ვინ რამდენი წყალი უნდა დალიოს — მოხერხებული და მარტივი ცხრილი | Jolo.ge


ვინ რამდენი წყალი უნდა დალიოს — მოხერხებული და მარტივი ცხრილი

ვინ რამდენი წყალი უნდა დალიოს — მოხერხებული და მარტივი ცხრილი

წყალი ორგანიზმისთვის იგივეა, რაც ავტომობილისთვის ბენზინი. როგორც კი ორგანიზმში წყლის რაოდენობა იკლებს და კრიტიკულ ზღვარს აღწევს, მაშინვე წითელი ნათურა ინთება: ადამიანს ეწყება თავის ტკივილები, ეუფლება გულისრევისა და დაუკმაყოფილებელი წყურვილის შეგრძნება, უშრება კანი და ა.შ.

ამიტომ აუცილებელია, რომ წყალი რეგულარულად სვათ — გუშინ და გუშინწინ შესმული ლიტრები დღეს არ გეთვლებათ.

თანაც, გაითვალისწინეთ: ლაპარაკია სუფთა წყალზე და არა ყავაზე, ჩაიზე, გაზირებულ სასმელებსა თუ სხვადასხვა ხილის წვენებზე. დიახ, ეს ყველაფერი სითხეა, მაგრამ არა წყალი!

ქვემოთ ჩვენ გიკარნახებთ, რამდენი წყალი უნდა დალიოთ დღე–ღამეში, ანუ, თქვენი წონის გათვალისწინებით, რა რაოდენობის მაცოცხლებელი სითხე უნდა მიაწოდოთ საკუთარ ორგანიზმს.

მაშ ასე, სპეციალისტები გვირჩევენ, თუ თქვენ იწონით:

40 კგ–ს — გჭირდებათ 1.200 ლ წყალი (1 ლიტრი და 200 გრამი)

45 კგ — 1.400 ლ წყალი

50 კგ — 1.500 ლ წყალი

55 კგ — 1.700 ლ წყალი

60 კგ — 1.800 ლ წყალი

65 კგ — 2 ლ წყალი

70 კგ — 2.100 ლ წყალი

75 კგ — 2.300 ლ წყალი

80 კგ — 2.400 ლ წყალი

85 კგ — 2.600 ლ წყალი

90 კგ — 2.700 ლ წყალი

95 კგ — 2.900 ლ წყალი

100 კგ — 3 ლ წყალი

მობილური დანართი Water Balance ორგანიზმში წყლის ბალანსის გასაკონტროლებლად
მობილური დანართი Water Balance ორგანიზმში წყლის ბალანსის გასაკონტროლებლად

სამი რჩევა მათ, ვისაც სურს შეეჩვიოს უფრო მეტი რაოდენობის წყლის სმას:

•    დაასხით ჭიქაში ცოტა რაოდენობის წყალი. თავიდან იმდენი დალიეთ, რამდენიც დისკომფორტს არ შეგიქმნით. სჯობს რამდენიმე ყლუპი დალიოთ და სიამოვნებით, ვიდრე ბევრი და ძალით.

•    წყლიანი ჭურჭელი ისეთ ადგილზე დადგით, რომ გამუდმებით თვალში გხვდებოდეთ. კარგი იქნება, თუ ლამაზ ჭურჭელს შეიძენთ. ეს სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბების მოტივაციას გაგიძლიერებთ.

•    ისარგებლეთ მობილური დანართებით, რომლებიც შეგახსენებთ, რომ წყლის დროა. ასეთებია: WaterCheck, Watermania, Hydro, mobile app Water Balance.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წყარო: http://sputnik-georgia.com/positive/

ნანახია:(1702)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
წყალი

Related Articles

ლიმონი- სერიოზულ დაავადებებთან მებრძოლი მჟავე ციტრუსი

ლიმონი — ეს არის წყარო C ვიტამინის. მისი ერთ-ერთი მთავარი პლიუსი ის გახლავთ, რომ ლიმონი მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ამ


„რა ადვილია ცხოვრება, როცა რწმენა გაქვს, საკუთარ თავს პატივს სცემ და უვლი“

რა ადვილია ცხოვრება, როცა ეჭვებით გულს არ იღრღნი. რა ადვილია ცხოვრება, როცა ზურგს უკან არ ილანძღები, თან გეშინია მის ყურამდე


ღვინის საიდუმლო და ყურძნის უცნაური მეხსიერება

ერთმა კაცმა სუფრაზე ღვინო არ დალია. «რატომ არ სვამო», ჰკითხეს და კაცმა უპასუხა: «იმიტომ, რომ ვიცი ვისი დაყენებულიც არისო» —


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<