„ვსუნთქავ… სიმშვიდეა… გათენდა …ცოცხალი ვარ! — ვჩურჩულებ და“… | Jolo.ge


„ვსუნთქავ… სიმშვიდეა… გათენდა …ცოცხალი ვარ! — ვჩურჩულებ და“…

„ვსუნთქავ… სიმშვიდეა… გათენდა …ცოცხალი ვარ! — ვჩურჩულებ და“…

 

თავისი ფეხით მივიდა ტელევიზიაში და „ერთი წუთის საეთერო დრო მომეცითო“ — ითხოვა.

გაეცინათ მასპინძლებს, მაგრამ მოხუცის ასაკს პატივი სცეს და ზრდილობის გამო, ისე, სასხვათაშორისოდ ჰკითხეს: „მაინც რის თქმას აპირებო?“

„ახალგაზრდობას მინდა მივმართო, რომ სიცოცხლეს გაუფრთხილდნენო“ — თქვა აფორიაქებულმა პაპამ.

თანამშრომლებმა ერთმანეთს გადახედეს და… საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.

… გამოვიდა პაპა სატელევიზიო შოუში და წამყვანის კითხვაზე: „რას ეტყოდით ახალგაზრდებსო? — ცახცახით წარმოსთქვა:

sicocxle

„სიცოცხლეს გაუფრთხილდით, გენაცვალეთ! … დროს გაუფრთხილდით!.. ერთმანეთს გაუფრთხილდით!…

ისიც იცოდეთ, რომ ზოგჯერ უძრაობა ჯობს უაზრო მოძრაობასა და ფუჭ საქმიანობას.

..და როცა დაიღლებით უნაყოფო საქმიანობით, ერთხელ მაინც დაწექით და დაფიქრდით, ღრმად ჩაფიქრდით და  ტკივილამდე გაიაზრეთ, რაში და როგორ იხარჯება თქვენი სიცოცხლის ძვირფასი წუთები…“

ასეთი სიტყვები უამრავს, უამრავჯერ უთქვამს ჩემთვის, მაგრამ არასოდეს უმოქმედია ასეთი სიმძაფრით.

სიცოცხლე მილეული მოხუცის მოწოდება სიცოცხლისაკენ, მის უხმო ყვირილი, ცახცახი, ცრემლი და ყელს მობჯენილი ქვითინი უფრო მეტის მთქმელი იყო, ვიდრე სწავლულთა სიბრძნე და მოყვასთა რჩევები.

პირადად ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ ძილშიც ჩამყვა და ჩასწვდა ქვეცნობიერის იდუმალ სამყაროს.

დანარჩენი არ ვიცი რა მოხდა.

დილით სანამ გავიღვიძებდი, ტვინმა გაიღვიძა და პირველი, რაც მიკარნახა, ის იყო, რომ დრო შემეგრძნო.

„ვსუნთქავ“…“სიმშვიდეა“…“გათენდა“…“ცოცხალი ვარ!“ ვჩურჩულებ და ვგრძნობ სიხარულს.

„განა ყველა მშვიდობიანი ღამე შვიდობიანად გათენებულა?“ — კვლავ მიკარნახა ტვინმა და სამადლობელო სიტყვები ენის წვერზე დამიდო —

„მიდი, ნუ გეზარება და ნურც გენანება, თქვიო!“  მიბიძგა ქვეცნობიერმა და მეც ჩურჩულით წარმოვთქვი: „მადლობა, უფალო, მშვიდობიანი დღის გათენებისთვის!“

სითბო ვიგრძენი მკერდის არეში.

ხელით მიჭირავს გულში შობილი მადლი და გრძნობა მადლიერებისა.

ნელ-ნელა ვდგები.

აგერ, მეუღლე საუზმეს ამზადებს.  როდესმე გითქვამს მადლობა ამისთვის?

„აუ, რამდენი მადლობის თქმა მომელის დღესთვის! „ — ვფიქრობ ჩემთვის და კიდევ უფრო მძლავრდება სითბო.

ლოცვა მომინდა. დაობებულ ხატებს მტვერი მოვაშორე,  ვეამბორე და სანთელი ავანთე.

ლოცვის შემდეგ  სახარება გადავშალე და „ტალანტებზე“ იგავს შევეფეთე.

ხომ გახსოვთ: ბატონისგან ბოძებულ ტალანტებს ერთი იმდენი ტალანტები რომ მოაგებინა კეთილმა მონამ და  ამით დაიმკვიდრა სასუფეველი.

და  რომელმაც მიწაში ჩამარხა ტალანტი, ბატონის მრისხანება იგემა:
„…ხოლო ეს უვარგისი მონა განაგდეთ გარესკნელის ბნელში და ექნეს მას მოთქმა და კბილთა ღრჭენანი“

წავიკითხე ეს სიტყვები და გონება გამინათდა:

მაშასადამე, უფლისგან ბოძებული ტალანტი: სიკეთე, ნიჭი და უნარი ჩემი კი არ არის, რომელსაც ისე მოვექცევი როგორც მინდა, არამედ უფლისაა და უფალსვე უნდა დავუბრუნო მონაგები სიკეთით.

„და თუ ასეა, ვინ ვარ მე?“ — ვიკითხე და მივიღე პასუხიც:

„მე ვარ  გამტარი უფლის ნებისა  და მისგან ბოძებული ტალანტის რეალიზატორი“

„მაგრამ, შენი თავისუფლება?!“ — ჩამძახის ეშმაკი.

„ჩემი თავისუფლება სწორ არჩევანშია: ან დავრჩები უსახო “მე”-დ და ვიცხოვრებ კვლავ რუხი ცხოვრებით, ანუ გავაკეთებ რასაც მინდა და როგორც მე მინდა, ან ვიქნები ღვთის ნების გამტარი და მსახური ღვთისა!“

ახლა, როცა  ჩემი დანიშნულება ვიცი, იოლია გავცე პასუხი კითხვას, — თუ რა ტალანტების რეალიზაციით ვაპირებ ვიყო გამტარი უფლის ნებისა და სურვილისა.

უბრალოდ ჩემს ძლიერ მხარეებზე ორიენტაციით უნდა მოვახდინო კორექცია ჩემი მიზნებისა და ჩემი სასიცოცხლო ენერგია ბალანსირებულად ვხარჯო ისე, რომ პატარა ნაბიჯებით დიდი მიზნებისკენ მიმავალმა არ დავივიწყო ღმერთი, მოყვასი და ჯანმრთელობა.

ავტორი: ბესიკ კაიშაური

წყარო:http://mebonia.com/

ნანახია:(1551)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

3 ემოცია, რომელსაც ბიზნესმენები განიცდიან…

ბიზნესი, ანუ საკუთარი საქმის კეთება სერიოზულ ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს, რადგან ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ.


სად არის გამოსავალი? — შინაგანი ძალის საიდუმლო

სიყვარული და სულერი სიმშვიდე განუყოფელია. სიყვარული არ ნიშნავს მარტო — გიყვარდეს ვიღაც. სიყვარული სამყაროსთან, უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნაა,


„მზეო ამოდი“ — იყო ერთი უცნაური კაცი… (იგავი)

ის ყოველ დილით მზეს აღვიძებდა! გათენებამდე გამოვიდოდა აივანზე, დადგებოდა პირით აღმოსავლეთისკენ და დაიწყებდა ძახილს: – მზეო ამოდი! მზეო ამოდი! და


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort