წარმატების 15 მარტივი ჩვევა | Jolo.ge


წარმატების 15 მარტივი ჩვევა

წარმატების 15 მარტივი ჩვევა

წარმატება მოიაზრებს არა მარტო სამსახურებრივ, კარიერულ, ფინანსურ წინსვალას, არამედ, იგი ვრცელდება ზოდაგაგ, ადამიანი ცხოვრების ყველა სფეროზე. გარკვეულ უნარ-ჩვევების გამომუშავება გვჭირდება, რომ გავხადოთ წარმატება ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი.

გთავაზობთ დაახლოებით 15 მარტივა ჩვევას/უნარს წარმატების მისაღწევად. თვალი გადაავლეთ ამ პუნქტებს და დააკვირდით რამდენს ასრულებთ აქედან. გამოიმუშავეთ ისინი და შიგადაშიგ, გადაავლეთ ხოლმე თვალი.

მაშ, ასე დავიწყოთ:

1. არ უყუროთ ტელევიზორს.

2. არ დაუბრუნდეთ ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ მწარედ გიღალატეს. ისინი არ იცვლებიან.

3. მოგივიდა თავში იდეა?  ჩაიწერე, გამოგადაგება!

4. აგვიანებთ? გამონახეთ საშუალება გააფრთხილოთ. დღეს, ამის გაკეთება არც ისე რთულია.

5. არასდროს არ დასცინოთ სხვის ოცნებებს. იფიქრეთ თქვენს ოცნებებზე.

6. თქვით სიმართლე. რადგან ამის შედეგად არ მოგიწევთ ძალისხმევა და რაღაცეების დამახსოვრება.

7. არ გაავრცელოთ ჭორები. ეს არაფერ კარგს არ მოგიტანთ.

8. „გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი“ – თავაზიანობა.

9. უნდა შეგეძლოთ, თქვენი შეცდომების აღიარება.

10. უარი თქვით წუწუნზე. არავის არ აინტერესებს სხვისი პრობლემები.

11. არსებობს ასეთი გამონათქვამი – „შვიდჯერ წაიქეცი, მერვეჯერ ადექი“ სცადეთ, დაგეხმარებათ.

12. როდესაც ხართ გაუგებარ მდგომარეობაში, ყოველთვის წადით დასაძინებლად. გამოგადგებათ თუ კი მუდმივად გემახსოვრება სოლომონ ბრძენის ცნობილი გამონათქვამი „ესეც გაივლის“.

13. სერიოზულ ჩხუბშიც კი ნუ ეცდები ადამიანს „მტკივნეულ ადგილას დააჭიროთ“… თქვენ შერიგდებით (სავარაუდოდ), მას კი სიტყვები დაამახსოვრდება სამუდამოდ…

14. დღის დასაწყისში, გააკეთეთ რთული საქმეები.  (წიგნი ბრაიან ტრეისი „შეჭამე ბაყაყი“)
როცა მათ მოიცილებთ —  დარჩენილი დროის მანძილზე უაზრო ფიქრები არ მოგივათ თავში.

15. არავინ არ არის, არავის წინაშე ვალდებული. დაივიწყეთ სიტყვა „ვალდებული/ვარ/ხარ/არის“. ამოშალეთ ის თქვენი ლექსიკონიდან. თუ ამას არ გააკეთებთ სინამდვილეში ჩაეფლობით  არა მარტო მატერიალურ ვალში, არამედ, მორალურში ( ენერგეტიკულში).

წყარო: https://zrda.wordpress.com

ნანახია:(4254)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ეშმაკიც აიძულე, ილოცოს – გურჯიევის რჩევები ქალიშვილს

გურჯიევი გიორგიალბათ, ყველას გსმენიათ ცნობილი მისტიკოსის, ეზოთერიკოსის, ოკულტისტისა და სულიერი მასწავლებლის – გიორგი გურჯიევის შესახებ. იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა


იცი როგორ დაელოდო ბედნიერებას?

ვერასდროს წარმოიდგენდა, პრობლემა თუ გახდიდა ბედნიერს. პრობლემა გააშიშვლა ემოციებისგან  და შერჩა  მოვლენა. გაანთავისფლააააა… გამოეყო… განუდგა… ერთხელაც ჩამოჯდა.  დახუჭუა თვალები და


გამარჯვებაზე მეტს ზოგჯერ წაგება გასწავლის! — თამარ კანაშვილი

წლების წინ ნასწავლი გაკვეთილი. ერთ-ერთ ორგანიზაციაში კონფერენციის წამყვანს არჩევდნენ. გასაუბრების შემდეგ…ისე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ კონფერენციის წამყვანად მე ამარჩევდნენ. მოვემზადე,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<