10 მილიონიანი ჩეკი და ჯიმ ქერის წარმატების გზა | Jolo.ge


10 მილიონიანი ჩეკი და ჯიმ ქერის წარმატების გზა

10 მილიონიანი ჩეკი და ჯიმ ქერის წარმატების გზა

მას ყველა იცნობს, როგორც კომედიურ ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო და მაღალანაზღაურებად მსახიობს, თუმცა მისი ისტორია ასევე ლამაზად არ დაწყებულა.

დაიბადა საკმაოდ ხელმოკლე ოჯახში, სადაც მამას გამუდმებით სამსახურის შენარჩუნებაზე უწევდა ფიქრი და ზრუნვა. მსახიობი 14 წლის იყო, როცა მამამისმა სამსახური დაკარგა და ოჯახში კრიზისი დაიწყო. ისინი ნათესავის ტრაილერში გადასახლდნენ და უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდნენ. თავი რომ ერჩინა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ჯიმი დღეში 8 საათი ქარხანაში მუშაობდა დამლაგებლად სწავლის პარალელურად.

15 წლისა პირველად გამოვიდა სცენაზე დედამისის შექმნილი კოსტიუმით და საშინლად წარუმატებლად, თუმცა ბრძოლა გააგრძელა. 16 წლისამ სკოლას თავი დაანება და მთელი  დრო კომიკოსობას მიუძღვნა. კომედიურ ჟანრში მოღვაწეობის დასაწყისში, ტორონტოს ერთ-ერთ ბარში გამოსვლისას ის სცენიდან შეძახლებით ჩამოაგდეს. მოგვიანებით კი ცნობილ „შაბათის ღამის Live”-ში როლის შესრულება ვერ შეძლო.

ამის მიუხედავად ის არ დანებდა… მალე ლოს-ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლად, მანქანებს აპარკინგებდა და მომავალი წარმატების ვიზუალიზაციით იყო გართული. ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა „მიზიდულობის კანონი“ გამოეყენებინა და საკუთარ თავს 10 მილიონ დოლარიანი ჩეკი გამოუწერა, რომელიც 1995 წლის მადლიერების დღით დაათარიღა.

ამ ჩეკს იქამდე ინახავდა, ვიდრე რეალობაშიც იგივე არ მოხდა. ზუსტად 7 წლის შემდეგ სწორედ 1995 წელს,  გააფორმა ხელშეკრულება ფილმისთვის  ,,Dumb and Dumber” და თავისი პირველი 10 მილიონიც აიღო.

 

ნანახია:(570)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დააფასე ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, რაც კი შენს ცხოვრებაში ხდება.“

დააფასე ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, რაც კი შენს ცხოვრებაში ხდება. იყავი მადლიერი ყველასი, ვინც შენს ცხოვრებაში ჩნდება, რადგან ისინი შენს


ადამიანები შენდობას გაკიცხვაზე მეტად საჭიროებენ …

ერთმა ბიჭმა, სახელად ტომიმ, დედის თხოვნის მიუხედავად მას შეშა არ მიუტანა.  ამ ამბავს მამაც შეესწრო და შვილს უთხრა: — ტომ,


„მოვა დრო და ერთხელაც … მაგრამ ჯერ გვექნება უამრვი მცდელობა“…

მოვა დრო და ერთხელაც შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც არასოდეს გვიღალატებენ, მაგრამ მანამდე მოგვიწევს უამრავი ტკივილის გავლა. მოვა დრო და ერთხელაც, შეხედულება


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*