წარმატება დისციპლინაა — მოიშორეთ მავნე ჩვევები… | Jolo.ge


წარმატება დისციპლინაა — მოიშორეთ მავნე ჩვევები…

წარმატება დისციპლინაა — მოიშორეთ მავნე ჩვევები…

ამჩნევთ, რომ საქმის გადადება ან გაჭიანურება ჩვევაში გაქვთ, ღამით ცუდად გძინავთ, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში ყავას სვამთ, კრიტიკას კი თავდაცვით პასუხობთ. ეს ყველაფერი ხელმძღვანელობასთან ან თანამშრომლებთან პრობლემას გიქმნით და არ იცით, როგორ გადაეჩვიოთ.

 

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები, უამრავ სხვასთან ერთად, საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს. სწორედ ამიტომ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის წარმომადგენლებმა ჯეკ ზენგერმა და ჯოზეფ ფოლკმანმა გადაწყვიტეს კვლევა ჩაეტარებინათ და რეკომენდაციები გაეცათ.

 

მათი ხედვით, გამოსავალი საკუთარ თავთან ფსიქოლოგიური საუბარია, თუმცა ამას აქვს თავისი ეტაპები:

 

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გამოიჩინოთ ინიციატივა საკუთარ თავთან სასაუბროდ, მოძებნოთ ამისთვის შესაბამისი სივრცე და ესაუბრეთ თქვენს მეორე «მე»-ს პატივისცემით. აუცილებელია გაიხსენოთ ყველა ის მავნე ჩვევა, რომელიც ხელს გიშლით მიაღწიოთ სასურველ მიზანს.

 

ამის შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს. ანუ, მაგალითად, მთელი დღის განმავლობაში სვამთ ყავას. რატომ ხდება ასე? «რადგან, ღამით ცუდად მძინავს და ყავა მეხმარება იმაში, რომ ფხიზლად ვიყო».

 

დაუსვით საკუთარ თავს კითხვები რა გარემოებები გიწყობთ ხელს თქვენს მავნე ჩვევებში. დაელოდეთ საკუთარ პასუხს. პასუხები ჩვეულებრივ ქცეცნობიერიდან მოდის, ამიტომ აუცილებელია შინაგან ხმას დაელოდოთ და მიიღოთ სწორი პასუხი. რაც შეიძლება ვრცლად განიხილეთ თქვენი მავნე ჩვევები, რათა მიხვიდეთ დასკვნამდე რა არის საჭირო მათზე უარის სათქმელად.

 

აიძულეთ საკუთარ თავს მოიქცეს საპირისპიროდ. ხშირად გაუმეორეთ, რომ არსებობს გამოსავალი და აუცილებელია მისი გამოყენება. დაარწმუნეთ თავი, რომ საჭიროა მოიშოროთ მავნე ჩვევები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ ადგილს ტკეპნით და განვითარებას ვერ შეძლებთ.

 

წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარი თავდაჯერებულობაა, ამიტომ რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ იმაზე, რომ საკუთარ თავს მხოლოდ კარგი რამ ჩააგონოთ, მით უფრო მარტივად მიაღწევთ ამას.

ნანახია:(1285)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ გჯერა, რომ გაიმარჯვებ, ესე იგი, ასეც იქნება!

ერთხელ ერთმა დიდებულმა იაპონელმა მეომარმა, სახელად ნობუნაგამ გადაწყვიტა, მტრისთვის შეეტია, რომელიც 10-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე მისი ჯარი. მან იცოდა,


ტყუილა არავინ ცხოვრობს, ყველას აქვს მისია

ამ ცხოვრებაში არაფერია მუდმივი… სიხარულსაც, ბედნიერებასაც თავის ვადა აქვს, ჩვენც არ ვართ მუდმივები, ერთადერთი რამ, რაც მუდმივია — ეს რის


„გამოსავალი, საკუთარი თავის შეცვლაშია“ — თამარ კვარაცხელია

ჩვენს ცხოვრებაში გამოჩენილი თითოეული ადამინი, სამაყროს საჩუქრია. გავიხსენოთ, როგორ ვარჩევთ საჩუქარს საყვარელი ადამიანისთვის? სამყაროც ანალოგიურად გვიგზვნის მას, ადამიანების სახით და ის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*