«ვინც თავის ბილიკს დაადგება — იქ იწყება ბედნიერება და ეს არასოდეს გვიანი არ არის! « | Jolo.ge


«ვინც თავის ბილიკს დაადგება — იქ იწყება ბედნიერება და ეს არასოდეს გვიანი არ არის! «

«ვინც თავის ბილიკს დაადგება — იქ იწყება ბედნიერება და ეს არასოდეს გვიანი არ არის! «

🔹 „სკოლამ სული გაუშვა ხელიდან. სამწუხაროდ მშობლებიც ამ დონეზე გაჩერდით. ღმერთს სანთელს დაუნთებთ, სულიერებაზე ილაპარაკებთ, სკოლაში მიხვალთ და იკითხავთ — „ჩემს შვილს რა ნიშნები აქვს?“ — რა მნიშვნელობა აქვს რა ნიშნები აქვს? ორიანი აქვს ან ხუთიანი, ერთმა გაგაუბედურათ ან მეორემ გაგაბედნიერათ? ორიანებით ვიყავი გაჭედილი მეექვსე კლასამდე, სულ ორიანები მყავდა. პირობითად ვიყავი გადასული კლასიდან — კლასში, მაგრამ აი ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ…

🔹 ორიანები და ხუთიანები არაფერს ნიშნავს. ნიშნები არ ქმნიან ადამიანს. პირიქით, აუბედურებენ კიდეც — თუ ბავშვი ხუთიანებზეა შეყვარებული და მერე მამის ხუთ ლარზე, რომელსაც მამა აჩუქებს თუ კი ხუთიანს მიიღებს, — რა ბავშვი გაგვეზრდება ჩვენ? რისკენ მისწრაფული?

🔹 ჩვენ იმდენად ვართ ადამიანები, რამდენადაც მაღალი მისწრაფებები გვაქვს. თუ ეს მისწრაფებები მაღალია, სხვანაირია თვალები, მეტყველება, ურთიერთობა და თუ მიზნები დაბალი გაქვს ისეთივეა — ჩვენში და ჩვენს გარშემო ყველაფერი.

🔹 ბავშვი მოვლენაა და მას მოაქვს თავისი მისია, თქვენს ბავშვებს თავისი მისიები აქვთ. ამიტომ დედა რომ ხარ ჩააწვეთე შენს შვილს წვეთ-წვეთად: „შვილო შენ არც კი იცი რითი მოხვედი, რაღაცა დიდი გაქვს შენს გულში. მე არ ვიცი და ვერავნინ გვეტყვის, მაგრამ თუ შენ ხანდახან ჩაიხედავ შენს გულში და იტყვი რატომ დავიბადე? რა უნდა გავაკეთო? ვის რა უნდა მოვუტანო და სხვა ამგვარი, შენ იპოვი ამას“. თუ ჩვენ ამას ვასწავლით ბავშვს და ამაში მასწავლებელი და სკოლაც დაგვეხმარება, მაშინ ბავშვები გაბედნიერდებიან.

🔹 ვინც თავის ბილიკს დაადგება — იქ იწყება ბედნიერება და ეს არასოდეს გვიანი არ არის! თუნდაც ჩემს ასაკში. კაცმა, რომ იპოვოს ეს ბილიკი, თუნდაც იმ ერთ წლიან, ხუთწლიან ცხოვრებას მაინც ხომ გაივლის ამ მისიაში, ბედნიერებას გემოს გაუგებს და სულის რაღაც ნაწილსაც სრულყოფს…“

 აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი

ამონაშვილის აკადემია

ნანახია:(2176)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რასაც ყველაზე ხშირად წარმოიდგენ, ის იქცევა შენს რეალობად…

შენი გონება ქმნის სამყაროს, რომელშიც ცხოვრობ. რაზეც ყველაზე მეტად ფიქრობ და რასაც ყველაზე ხშირად წარმოიდგენ, ის იქცევა შენს რეალობად.  უეინ დაიერი


„302 უარიიი — სამას ორი უარიიიი!!! — და თქვენ ??? “

როცა წარმატებულ, რეალიზებულ ადამიანებს უყურებთ, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა დგას მათი გრანდიოზული განხორციელებული პროექტების უკან, რომელსაც ზარმაცი ადამიანები «გამართლებას»ეძახიან…


როგორ შევქმნათ ამ ახალი წლისგან შედევრი?

— მზად ხარ შენი ახალი წელი ნამდვილ შედევრად აქციო? ალბათ შენი პასუხია «კი». ჰოდა, თუ ასეა, მაშინ გამოყავი რამდენიმე წუთი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<