ვინც გულით ითხოვს მას აუცილებლად მიეცემა | Jolo.ge


ვინც გულით ითხოვს მას აუცილებლად მიეცემა

ვინც გულით ითხოვს მას აუცილებლად მიეცემა

შუა ოკეანეში გემმა განიცადა კატასტროფა და ერთი პატარა კუნძულის მახლობლად ჩაიძირა. ამ საშინელ კატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა. ეს იყო ახალგაზრდა, ძლიერი მამაკაცი. მან მიცურა კუნძულამდე და ულამაზესი ქვიშის სანაპიროზე ჩამოჯდა იმ იმედით, რომ მაშველები მალე შეიტყობდნენ მისი ადგილსამყოფელის შესახებ და აუცილებლად გადაარჩენდნენ მას. თავიდან ის ბედნიერი იყო იმის გამო, რომ გადარჩა.

მაგრამ, გადიოდა დღეები, კვირები, თვეები, დახმარება კი არსაიდან სჩანდა. დროთა განმავლობაში, ის შეეგუა კუნძულს. აიაშენა პატარა ლამაზი ქოხი, მოიმარაგა მისთვის საჭირო ნივთები და ყოველ დღე იმ იმედით იძინებდა, რომ ხვალ, ჰორიზონტზე გამოჩნდებოდა გემი და მას იპოვნიდნენ. ასევე ის ყოველდღე ლოცულობდა და ღმერთს მთელი გულით შესთხოვდა დახმარებას.

გავიდა ერთი წელი, შემდეგ მეორე, მათ ფეხდაფეხ მიჰყვა მესამე წელი, მაგრამ დახმარება კვლავაც არსაიდან სჩანდა. ერთ მშვენიერ დღეს, ის ნადირობიდან დაღლილ-დაქანცული ბრუნდებოდა. უეცრად მან ძალიან დიდი ხანძარი შენიშნა. როდესაც თავის ქოხთან მიირბინა, დაინახა, რომ ქოხი, მთელი მის მიერ ნაგროვები მარაგითა და სარჩო-საბადებელით, თავიდანბოლომდე ფერფლად ქცეულიყო.

უეცრად მასში განრისხებამ და იმედგაცრუებამ დაისადგურა:

— რამდენი ხანია უკვე ამ წყეულ კუნძულზე ვიმყოფები!

ცაში აპყრობილი მზერით, ბოლო ხმაზე ყვიროდა ის.

— ყოველ დღე გევედრები, რომ დამეხმარო, შენ კი იმასაც მართმევ, რაც მაბადია?

ცრემლები ღვარად მოედინებოდა მის სახეზე. დაღლილ დაქანცული პირქვე დაეცა მამაკაცი იმ განცდით, რომ ყველაფერი დასრულდა და ჩაეძინა.

მეორე დილას მან გაიღვიძა, გახედა ოკეანეს და თვალებს არ დაუჯერა – კუნძულის მიმართულებით გემი მოცურავდა. ეს იყო დიდი ხნის ლოდინის, ტანჯვისა და იმედგაცრუების შემდეგ მიღებული დახმარება.

როდესაც გემი მოადგა ნაპირს, მამაკაცი დიდი სიხარულით შეეგება მაშველებს.

— მე თქვენ იმდენ ხანს გელოდით, რომ უკვე აღარაფრის იმედი აღარ მქონდა. ისე მართლა, როგორ მიპოვნეთ? – ჰკითხა მამაკაცმა.

გაოცებულმა მაშველებმა ერთმანეთს გადახედეს და უპასუხეს:

— გუშინ შენ არ მოგვეცი ნიშანი, როდესაც კუნძულზე უდიდესი ცეცხლი დაანთე? ჰო და ჩვენც მივხვდით სადაც უნდა გვეძებნეოოო.

მორალი: ვინც გულით ითხოვს აუცილებლად მიეცემა!

წყარო: Business Inteleqtika

ნანახია:(1655)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

პოზიტიური ფსიქოლოგიის ძალა — ტრენინგი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ

იცით თუ არა, რომ კომპლექსების დაძლევის ერთ-ერთი უებარი და ბუნებრივი საშუალება სიცილია… და არა მარტო კომპლექსების დაძლევის… უკანასკნელი სამეცნიერო დასკვნებით


„დისციპლინა არის ხიდი მიზნებსა და მათ განხორციელებას შორის“ — ჯიმ რონი

ჯიმ რონი, ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, მწერალი და სამოტივაციო საუბრების გმირია. მან საკუთარი კარიერა ბირჟის ბროკერობით დაიწყო. ერთ დღეს მეგობარმა შესთავაზა


3 მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიოთ სანამ ახალგაზრდა ხართ!

ფსიქოლოგი ჯეფრი ჯენსენ არნეტი თავის ნაშრომში 3 ძირითად და უმთავრეს მიზანს გამოყოფს, რომელიც ადამიანმა ახალგაზრდობაში უნდა მოიპოვოს. ესენია: 1. საკუთარ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<