წარმატების 15 მარტივი ჩვევა

by admin | Март 10, 2017 14:12

წარმატება მოიაზრებს არა მარტო სამსახურებრივ, კარიერულ, ფინანსურ წინსვალას, არამედ, იგი ვრცელდება ზოდაგაგ, ადამიანი ცხოვრების ყველა სფეროზე. გარკვეულ უნარ-ჩვევების გამომუშავება გვჭირდება, რომ გავხადოთ წარმატება ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი.

გთავაზობთ დაახლოებით 15 მარტივა ჩვევას/უნარს წარმატების მისაღწევად. თვალი გადაავლეთ ამ პუნქტებს და დააკვირდით რამდენს ასრულებთ აქედან. გამოიმუშავეთ ისინი და შიგადაშიგ, გადაავლეთ ხოლმე თვალი.

მაშ, ასე დავიწყოთ:

1. არ უყუროთ ტელევიზორს.

2. არ დაუბრუნდეთ ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ მწარედ გიღალატეს. ისინი არ იცვლებიან.

3. მოგივიდა თავში იდეა?  ჩაიწერე, გამოგადაგება!

4. აგვიანებთ? გამონახეთ საშუალება გააფრთხილოთ. დღეს, ამის გაკეთება არც ისე რთულია.

5. არასდროს არ დასცინოთ სხვის ოცნებებს. იფიქრეთ თქვენს ოცნებებზე.

6. თქვით სიმართლე. რადგან ამის შედეგად არ მოგიწევთ ძალისხმევა და რაღაცეების დამახსოვრება.

7. არ გაავრცელოთ ჭორები. ეს არაფერ კარგს არ მოგიტანთ.

8. „გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი“ – თავაზიანობა.

9. უნდა შეგეძლოთ, თქვენი შეცდომების აღიარება.

10. უარი თქვით წუწუნზე. არავის არ აინტერესებს სხვისი პრობლემები.

11. არსებობს ასეთი გამონათქვამი – „შვიდჯერ წაიქეცი, მერვეჯერ ადექი“ სცადეთ, დაგეხმარებათ.

12. როდესაც ხართ გაუგებარ მდგომარეობაში, ყოველთვის წადით დასაძინებლად. გამოგადგებათ თუ კი მუდმივად გემახსოვრება სოლომონ ბრძენის ცნობილი გამონათქვამი „ესეც გაივლის“.

13. სერიოზულ ჩხუბშიც კი ნუ ეცდები ადამიანს „მტკივნეულ ადგილას დააჭიროთ“… თქვენ შერიგდებით (სავარაუდოდ), მას კი სიტყვები დაამახსოვრდება სამუდამოდ…

14. დღის დასაწყისში, გააკეთეთ რთული საქმეები.  (წიგნი ბრაიან ტრეისი „შეჭამე ბაყაყი“)
როცა მათ მოიცილებთ —  დარჩენილი დროის მანძილზე უაზრო ფიქრები არ მოგივათ თავში.

15. არავინ არ არის, არავის წინაშე ვალდებული. დაივიწყეთ სიტყვა „ვალდებული/ვარ/ხარ/არის“. ამოშალეთ ის თქვენი ლექსიკონიდან. თუ ამას არ გააკეთებთ სინამდვილეში ჩაეფლობით  არა მარტო მატერიალურ ვალში, არამედ, მორალურში ( ენერგეტიკულში).

წყარო: https://zrda.wordpress.com[1]

ნანახია:(4248)-ჯერ


Endnotes:
  1.  https://zrda.wordpress.com: https://zrda.wordpress.com

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/warmatbis-15-chveva/