„ვინმე ჩვენსავით უფულო გამოივლის და გაიხარებსო“ | Jolo.ge


„ვინმე ჩვენსავით უფულო გამოივლის და გაიხარებსო“

„ვინმე ჩვენსავით უფულო გამოივლის და გაიხარებსო“

„ერთხელ, ბიბლიოთეკაში ყოფნის დროს ძალიან ცხელოდა და ორივეს მოგვინდა ბორჯომი, მაგრამ არცერთს არ გვქონდა ფული. რა იქნება ერთი 20 კაპიკიანი გვაპოვნინა-მეთქი, ვინატრე…

 

კიბე ჩავიარეთ თუ არა, შოთამ იყვირა — ვაა! დაიხარა და რაღაც აიღო. თვალებს არ დავუჯერე მუჭი რომ გაშალა, ხელში სამმანეთიანი ეჭირა. ბორჯომი ვიყიდეთ და უკან დავბრუნდით. მთელი გზა ნაპოვნ ფულზე ვლაპარაკობდით. ბიბლიოთეკას რომ გავუსწორდით შოთამ დარჩენილი  ფული ჯიბიდან ამოიღო და მითხრა: „ მოდი, აქ დავდოთ, ვინმე ჩვენსავით უფულო გამოივლის და გაიხარებსო“.

 

ფული კიბეზე დადო და წავედით.“

 

შოთა ნიშნიანიძის მეუღლის მოგონებიდან

ნანახია:(7634)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ეშმაკები გულგატეხილ და იმედგაცრუებულ ადამიანებს ართმევენ სულს“…

«გზაზე მიდიოდა ეშმაკი და სურდა ვინმეს სული მიესაკუთრებინა. ჩვეულებრივ, ეშმაკები გულგატეხილ და იმედგაცრუებულ ადამიანებს ართმევენ სულს. დაინახა მან ერთი გოგონა,


„ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ოცნებებშია, ზოგჯერ უკეთესადაც გამოდის“

ბავშვობაში და მერეც დიდობაში, როცა რაღაც გამიხარდებოდა ან ძალიან მომეწონებოდა, სასწრაფოდ მინდოდა იმ ადამიანისთვის გამეზიარებინა, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა. ასე


 «ნაწერი სიტყვა სრულად ვერ გადმოსცემს კაცის აზრებს» — დასამახსოვრებელი ფრაზები „შენი თავგადასავლიდან“

«შენ კი არ შეგეძლოო. როგორ არ შემეძლო, უბრალოდ, ისე არ დავმთვრალვარ ჩემი შესაძლებლობებით, რომ ადამიანებისთვის ჭკუის სწავლება დამეწყო.»   «ეს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*