ვინ იყო პირველი ქალი საჭესთან? | Jolo.ge


ვინ იყო პირველი ქალი საჭესთან?

ვინ იყო პირველი ქალი საჭესთან?

ბერტა ბენცი (გათხოვებამდე რინგერი) იყო ქალი, ვის გარეშეც ლეგენდარული „მერსედეს-ბენცი“ შესაძლოა, საერთოდაც არ შექმნილიყო.

ამ ქალბატონის კაპიტალი გახდა საფუძველი კარლ ბენცის ბიზნესისთვის და მან აქცია ავტომობილი გასართობი, მაგრამ უსარგებლო ტექნიკური ნივთიდან პრაქტიკული გამოყენების საგნად. 22 წლის ასაკში ამ ჭკვიანმა ახალგაზრდა ქალბატონმა მამისგან მზითევი გამოითხოვა და მთელი ფული კარლ ბენცისა და ავგუსტ რიტერის მეტალურგიულ და მანქანათმშენებელ საწარმოში ჩადო. არადა, წარმოების საქმე ცუდად მიდიოდა და სწორედ ფროილაინ რინგერის ფულმა გადაარჩინა გაკოტრებისგან.

ერთი წლის შემდეგ კი ბერტა კარლ ბენცს გაჰყვა ცოლად. ბერტა მედგრად ედგა გვერდში ქმარს და ამხნევებდა მაშინ, როდესაც კარლ ბენცს სულელსაც კი უწოდებდნენ და არ დაანება, უარი ეთქვა თვითმოძრავი ეკიპაჟის პროექტის შექმნაზე, მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა მათი ოჯახის მთელ ბიუჯეტს იწირავდა. სწორადაც მოიქცა, მან არა მარტო დიდება მოუტანა მის კომპანიას, არამედ თავად შევიდა მანქანათმშენებლობის ისტორიაში.

1888 წლის აგვისტოს ერთ დილას, ფრაუ ბენცმა ქმრისგან უკითხავად გამოიყვანა მისი თვითმოძრავი ეტლი (მართალია, იმხანად ამ ეტლს უკვე ჰქონდა მიღებული ჯილდო მიუნხენის გამოფენაზე, მაგრამ ხალხი მას მაინც ისე აღიქვამდა, როგორც ერთგვარ გასართობს და მასში პრაქტიკული გამოყენების საბაბს ვერ ხედავდნენ) და გაემგზავრა სტუმრად დედასთან.

დედამისი კი მათი სახლიდან 106 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. ბერტამ თან ორი ვაჟიც გაიყოლა. გზად ავტომობილს საწვავი გამოელია და ქალმა აფთიაქში საწმენდი საშუალება ლიგროინი (ნავთობპროდუქტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ბენზინისა და დიზელის ძრავისთვის) იყიდა. შემდეგ ეტლს ტყავის სამუხრუჭე შალითები გაუცვდა და ფრაუ ბენცმა მეწაღეს მიმართა დასახმარებლად. გაწყდა ამძრავი ჯაჭვიც და მსოფლიოში პირველმა მძღოლმა ქალმა ახლა მჭედელთან შეიარა. გზადაგზა ბერტა ხალხს უხსნიდა, თუ რა მოსახერხებელია ავტომობილი…

სხვათა შორის, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება Motorwagen-მა ქალებზე მოახდინა. ფრაუ ბენცი იმ დროისთვის შესაშური ტექნიკური საზრიანობითაც გამოირჩეოდა. როდესაც საწვავის მილში რაღაც გაიჭედა, ბევრი არ უფიქრია, თმიდან სამაგრი გამოიძრო და მილი გაწმინდა. ხოლო როდესაც ეტლში ჯდომისას დენის მცირე დარტყმა იგრძნო, სადენის ცვეთის ადგილი იპოვა და თავისი წინდის რეზინის სამაგრისგან იზოლაცია გააკეთა. მცირესიმძლავრიან ეტლს არ შეეძლო დამოუკიდებლად ციცაბო აღმართების დაძლევა.

დროდადრო ქალი იძულებული იყო, გადმოსულიყო ეტლიდან და თავად მიწოლოდა. მოგვიანებით კი მეუღლეს ურჩია, ეტლისთვის მეორე სიჩქარეც დაეყენებინა.

მოკლედ, ბერტა ბენცის მოგზაურობა წარმატებით დასრულდა.

ეტლმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. სულ მალე კი ბენცის გამოგონებაზე ყველა ალაპარაკდა და ახალი ავტომობილების დამზადების შეკვეთებიც მოაწყდა. 1893 წელს Motorwagen-ის ტიპის 25 ავტომობილი გაიყიდა, მოგვიანებით კი გამოჩნდა მოდელი Velo. მოკლედ, კარლ ბენცის ბიზნესი, გონიერი მეუღლის წყალობით წარმატებით განვითარდა…

წყარო: www.media.adams.ge

ნანახია:(112)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„იმ დღეს, ქეთევანთან ერთად დავმარხე ჩვენი ტრადიციაც და ღირსებაც“…

მეგონა ჩრდილები ფეხდაფეხ დამყვებოდნენ… უცნობი და ნაცნობი ჩრდილები, მარმარილოს ქვებიდან, რომ მიმზერდნენ… — ვინ არის ეს გოგო? — ვკითხე ბებიას


საოცარი ისტორია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს …

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ერთ შოტლანდიელ გლეხს, სახლში დაბრუნებისას ბავშვის შემზარავი ყვირილი მოესმა, ბავშვი შველას ითხოვდა. გლეხი იმ მიმართულებით გაიქცა, საიდანაც


«დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც არ გაჰყვება დაიღუპება»_ მიხეილ ჯავახიშვილი

1)შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარი. 2)მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*