წარმატების 4 ქვაკუთხედი… | Jolo.ge


წარმატების 4 ქვაკუთხედი…

წარმატების 4 ქვაკუთხედი…

როგორც იქნა გაქვთ საკუთარი ბიზნესი, აღარ ხართ დამოკიდებული სხვაზე, არ გიწევთ საჯარო სამსახურში სხვის ხელქვეითად მუშაობა და კლიენტებიც კმაყოფილი გყავთ. მაგრამ, მოულოდნელად თქვენ წინაშე გამოწვევაა, თქვენ ეს პრობლემად გეჩვენებათ და იწყებთ მასზე ფიქრს. გადის დრო და ეს პრობლემა თქვენთვის უფრო მეტად მწვავდება, ეძებთ ადამიანს, რომელსაც მასზე მოუყვებით ის კი განუგეშებთ იმით, რომ მას ან მის მეგობარსაც შემთხვევია მსგავსი რამ.

 

რა არის სინამდვილეში ეს პრობლემა? წარმატება დაბრკოლების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ის, რაც თქვენ პრობლემა გგონიათ, სინამდვილეში მხოლოდ გამოცდაა, რომელმაც ცხოვრება უნდა გასწავლოთ.

 

იმისათვის, რომ გახდეთ წარატებული არსებობს 4 მთავარი ქვაკუთხედი: მე, ჩვენ, უნდა და არის.

 

მე — როდესაც გეჩვენებათ, რომ გაქვთ პრობლემა, ამ დროს უნდა განმარტოვდეთ და კარგად დაფიქრდეთ იმაზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. თქვენზე უკეთ არავინ იცის რასთან გამკლავება შეგიძლიათ, რისი გჯერათ და რისი არა.

 

ჩვენ — ეს თქვენთან ერთად თქვენ გარშემომყოფებსაც ეხებათ. დაფიქრდით ხომ არ არიან თქვენს გარშემო ადამიანები, რომლებსაც თქვენი შურთ, გაბრაზებული არიან ან ეჭვიანობენ. წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ ირგვლივ სანდო ადამიანები გყავდეთ, რომლებსაც თქვენი წარმატება უხარიათ.

 

უნდა — თქვენ გამუდმებით უნდა ცდილობდეთ, რომ ცხოვრებას რაღაც სასარგებლო შემატოთ. დასახეთ გეგმა ყოველი კვირისთვის და აუცილებლად განახორციელეთ ის. ნუ იქნებით რუტინული, შეცვალეთ თქვენი გეგმები, მაგრამ აკეთეთ მხოლოდ სასარგებლო საქმე.

 

არის — შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხშირად პრობლემა სწორედ იქიდან მოდის, რომ ამ ქვაკუთხედზე ძალიან ბევრს ფიქრობთ. ნუ იქნებით ჩაციკლული აწმყოზე, იცხოვრეთ მომავლისთვის, დასახეთ გეგმები, რადგან თუ მხოლოდ დღევანდელი დღით იცხოვრებთ დროთა განმავლობაში თქვენი საქმე მნიშვნელობას დაკარგავს.

ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ბალანსია, ეცადეთ ეს 4 ქვაკუთხედი ყოველთვის გათვალისწინებული გქონდეთ. მოიპოვეთ წონასწორობა და წარმატება თავად მოვა თქვენთან!

ნანახია:(217)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

,,თუ გინდა სამყარო შეცვალო” – სოკრატეს 11 რჩევა, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ

ის ამბობდა, რომ ვერავინ ვერავის ვერაფერს ასწავლის, ერთადერთი რის გაკეთებაც ადამიანისთვის შეგიძლია არის მისი იძულება, იფიქროს. მხოლოდ ასე მოახერხებ გაახელინო


წარმატებული ადამიანების ჩვევები…

ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში წარმატებისკენ მიისწრაფვის, ზოგი ამას ახერხებს, ზოგს კი ხელს რაღაც უშლის. ყველა ჩვენგანი გარკვეული ნიჭითაა დაჯილდოვებული, ალბათ სწორედ


„იფიქრეთ ამაზე და მიხვდებით, რომ…“ — რამაზ გიგაური

თუ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას წარმოვიდგენთ ერთ პატარა სოფლად, სადაც ცხოვრობს 100 ადამიანი, მაშინ ასეთი სურათს მივიღებთ: 57 აზიელი 21 ევროპელი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*