წარმატების მიღწევა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი? მაშინ ეს 20 რჩევა მხოლოდ თქვეთვისაა | Jolo.ge


წარმატების მიღწევა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი? მაშინ ეს 20 რჩევა მხოლოდ თქვეთვისაა

წარმატების მიღწევა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი? მაშინ ეს 20 რჩევა მხოლოდ თქვეთვისაა

წარმატების მიღწევა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი? მაშინ ეს 20 რჩევა მხოლოდ თქვეთვისაა.

კრიტიკულად წაიკითხეთ თითოეული მათგანი და მხოლოდ ის აირჩიეთ თქვენი ცხოვრების დევიზათ, რომელიც თქვენს ღირებულებებთან სრულ თანხვედრაში იქნება.

მძიმე შრომა — ეს არის დაგროვებული მძიმე საქმეები, რომლებიც არ გავაკეთეთ თავის დროზე. ჯონ მაქსველი

გვიან მიღებული სწორი გადაწყვეტილება, ყოველთვის მცდარი აღმოჩნდება. ლი იაკოკა

მთავარი ის კი არ არის ჩადენილის გამო ვწუხვართ თუ არა, არამედ ის თუ რა ვისწავლეთ მომხდარისგან და რას ვაპირებთ ახლა, როცა ვწუხვართ. ჯ.მ. კუტზე

ყოველთვის რთული გზა აირჩიეთ, მასზე კონკურენტებს ვერ შეხვდებით. შარლ დე გოლი

წარუმატებლობა — ეს არის შესაძლებლობა დაიწყო ყველაფერი თავიდან, ოღონდ უფრო ჭკვიანურად. ჰენრი ფორდი

თუ პრობლემის გადაჭრა შეიძლება, არ ღირს მასზე ნერვიულობა,  ხოლო თუ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია, მაშინ მასზე ნერვიულობას რა აზრი აქვს. დალაი ლამა

ცხოვრებისეული წარუმატებლობის ბევრი მაგალითი არის ადამიანი, რომელმაც ვერ გაიაზრა, თუ რა ახლოს იყო წარმატებასთან, როდესაც დანებდა.  ტომას ედისონი

წარმატების მისაღწევად საჭიროა, რომ წარმატების სურვილი იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე მარცხის შიში. ბილ ბოქსი

ცხოვრებაში არსებობს ორი ძირითადი  არჩევანი, შეეგუო არსებულ პირობებს ან აიღო მათი შეცლის პასუხისმგებლობა. დენის უეიტლი

არ შეგეშინდეთ დათმოთ კარგი იმისთვის, რომ  მიაღწიოთ უკეთესს. ჯონ როკფელერი

ყველაზე მარტივი გზა განვითარებისთვის არის, შემოიკრიბო  ირგვლივ შენზე ჭკვიანი ადამიანები.  ენდი რუნი

ერთადერთი სიამოვნება ცხოვრებაში ესაა — განუწყვეტელი მისწრაფება წინ. ემილ ზოლა

ოცნება რეალობად თავისით არ იქცევა; მის მისაღწევად საჭიროა შეუპოვრობა და ბევრი მუშაობა. კოლინ პოველი

წარმატება არ მოდის ერთ დღეში, ეს ხდება მაშინ, როდესაც შენ ხდები ყოველდღე იმაზე უკეთესი, ვიდრე იყავი ერთი დღით ადრე. დუეინ ჯონსონი

უბრალოდ რაღაცის კეთება არ კმარა. უნდა იცოდე რას და რისთვის აკეთებ. როშელ მაიერი

ორი რამ გაქცევთ ბრძენად: წიგნები, რომლებსაც წაიკითხავთ და ადამიანები, რომლებსაც თქვენ შეხვდებით.  მარტინ სელიგმანი

მე არასოდეს მიოცნებია წარმატებაზე. მე ამისთვის ვმუშაობდი. ესტე ლაუდერი

მარცხი შეიძლება მოვიდეს მოულოდნელად, მაგრამ წარმატება, რადენადაც ეს მესმის, მოდის მხოლოდ მასთთან, ვინც ამას გეგმავს.

ჰოვარდ შულცი

უფრთხილდი საკუთარ ფიქრებს, გონება ყველაფერია. რასაც ფიქრობ, იმას აღწევ.  სოკრატე

თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქეცი, თუ ვერ დარბიხარ, იარე, თუ სიარულის ძალაც გამოგელია — იფორთხე, ოღონდ არასოდეს შეწყვიტო წინსვლა. მარტინ ლუთერ კინგი

 

მარიამ შარიქაძე

ნანახია:(352)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მე შევიყვარებ და ვირწმუნებ – ვინც მე მიყვარს, მათაც ვუყვარვარ“…

პოზიტიური აზროვნების დანერგვა დეილ კარნეგისგან 1. სწორედ დღეს მე მეწვევა ბედნიერება. ბედნიერება არის შიგნით. ის არ არის გარემოებების შედეგი, ამიტომ


სწორედ ასეთი შეზღუდვა სჭირდება ჩვენს ფანტაზიასაც, რომ „გავფრინდეთ“

«იმისთის, რომ ადამიანმა დაიწყოს ფიქრი, ის უნდა შეიზღუდოს. და რაც უფრო ძლიერ შევზღუდავთ მას, მით უფრო მეტი შესაძლებლობები უჩნდება ფიქრისთვის.


დაუჯერეთ გულს, რომელიც გეუბნებათ, ის რასაც ეძებთ — უკვე გაქვთ, უკვე ხართ

როცა გონება გეუბნებათ, რომ რაღაც მცირე გჭირდებათ და ამის შემდეგ იქნებით სრულყოფილი და ბედნიერი, გახსოვდეთ ეს გონების ხაფანგია. დაუჯერეთ გულს,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*