წარმატების რამდენიმე ფორმულა წარმატებული ბიზნესლედისგან | Jolo.ge


წარმატების რამდენიმე ფორმულა წარმატებული ბიზნესლედისგან

წარმატების რამდენიმე ფორმულა წარმატებული ბიზნესლედისგან

როგორ იქმნება წარმატებული ბიზნესი და რა არის საჭირო იმისთვის რომ ოცნება რეალობად აქციო. ამის შესახებ უამრავ რჩევას ამოიკითხავთ ინტერნეტში, მაგრამ ბევრად შთამბეჭდავია იმ ადამიანებთან პირისპირ ყოფნა, რომლებმაც დასახულ მიზანს მიაღწიეს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ახლა შენ გიზიარებენ.

ქალბატონი ხათუნა ჩხიკვაძე ერთ-ერთი მათგანი გახლავთ, ის ბრენდად ქცეული სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტას“ დამფუძნებელი და დირექტორია. ამ ინტერვიუთი გაეცნობით საინტერესო ბიზნეს ისტორიასა და იმ რჩევებს, რომლებიც არა მარტო დამწყებ, არამედ მოქმედ ბიზნესმენებსაც გამოადგებათ.

xatochitaხათუნა ჩხიკვაძე: ჩვენი კომპანია სექტემბერში 20 წლის ხდება. რა, თქმა უნდა ეს პერიოდი სულ დალხენილი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი დადებითი განწყობით, შემართებით, მუხლჩაუხრელი შრომითა და იმ გუნდის დამსახურებით, ვინც ჩვენთან ერთად არის მრავალი წლის მანძილზე, დღემდე მოვედით და ვფიქრობ შევქმენით ძალიან ლამაზი, პოზიტიური კომპანია, რომელსაც სახელიც ღიმილისმომგვრელი და ბავშვებთან ასოცირებული აქვს -„ ჭიტა“.

-რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დაგეხმარათ, რომ შეგექმნათ ისეთი კომპანია როგორიც გსურდათ?

-ბევრი კრიზისული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ  არასოდეს დაგვიყრია ფარ-ხმალი, ყოველთვის იმედიანად ვიყავით და ყოველთვის მიზნობრივად ვმოქმედებდით, რომ ჩვენი ოცნებები განხორციელებულიყო.

ყველა ადამიანისათვის მნიშვნელოვანია დაისახოს მიზანი, არ უნდა შეუშინდე არანაირ დაბრკოლებას , პირიქით დაბრკოლებამ უნდა გაგაძლიეროს, მაშინ ბევრად უფრო საინტერესო ხდება მიზნის მიღწევა…. როდესაც ცხოვრებაში რაღაცას მარტივად მიიღებ ის საინტერესო არ არის და შეიძლება ერთი ხელის მოსმითაც გაანიავო.

შენი შრომით და შენი მოღვაწერობით მიღწეული უფრო „გემრიელია“, უფრთხილდები, დაკანკალებ, შვილივით გყავს. ჩვენი კომპანიაც ასე შვილივით  გვყავს გაზრდილი, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყოველი სიახლე, ყველა კმაყოფილი მომხმარბელი თუ უკმაყოფილო, ამას ყველაფერს დიდ ყურადღებას ვაქცევთ…

ანუ პირველ რიგში მთავარია მიზანი,   მნიშვნელოვანია გარემოცვა და გუნდი, მიზანი გქონდეს და არ იმოქმედო, არაფერი გამოვა, წინსვლაში ასევე გვეხმარება ჩვენი დადებითი განწყობა და პოზიტივი, რაც აუცილებელია განვითარებისთვის.

chita1

 ერთიანობა, გუნდურობა, ერთმანეთის გვერში დგომა ეს არის ჩვენი კომპანიის მთვარი  მამოძრავებელი ძალა, ჩვენი მენეჯერები, რომლებიც ძალიან მოტივირებულნი და ჩვენთვის ერთგული ადამიანები არიან, მინდა მადლობა გადავუხადო მათ საქვეყნოდ.

-რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის ხელმძღვანელი იყოს პოზიტიური?

-ხელმძღვანელი აუცილებლად უნდა იყოს პოზიტიური, თუ ის ნეგატიურად არის განწყობილი ვერც ვერაფერს მიაღწევს, რადგან განწყობა გადამდებია. შენ სტიმული უნდა მისცე შენს თანამშრომლებს, მაშინაც კი, როდესაც იცი რომ კედელი ინგრევა, უნდა დაარწმუნო, რომ ამას ერთობლივად ისე აღადგენთ, ისე გააკეთებთ, ბევრად უკეთესი იქნება. ჩვენ არ ვცხოვრობთ მთლად დაწყობილ ქვეყანაში, არის რა თქმა უნდა ფინანსური კრიზისები, კურსის დევალვაცია და ა.შ ამ დროს უნდა იყო მედგრად რომ ისინი გაამხნევო და გამოსავალი იპოვო, ყოველგვარი ზედმეტი წუწუნის გარეშე.

-ეს პოზიტიური ხელმძღვანელი როდის და რა შემთხვევაში არის ხოლმე მკაცრი?

-მკაცრი ხშირად ვარ და მომთხოვნიც, როდესაც  ადამიანებს დავალებას ვაძლევ მკაცრად ვითხოვ, რომ ის პირნათლად და თავის დროზე გააკეთონ და თუ ეს ასე არ ხდება, თუ გულით არ ეკიდება თავის გასაკეთებელს, მაშინ სიმკაცრეს ვიჩენ. ასევე აუცილებელია დააფასო თანამშრომელი, მას შექება და წახალისება სჭირდება.

-როგორც ვიცი არა მარტო თანამშრომლებს, უცხო ადამიანებსაც ახარებთ, თქვენი კომპანია საქველმოქმედო აქციებში ხშირად არის ჩართული.

— როდესაც ადამიანი წინ მიდის და ვითარდება, თუნდაც არ მიდიოდეს, მაინც ორიენტირებული უნდა იყოს, რომ სიკეთის მარცვალი თესოს ყოველ ნაბიჯზე, ამიტომ ჩვენი კომპანიის არსებობის მანძილზე, მუდმივად ვცდილობთ გავახაროთ ადამიანები. ჩვენი სეგმენტიდან გამომდინარე უფრო ბავშვებზე ვამახვილებთ ყურადღებას, ლეიკემიით დაავადებული თუ მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის ხშირად ხდება ღონისძიებების მოწყობა, საჩუქრების გამოყოფა.

3

რამდენიმე ხნის წინ კი ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერით დავაფუძნეთ შიდა ფონდი,  სადაც აქტიურად არის ჩართული საზოგადოება. ეს ჩვენთვის სტიმულის მომცემია და  ძალიან გვახარებს. მადლობასაც გამოხატავენ რომ ორგანიზებას ვუწევთ ამ ყველაფერს, ამბობენ, — ბევრჯერ გვქონია სურვილი, დავხმარებოდით, მაგრამ ერთი საჩუქრით და ერთი ლარით ხომ ვერ მიხვალო, ამიტომ როდესაც ერთვებიან მცირედითაც კი, ეს მათ ძალიან ახარებთ და რა თქმა უნდა ჩვენც… აგურ აგურ დადებული შენდება მერე დიდი საქმე.

-ბოლოს როდის გქონდათ მსგავსი შეხვედრა ვინ გაახარეთ?

-ბოლოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით პანკისის ხეობის ბავშვებთან ვიყავით სტუმრად და გავულამაზეთ ერთი  დღე, ხოლო ეხლა ვემზადებით სააღდგომოდ ვესტუმროთ ლეიკემიით დაავადებულ და მამა გაბრიელის ფონდის ბავშვებს, ეს ფონდი სწორედ იმას ემსახურება, რომ მუდმივად გვქონდეს ამ კეთილი საქმის კეთების საშუალება.

ch6-თქვენს ოფისში შემოსვლისთანავე ჩემი ყურადღება ცნობილი ადამიანების სამოტივაციო ციტატებმა მიიქციეს …

-ოფისში ამ სამოტივაციო პლაკატების გაკვრა ჩემი ინიციატივა იყო…   გაივლის თანამშრომელი თუ გამოივლის, უნებურად თვალს შეავლებს და უფრო მოტივირებული ხდება, და არა მარტო თანამშრომელი, ჩვენთან მოსული სტუმრებიც აღფრთოვანებულები არიან, ხანდახან ისე მიყვებიან და კითხულობენ ამ ყველაფერს, რომ ავიწყდებათ სად მოხვდნენ და რა საქმეზე იყვნენ მოსულნი ჩვენთან…(იცინის) ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით… ყველა ორგანიზაციას ვურჩევ ეს სამოტივაციო პლაკატები რაც შეიძლება მეტი გამოჰფინონ თავიანთ ოფისებში.

 

-რას იტყვით პიროვნული ზრდის ტრენინგების შესახებ, რომლებიც დღეს ბევრად უფრო ყურადსაღები გახდა ბევრისთვის, თქვენს ცხოვრებაში თუ ითამაშა ამან გარკვეული როლი?

-მე ბავშვობიდან პოზიტიური ადამაინი ვარ, ყოველთვის ვცდილობდი და ორიენტირებული ვიყავი იმაზე, რომ საზოგადოებაში პოზიტივი შემეტანა, მიუხედავად ამისა, რაც საქართველოში დაიწყო ტრენინგებისა და მოტივაციის კუთხით ადამიანების განვითარება მეც ჩავერთე, რომ უფრო განვითარებულიყავი და ჩემი აზროვნება შეცვლილიყო, ეს მუხტი არის გადამდები ადამიანებისთვის. შენი გარემოცვაც იცვლება, როდესაც შენ იცვლები და ხდები პოზიტიური და საერთოდ ცხოვრება მშვენიერია.13

-რას ურჩევთ დამწყებ ბიზნესმენებს, როგორც გამოცდილი და თქვენი საქმის პროფესიონალი?

-აუცილებლად უნდა იყვნენ მიზანმიმართულნი და არცერთმა გარემოებამ არ უნდა შეაშინოთ, თუ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზანი და მოტივირებულია, რომ თავისი ოცნება აისრულოს, ის ყველა ღონეს მიმართვას.

უნდა  გააკეთონ  ჩანაწერები და დაგეგმილად   იმოქმედონ.  ასევე აუცილებლად  უნდა იყვნენ გულწრფელები, რადგან პატიოსნება საჭიროა ბიზნესში. ერთგულება და იმიჯის მოხვეჭა, მაშინ ყველას ექნება შენთან ურთიერთობის სურვილი ბიზნესის  კუთხით.

 

ნანახია:(297)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ექსკლუზივი: პირველად ქართულ რეალობაში 13 წლის ბიზნესლედი დიდი გეგმებით

„ფიქრები რეალობაში გადადის, როდესაც ამას აცნობიერებ, სტიმული გეძლევა რომ ოცნებები მიზნებად აქციო, მიზნები კი საქმედ“ — მეუბნება 13 წლის ელენე(დოდოლი)


ნულიდან დაწყებული კარიერა, ანუ, როგორ მივაღწიოთ წარმატებას “უპატრონოდ”

მუშაობა 18 წლიდან დავიწყე. იმიტომ არა, რომ კარგად მქონდა გაცნობიერებული, ადრე დაწყების შემთხვევაში, კარგ ასაკში, კარგ პოზიციაზე აღმოჩენის შესაძლებლობა… უბრალოდ,


„მეუბნებიან ამერიკაში ხარ და აქ რა გინდაო“- ქართველი მხატვრის წარმატებები და ოცნება …

ოთხი წლიდან მღერის და მსოფლიოც, ანსამბლთან ერთად, ჯერ კიდევ, საბჭოთა პერიოდში მოიარა, მაგრამ მაშინ უცხოეთში დარჩენისა და იქ ცხოვრების სურვილი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*