ვინ იქნებოდი შენი ისტორიის გარეშე? | Jolo.ge


ვინ იქნებოდი შენი ისტორიის გარეშე?

ვინ იქნებოდი შენი ისტორიის გარეშე?

გთავაზობთ ნაწყვეტს ბაირონ ქეითის წიგნიდან გიყვარდეს ის, რაც არის. ამჟამად ამ წიგნს ვთარგმნი და მინდა, რომ თარგმნის პროცესში, დრო და დრო შემოგთავაზოთ საინტერესო ნაწყვეტები, რომლებიც დაგაფიქრებთ, თქვენს პასუხებს გაპოვნინებთ და შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ისიამოვნეთ

“მე ხშირად ვიყენებ სიტყვას ისტორია, რომ ვისაუბრო იმ ფიქრებზე, ან იმ ფიქრთა თანმიმდევრობაზე, რისიც გვჯერა, რომ რეალურია. ისტორია შეიძლება შეეხებოდეს წარსულს, აწმყოს თუ მომავალს; ის ეხება იმას, თუ რა უნდა იყოს, რა შეიძლება იყოს ან რატომ არის. ისტორიები ჩვენს გონებაში დღეში ასჯერ მაინც ჩნდება – როდესაც ვიღაც გადის ოთახიდან ისე, რომ არაფერს ამბობს, როდესაც ვიღაც არ გვიღიმის ან არ გადმოგვირეკავს უკან, ან როდესაც უცნობი გვიღიმის; სანამ მნიშვნელოვან წერილს გახსნი, ან ამის შემდეგ მკერდში რომ განიცდი უცხო შეგრძნებას; როდესაც შენი უფროსი თავის ოფისში გიბარებს, ან როდესაც შენი პარტნიორი გარკვეული ხმის ტემბრით გელაპარაკება. ისტორიები შეუმოწმებელი, გამოუკვლეველი თეორიებია, რომლებიც გვიყვებიან რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ჩვენ ვერც კი ვაანალიზებთ, რომ ისინი უბრალოდ თეორიებია.

ერთხელ, როდესაც შევედი ჩემს სახლთან ახლოს მდებარე რესტორნის ქალთა საპირფარეშოში, ქალი გამოვიდა საპირფარეშოს კაბინეტიდან. ჩვენ ერთმანეთს გავუღიმეთ და როგორც კი დავხურე კარები, მან სიმღერა და ხელების დაბანა დაიწყო. „რა სასიამოვნო ხმაა!“ გავიფიქრე. შემდეგ, როდესაც ის გავიდა, შევამჩნიე, რომ ტვალეტის დასაჯდომი სველი იყო. „როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი უზრდელი იყოს?“ გავიფიქრე. „და როგორ მოახერხა, რომ დასაჯდომზე მოეშარდა? მასზე იდგა?“ შემდეგ მივხვდი, რომ ის მამაკაცი იყო – ტრანსვეტიტი, რომელიც ქალთა საპირფარეშოში ფალცეტოს მღეროდა. გავიფიქრე მას გავყოლოდი და მეთქვა, როგორ დააბინძურა იქაურობა. ტუალეტის დასაჯდომის წმენდისას, ვფიქრობდი ყველაფერ იმაზე, რასაც მას ვეტყოდი. შემდეგ ჩავრეცხე უნიტაზი. წყალი ამოისხა და დასაჯდომი დასველდა. მე კი უბრალოდ ვიდექი და ვიცინოდი.

ამ შემთხვევაში, მოვლენების ბუნებრივი მიმდინარეობა აღმოჩნდა საკმარისად კეთილი, რომ გამოეშკარავებინა ჩემი ისტორია მანამ, სანამ ის უფრო ღრმად წავიდოდა. ჩვეულებრივ, ასე არ ხდება ხოლმე; სანამ გამოკვლევას აღმოვაჩენდი, არ მქონდა გზა, რომ ასეთი ფიქრები შემეჩერებინა. პატარა ისტორიები კვებავდა დიდებს; დიდი ისტორები კვებავდა ცხოვრების შესახებ ძირითად თეორიებს, თუ როგორი საშნელი იყო ის, თუ როგორი საშიში ადგილი იყო სამყარო; და მე მივედი იქამდე, რომ საძინებლიდანაც კი ვერ გამოვდიოდი, იმდენად შეშინებული და დეპრესიული ვიყავი.

როდესაც ხელმძღვანელობ გამოუკვლეველი თეორიებით, თუ რა ხდება და ამას ვერც კი აცნობიერებ თან, შენ ხარ იმ მდგომარეობაში, რასაც მე ვეძახი „სიზმარს.“ ხშირად სიზმარი შემაწუხებელი ხდება; ზოგჯერ ის კოშმარშიც კი გადაიზრდება. ასეთ დროს, შეიძლება მოგინდეს რომ შეამოწმო შენი თეორიების მართებულება მათზე „სამუშაოს“ შესრულებით. „სამუშაო“ ყოველთვის ერთით ნაკლები ასეთი არაკომფორტული ისტორიის გარეშე გტოვებს. ვინ იქნებოდი მის გარეშე? შენი სამყარო რამდენი ასეთი გამოუკვლეველი ისტორიებისგან შედგება? ვერასდროს გაიგებ, სანამ მათ არ გამოიკვლევ.” – ბაირონ ქეითი. ნაწყვეტი წიგნიდან გიყვარდეს ის, რაც არის.

ავტორი: თინათინ ბასიალია

წყარო: www.tinatinbasilaia.com

ნანახია:(724)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ არ გჯერა, რომ შეძლებ, ესეიგი შენ ჯერ არ ხარ მზად! — გიორგი თვალაძე

ძალიან დიდი სხვაობაა სურვილსა და სასურველის მისაღებად ტოტალურ მზადყოფნას შორის. თუ არ გჯერა, რომ შეძლებ, ესეიგი შენ ჯერ არ ხარ


და რა არის ტკივილის შედეგად შობილი გაცნობიერება?

თქვენი ტკივილი და ტანჯვა გამოწვეულია, არსებული სიტუაციის, მოვლენის მიმართ დამოკიდებულებით და მიუღებლობით. არსებული შეხედულების, მტკიცებულების და რწმუნებულებების მსხვრევით და გაცამტვერებით.


ვიცხოვროთ აქ და ამჟამად!

ც ხ ო ვ რ ე ბ ა ახლა და ამჟამად! აქ და ახლავე! აწმყოში დრო ძალიან სწრაფად გარბის. მოგონებები


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort