წარმატება არის… | Jolo.ge


წარმატება არის…

თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც წარმატებაზე საუბრობენ, იგულისხმება ან მატერიალური წინსვლა და კეთილდღეობა, ან კარიერული განვითარება.

როგორც წესი, ძირითადად ამ ორი დეფინიციის მიხედვით განიხილება წარმატების საკითხი. როდესაც ხარ სოციალურად აქტიური პიროვნება, ქმნი რამე ახალს, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო, მოთხოვნადი და მისაღებია და ამ ყველაფერს შესაბამისად, მოყვება ანაზღაურებასთან ერთად აღიარება ხალხის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს წარმატებასთან.

თავი არასოდეს უნდა შეიზღუდო რაღაც ბლოკებით. ქართველებს გვაქვს ერთი საკმაო ცუდი ფსიქოლოგოური მომენტი, რომ თუ “პატრონი და კონტაქტები” არ გვაქვს, ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას. კონტაქტები, რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ამაზე დაყრდნობა არის აფსურდი. ეს განწყობა პირველ რიგში უშლის ხელს ადამიანს იმაში, რომ საკუთარ საქმეში იყოს წარმატებული.

ჩემს განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედო, წარმატებად მატერიალური ფაქტორი და ცნობადბა კი არ მიმაჩნია, არამედ ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატება ჩემს შიგნით არსებული შეზღუდვების, კომპლექსების, წინააღმდეგობებისა და ბარიერების გადალახვაა. როცა მუშაობ საკუთარ თავზე და აკეთებ საყვარელ საქმეს, ჩვენს შიგნით არსებული გალია იხსნება. იხსენება გალია, რომელსაც გვიქმნის არა გარემო ფაქტორები და საზოგადოება, რასაც ხშირად ვაბრალებთ, არამედ საკუთარი განწყობა და თავდაჯერების ნაკლებობა.

სიყვარულით, ინგა ბლესსი 

ნანახია:(278)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ადამიანთა ოთხი ტიპი ან/და როგორ გამოვიმუშავოთ ბევრი ფული ინგლისელი მეცნიერების ვერსიით

ალბათ ნებისმიერი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს შეკითხვას: „სად მიდის ფული და რატომ არის მუდმივად მისი უკმარისობა?“ თუმცა პასუხი ამ კითხვაზე


ბოლოს როდის გაგიხარდა?

წითელ ხალიჩას ჩავშტერებოდი, როდესაც ზურგს უკან ჩემი მეგობრის შეკითხვა მომესმა: ბოლოს როდის გაგიხარდა? ფიქრიდან გამოვერკვიე და სახეზე დავაკვირდი, რატომ იცი


10 რამ რაც აუცილებლად უნდა იცოდე 20 წლის ასაკში

ამერიკელმა ბიზნეს-ტრენერმა ჟულიენ სმიტმა მოახდინა 20 უბრალო და ღირებული რჩევების ფორმულირება ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს წარმატებით შეეჭიდოს უფროსების ცხოვრებას. 1.სამყარო ცდილობს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<