წარმატების ძალა — შინაგანი ძალა არ აღიარებს არანაირ წინააღმდეგობას | Jolo.ge


წარმატების ძალა — შინაგანი ძალა არ აღიარებს არანაირ წინააღმდეგობას

წარმატების ძალა — შინაგანი ძალა არ აღიარებს არანაირ წინააღმდეგობას

თითოეულ ჩვენთაგანს ებოძა სიცოცხლე.

არის ცხოვრება და არის მისი დანიშნულება.

სიცოცხლის აზრი, სწორედ იმაშია, იპოვო  შენი წილი საქმე და მოახდინო მისი რეალიზება. იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს ყოველივე, საჭიროა დიდი ძალისხმევა და შინაგანი ძალა.

რა შეიძლება ითქვას შინაგან ძალაზე?

ის თავისუფალია, როგორც ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ და უსაზღვროა, როგორც თავად სამყარო.

ძალას, რომელიც ჩვენშია, საოცარი თვისება აქვს – ის ეხმარება ადამიანს, მიაღწიოს დასახულს. სხვანაირად რომ ვთქვათ, მას შეუძლია ჩვენი აზრების და ფიქრების რეალიზება.

შინაგანი ძალა არ აღიარებს არანაირ წინააღმდეგობას. დამარცხებას ის გარდაქმნის ძლიერ ნებისყოფად, რომელსაც შეუძლია მოგიტანოს გამარჯვება. ის არ აღიარებს თქვენს გამოგონილ შეზღუდვებს, როგორიცაა: შიში ან ეჭვი.

ამ ძალას შეუძლია ადამიანის ტრანსფორმაცია. როცა მედიცინა უძლურია, შინაგან ძალას და რწმენას შესწევს უნარი, გააუმჯობესოს მდგომარეობა და ზოგჯერ გამოაჯანმრთელოს კიდეც ორგანიზმი, ის კურნავს სულიერ ჭრილობებს და გავიწყებთ იმედგაცრუებებს.

შინაგანი ძალის საფასური არის უკომპრომისო რწმენა. აღმოაჩინო ეს ძალა შენში, ეს იოლი როდია. მიუხედავად სიძნელისა, თუ მას აღმოაჩენთ, ჩათვალეთ, რომ მიაგენით მეორე ” მე”-ს. არა აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში მიაღწევთ წარმატებას –  დაწერთ წიგნს, გახდებით  მხატვარი, აღზრდით შვილებს, გახდებით მეცნიერი  თუ გამომგონებელი  ეს ყველაფერი შინაგანი ძალისხმევის და რწმენის შედეგად მიიღწევა… და არავის ემახსოვრება, რამდენჯერ და როგორ მწარედ შეცდით წარსულში ან რის ფასად დაგიჯდათ ყოველივე.

* ყოველი მიღწეული წარმატების უკან დგას დაძლეული წარუმატებლობა  და დროებითი სიძნელეები.

ყველაზე ადვილია, დანებდე როცა გიჭირს.

ყველაზე ადვილია, შეიცოდო საკუთარი თავი.

* ყველაზე ადვილია იწუწუნო.

წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანი, არ ეძებს მიზეზებს, ის არ დახარჯავს დროს სხვების დადანაშაულებაში, მარცხის შემთხვევაში.  მისთვის ყოველი წარუმატებლობა ხდება სტიმული ახალი ქმედებისთვის. თქვენი მეორე “მე”  არ რეაგირებს ნეგატიურ თვისებებზე  (შური, სიძულვილი, შიში, მერყეობა, მომხვეჭელობა, სიძუნწე…). მიზანი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოიცილებთ ფსიქოლოგიურ კამათს საკუთარ თავთან და მიიღებთ გადაწყვეტილებას.

შინაგანი ძალა ეს არის  ძლიერი ძრავი. იმათ, ვისაც გააჩნდა განჭვრეტის უნარი, ხედვა და რწმენა, ვინც ებრძოდა წინააღმდეგობებს, შიშებს – მათ მოიტანეს ცივილიზაცია დღემდე. შინაგან ძალაში, არაფერი ზებუნებრივი  არ არის,  ის არ ახდენს სასწაულებს, არამედ ის ყოველ დღე მუშაობს თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ და კაცობრიობისთვის მთლიანად. მასთან მისასვლელი  გზა  მხოლოდ ერთია – ეს არის ჩვენი გონება. ის ჩნდება აზრებში, იდეებში, გეგმებში, მიზნებში რომელთაც ისახავს ადამიანი.

სწორედ ამიტომ არის შინაგანი ძალა თავისუფალი, როგორც ჰაერი და უსაზღვრო, როგორც თავად სამყარო.

პატივისცემით და სიყვარულით თამარ კვარაცხელია!

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(819)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

პიროვნული ძალა

პიროვნული სიძლიერეში სტრესისადმი მდგრადობა მოიაზრება. ასე თუ ისე ყველა ისწრაფვის ბედნიერებისაკენ, მაგრამ ძალიან ცოტა თუა კმაყოფილი თავისი შედეგებით. აი უნდოდა


„ეძებეთ ერთმანეთში მხოლოდ კარგი თვისებები და როცა რაიმე გეწყინებათ“…

…ნუ დაელოდებით როცა ურთიერთობებს ნაპრალები გაუჩნდება — უმნიშვნელო ბიძგებიც კი საკმარისი იმისათვის, რომ ურთიერთობის გამყარებაზე იფიქროთ…. …ნურც გაბუტვას დაელოდებით, იმისათის


„კარგი“ აზრებიდან, გულის კარამდე

დაკვირვებულხართ საკუთარ თავს: რამდენი ხანი ფიქრობთ „კარგ„ რამეზე? …. სწორედაც … ადამიანი იმდენ „კარგს“ ღებულობს, რამდენსაც ფიქრობს. მხოლოდ, როცა გულით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*