„წაიკითხე და აიცილე დაავადება“ — თამარ ნიკურაძის „ციგრიტი“ | Jolo.ge


„წაიკითხე და აიცილე დაავადება“ — თამარ ნიკურაძის „ციგრიტი“

„წაიკითხე და აიცილე დაავადება“ — თამარ ნიკურაძის „ციგრიტი“

„ცხოვრებას ადამიანები ჩვენივე ხელით ვხატავთ, საღებავები ჩვენს ხელშია და ფერების არჩევანიც ჩვენზეა“ — ამ და სხვა საინტერესო და სასაგებლო ფრაზებს ცხოვრების შესახებ, ძალიან მალე თამარ ნიკურაძის წიგნში ამოიკითხავთ. წიგნში, რომელშიც 21-ე საუკუნის დაავადებაა აღწერილი…

2018 წლის 5 მარტს თავადვე შეგიძლიათ გახდეთ წიგნის „პაციენტი“, მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო ექსპერიმენტში და გამოსცადოთ წიგნის მკურნალობის ეფექტი.

„წაიკითხე და აიცილე დაავადება“ — აცხადებს თამარ ნიკურაძე, ხოლო რა და როგორ უნდა აიცილო, ან საერთოდ, რა საჭიროა აცრა, ღონიძიებაზე„ციგრიტის“ ავტორისგან შეიტყობთ.

თუ ექსპერიმენტს „შეუშინდებით“ ან ღონისძიებაზე ვერ მოხვდებით, იმ შემთხვევაში 21-ე საუკუნის დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და საიდუმლო გამოსავალს ამ წიგნშივე მიაგნებთ.

„თამარ ნიკურაძე გარდა იმისა, რომ დროს გრძნობს, წერის გამორჩეული კულტურითაცაა დაჯილდოებული. ეს უნარი დღეს იშვიათი ხილია და მხოლოდ ნიჭს არა –  შრომასაც მოითხოვს. ამას მივუმატოთ ნაწარმოების სიუჟეტის აგების ხერხებში გაწაფულობა და თამამად ვიტყვით: თამარი ახალი თაობის საინტერესო მწერალია, ციგრიტი კი ბოლო დროს გამოსულ ტექსტთაგან ერთ–ერთი საყურადღებო ნაწარმოები“ — წერს გიორგი კეკელიძე.

სწორედ გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით გაიმართება „ციგრიტის“ პრეზენტაცია 2018 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 

 

ღონისძიებას დაესწრებიან პოეტები, მწერლები, თანამდებობის პირები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ასევე  წარმომადგენლები „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთიდან“, რომლის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი წიგნის გამოცემა.

5 მარტი, 18:00 სთ

თამარ ნიკურაძის წიგნის პრეზენტაცია

ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი დარბაზი

დასწრება თავისუფალია.

ციგრიტი

ნანახია:(136)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გიორგი ოვაშვილის ფილმი ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსების გარეშე დატოვა

რეჟისორი გიორგი ოვაშვილი 2000 წელს ამერიკიდან მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდა. როგორც თვითონ ამბობს, ყველაფრის კეთება თავიდან დაიწო. გადაიღო მოკლემეტრაჟიანი  ფილმი „მზერის


ნინო ხარატიშვილი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით ჯილდოვდება

ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი 2016 წელს გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი


ფილმი ,,ოტია იოსელიანის 10 მცნება»-ს პრემიერა

რეჟისორი კახა კახაბრიშვილი დოკუმენტურ ფილმს-«ოტია იოსელიანის 10 მცნება»-იღებს.   ფილმის სცენარი მწერალთა კავშირის თავჯდომარეს- მაყვალა გონაშვილს ეკუთვნის, გახმოვანება-მურმან ჯინორიას. ფილმში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*