წაიკითხეთ ეს სტატია გასაუბრებაზე წასვლამდე… | Jolo.ge


წაიკითხეთ ეს სტატია გასაუბრებაზე წასვლამდე…

წაიკითხეთ ეს სტატია გასაუბრებაზე წასვლამდე…

ეძებთ ახალ სამსახურს და გასაუბრებაზე დაგიბარეს? ძალიან ნერვიულობთ, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს? ალბათ არის რამდენიმე დეტალი, რომლებიც ყველაზე მეტად გაღელვებთ. ჩვენ დაგეხმარებით წარმოაჩინოთ საკუთარი თავი პოზიტიურად გასაუბრების დროს.

 

როგორ უნდა მოიქცეთ:

 

შეისწავლეთ სამუშაო — ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას დამსაქმებელზე ახდენს ის, რომ თქვენ იცით რას ითხოვენ თქვენგან. ჩამოთვალეთ მოვალეობები, რომლებიც მიგაჩნიათ, რომ კონკრეტულ ვაკანსიაზე შეიძლება დაგეკისროთ და ჩამოთვალეთ შემთხვევები, როდესაც ამ მოვალეობებს თავი კარგად გაართვით.

 

მოძებნეთ კომპანია — გასაუბრებაზე წასვლამდე აუცილებლად გაეცანით კომპანიას, გაიგეთ მისი მიზნების შესახებ. დაათვალიერეთ მისი ვებ გვერდი  და პროფილები სოციალურ ქსელებში.

 

გამოიყენეთ კონტაქტები — მოიძიეთ ადამიანი, რომელიც ამ კომპანიასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და მოიპოვეთ მისგან ინფორმაცია, გამოიჩინეთ ინტერესი და ის საჭიროების შემთხვევაში თქვენ დადებითად დაგახასიათებთ.

 

მოამზადეთ შეკითხვა — გასაუბრება არ არის მონოლოგი, ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი საუბარი, კომუნიკაცია, ნუ მოგერიდებათ შეკითხვების დასმა. უფრო მეტიც, მოამზადეთ შეკითხვა, თუმცა არა ისეთი, რაზეც სამუშაოს აღწერაში უკვე გაცემულია პასუხი.

 

გამოიყენეთ სხეულის ენა — გასაუბრებისას კულტურული მანერები ძალიან ძვირად ფასობს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეულის ენას, ეცადეთ ის პოზიტიური იყოს, ნუ გააკეთებთ ზედმეტ და უხერხულ მოძრაობებს.

ნანახია:(311)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბედნიერება არჩევანია!

ბედნიერება, როგორც წესი, ადამიანების მთავარი ცხოვრებისეული ამოცანაა. როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? — როდესაც სახლი მექნება, ბედნიერი ვიქნები. როდესაც ვალს გადავიხდი, ბედნიერი


„რაც უფრო ბევრი სირთულეა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან“

დღე, რომელსაც შევეგებეთ! კიდევ ერთი დღეა ჩვენი ცხოვრების, კიდევ ერთი შესაძლებლობა განცდის, სიცილის, ტირილის, სიხარულის, კივილის და ყველაფრის, რასაც მოვინდომებთ იმის!


სადაც თქვენი აზრებია – იქ ხართ თქვენც…

ხშირად დეპრესია ქედმაღლობისგან გვემართება. გაანალიზებთ რა ვინ ხართ არ გექნებათ იმედგაცრუება. ყოველთვის უნდა იფიქრო რაღაც კარგზე… ცარიელი ტვინი ვაკუუმია, რომელიც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*