«ვინც საკუთარ თავს აღმოაჩენს იმედია დაიბოღმება და ვინც გვერდით მყოფს — გაიღიმებს « | Jolo.ge


«ვინც საკუთარ თავს აღმოაჩენს იმედია დაიბოღმება და ვინც გვერდით მყოფს — გაიღიმებს «

«ვინც საკუთარ თავს აღმოაჩენს იმედია დაიბოღმება და ვინც გვერდით მყოფს — გაიღიმებს «

ქართველების ზოგადი დახასიათება:

ვინაობა — ქართველი ;)!!!

დაიბადა — დაღლილი…

დაბადების ადგილი და დრო — ოდითი (ქართველი ხალხი ოდითგანვე არსებობს);

განათლება — ბრძენი;

მოწოდებით — ნაციონალი, ბუნებით -მეოცნებე;

რელიგია — მართლმორწმუნე ფანატიკოსი;

საყვარელი ფერი — შავი ( თალხი );

ინტერესი — სხვისი საქმეები;

ჰობი — ამ სიტყვის მნიშვნელობა ზუსტად არ იცის;

დასაქმების სფერო- უმუშევარი;

პროფესია – ყველაფრის ექსპერტი;

…განათლება — ორი აკადემია(ქუჩის და სუფრის);

იცის ენები — ქართული და მშობლიური

ინგლისური — კომპიუტერისთვის;

საყვარელი ფრინველი — ჩიტი;

საყვარელი ვალუტა — 30 ვერცხლი;

ჰოროსკოპი — რომ ჰკითხოთ — ლომი, როცა ხმაა ამოსაღები — თევზები;

სურს — მეტი სარგებელი;

ელოდება — გაბრწყინებას;

ნაკლი – პრაქტიკულად არ აქვს;

ცხოვრობს — დედასთან, ბებიასთან, 2 დეიდასთან და მამიდასთან, და ვაფშე, ქალებს მაგარ პატივს სცემს;

რას ვერ აპატიებდა საყვარელ ადამიანს — წასულებზე გაჩერებას;

საყვარელი წიგნი — ვეფხ’ვ’ის ტყაოსანი;

საყვარელი გმირი — ნაცარქექია;

საყვარელი დღე — ხვალე;

საყვარელი მწერალი — ჯავახიშვილი;

საყვარელი ნაწარმოები — ისაა… აი ის…

იმოგზაურებდა — უბილეთოდ.

ეშინია — ქართველობის წართმევის;

იმედი — ემიგრანტი დედა, ბებია და ცოლი;

საყვარელი სმს — გადმომირეკე;

დევიზი- რაც კარგები ვართ ქართველები ვართ;

ბუნება- ჩვენნაირი ბუნება სამყაროში არავის არ აქვს!!!!!!

(ვინც საკუთარ თავს აღმოაჩენს იმედია დაიბოღმება და ვინც გვერდით მყოფს — გაიღიმებს )

პ.ს. რაც შემაგინოთ ერთი არ აგცდეთ ❤️🙈

სულა სულაშვილი

ნანახია:(312)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შევხედოთ ცხოვრებას უფრო მეტი ღიმილით

მოგესალმებით მეგობრებო! მინდა მოგიყვეთ ერთი პატარა ისტორია. რამოდენიმე თვის წინ ვმგზავრობდი მეტროთი, ჩემს წინ დედა და მისი მცირეწლოვანი პატარა გოგონა


ცნობილი ადამიანების შთამომავლები რომელთა შესახებაც არაფერი ვიცოდით

რაილი კიო — ლეგენდარული ელვის პრესლის შვილიშვილი. რაილი 25 წლისაა, დაკავებულია კინოსა და სამოდელო ბიზნესით. ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი უნა. უნას მონაწილეობა


ადამიანები, რომლებიც სხვების გაბედნიერების სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ …

დღეს, ჩემი სიხარულის მიზეზი ერთი ადამიანის კეთილი ნება და ის გულიანი სურვილია, რომლის დამსახურებითაც „ჩაის სახლში“ ერთი დარბაზი იმისთვის დაიკეტა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<