წარმატების გაკვეთილები ჯორდან ბელფორტისგან

by admin | Август 7, 2016 14:51

„ნებისმიერი მიუღწეველი მიზნის უკან დგას არასაკმარისი მოტივაცია. ამიტომ ნებისმიერი მიზნის დასახვისას, წინასაწარ იფიქრეთ თუ რამდენად მოტივირებულები ხართ, იმისთვის რომ გააკეთოთ ყველაფერი დასახული მიზნის მისაღწევად.“

1. გამდიდრების ყველაზე იოლი გზა, რამე ისეთის შექმნაა, რისი ქონაც ყველას მოუნდება, მიეცით ხალხს ასეთი პროდუქტი და ავტომატურად გამდიდრდებით.

2. არასოდეს მიიღოთ “არა”, როგორც პასუხი. ის ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია გაყიდვების “ცივ” საქმიანობასთან შეხება, მან იცის რამდენად ხშირად ისმის მეორე მხრიდან სიტყვა “არა”.

3. წარმატებლი ადამიანები 100%-ით დარწმუნებულები არიან იმაში, რომ საკუთარ ბედს აკონტროლებენ, რადგან ისინი გარემოებაზე კი არ არიან დამოკიდებულნი, არამედ თავად ქმნიან მას.

4. ისე მოიქეცი, თითქოს მიზანს უკვე მიაღწიე, ვითომ უკვე მდიდარი ხარ და ეს, რეალურად, მოხდება. თავდაჯერებულები იყავით და თქვენს შესაძლებლობებს სხვებიც ირწმუნებენ. დაანახეთ ადამიანებს თქვენი გამოცდილება და ისინი თქვენდამი ნდობას გამოიჩენენ.

5. დაივიწყეთ რაც შეგემთხვათ – ეს წარსულია, მხოლოდ მიღებული გამოცდილება დაიმახსოვრეთ, რადგან ის დადებითი ცვლილებების საწინდარია.

6. თუ ადამიანებს აუხსნით “რატომ” ისინი ყოველთვის მიაგნებენ გზას “როგორ”.

 

ჯორდან ბელფორტი, „უოლ სთრითის მგელი“, 1962 წელს ბრონქსში დაიბადა. 90-იანი წლების დასაწყისში, დაარსა კომპანია ”Stratton Oakmont”, რომელმაც წარმოუდგენელ ფინანსურ მწვერვალებს მიაღიწია, წლის განმავლობაში კომპანია 50 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებდა. სწორედ ეს გახდა ჯორდან ბელფორტის ცნობილი სახელის, „უოლ სთრითის მგელის“ წარმოშობის მიზეზი.

მან დააპროექტა 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საჯარო კომპანიები, სადაც 30–ზე მეტ შემთხვევაში, საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. კონსულტაციას უწევდა 50–ზე მეტ საჯარო კომპანიას. გარდა ამისა, მასზე დაიწერა ფაქტობრივად, ყველა წამყვან ჟურნალსა თუ გაზეთში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დაშვებული შეცდომებისგან მიღებული ფასდაუდებელი გაკვეთილების სანაცვლოდ, დრამატული დაცემა–აღდგენის შემდეგ, დღეს, ბელფორტი უჩვეულო ბიზნესის წარმატების უკან მდგომ, მსოფლიოში აღიარებულ, უდიდესი პოტენციალის მქონე პერსონას წარმოადგენს.

დღეს, მისი საგანმანათლებლო-სამოტივაციო პროგრამა, სახელწოდებით Straight Line Persuasion — ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადია მსოფლიოში. მსმენელი, ბელფორტის გამოცდილების გარდა, იძენს ცოდნას პირდაპირი გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის საუკეთესო მეთოდების შესახებ. მას შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი  კომპანიისა თუ ინდივიდის ცხოვრება, წარსულისა და  განათლების მიუხედავად. მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყველა ადამიანის მოტივირებაა შესაძლებელი, ისეთი მიზნების მისაღწევად, რომლებზეც მანამდე ვერც კი ოცნებობდნენ, ღირებულებების დათმობის და ეთიკის დარღვევის გარეშე.

2013 წელს, მისი როლი ლეონარდო დიკაპრიომ ითამაშა მარტინ სკორსეზეს ფილმში ”უოლ სთრითის მგელი”, რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით იქნა გადაღებული. ჯორდანის ორი ბესთსელერი წიგნი, „უოლ სტრიტის მგელი“ და „უოლ სთრითის მგელის დაჭერა“, 40–მდე ქვეყანაში გამოქვეყნდა და ნათარგმნია 18 ენაზე.

უოლ სთრითის ნამდვილი მგელი, საკუთარი იუმორით სავსე, პირდაპირი საუბრის მანერით მარტივად ასწავლის მსმენელს, თუ როგორ გამოიყენოს საუკეთესო ბიზნეს სისტემა თავის სასარგებლოდ.

 

ნანახია:(4523)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/warmatebis-gakvetilebi-jordan-belfortisgan/