუალური დამოუკიდებლობა — ბერტრანდ რასელი (ლიტერატურა,1950წ.) ამბობდა: „ნუ შეგეშინდებათ იყოთ ექსცენტრიული საკუთარი აზრის გამოხატვის დროს, ყველა აზრი, რომელიც დღეს გენიალურად ჟღერს ოდესღაც ექსცენტრიული იყო“.

 

3.გარისკე — უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: „არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე პირისპირ შეეჩეხო რისკს ახალგაზრდობაში“. ვერნერ ფორსმენი (მედიცინა, 1956) იყო პირველი ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა საკუთარი აღმოჩენა, კათეტერი, თუმცა ის ამის გამო კლინიკის დირექტორმა სამსახურიდან დაითხოვა. რამდენიმე წელიწადში მან აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღო.

 

4.იპოვნეთ მონათესავე სული — ადამიანი, რომელსაც სწამს შენი შესაძლებლობების ძალიან ძვირფასია. ალბერტ კამიუ (ლიტერატურა, 1957) საკუთარი სკოლის მასწავლებელმა „გადაარჩინა“. მოგვიანებით, როდესაც მან ნობელის პრემია მიიღო მასწავლებელს მიუძღვნა ჩანაწერი: „მაგრამ შენთვის…“, სანაცვლოდ კი მისგან მიიღო „ჩემო ძვირფასო ბავშვო“.

 

5.იმუშავე გატაცებით — „ვნების, გატაცების გარეშე გენიოსი არ არსებობს“, ეს სიტყვები ეკუთვნის თეოდორ მომსენს, რომელიც პირველი ადამიანი იყო, ვინც ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო 1901 წელს. მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და აუცილებლად ყველაფერი კარგად გამოგივა!

ნანახია:(890)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მამა გაოგნდა, მუხლებზე დავარდა და ბავშვს პატიება სთხოვა“

ერთხელ მამამ თავისი სამი წლის გოგონა იმისთვის დასაჯა, რომ ოქროსფერი გადასახვევი ქაღალდის რულონი მთლიანად დახარჯა. ფული არც ისე ბლომად ჰქონდა


გულის კარნახს მიჰყვე, ეს ყველაზე სწორი არჩევანია ცხოვრებაში

გულის, ყურით მოსმენით, ჩვენ დავიწყებთ სწორი მიმართულებით სიარულს. რაც კი იდესმე გონებით გადამიწყვეტია, ლოგიკისთვის აზრები დამიმორჩილებია, საკუთარი შინაგანი ხმები ჩამიხშვია/დამიწევია/გამიქვრია,


13 ნიშანი იმისა, რომ ცხოვრებას ფუჭად ხარჯავთ და ვერც კი ამჩნევთ

1. თქვენ დიდ დროს ხარჯავთ იმაზე, რაც ამად არ ღირსვიდეოთამაშები. ტელევიზორი. ინტერნეტი. ბევრი ჭამა. ბევრი სასმელი. სიის გაგრძელება შეიძლება. შეხედეთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*