ვინ გადაურჩება კრიზისს | Jolo.ge


ვინ გადაურჩება კრიზისს

ვინ გადაურჩება კრიზისს

რამდენიმე დღის წინ ერთი ჩემი ძველი ნაცნობი მხვდება და მეუბნება…

— ბიჭო, ვკითხულობ იმ რაღაცეებს, ფბ-ზე რომ წერ და ვერ ვხვდები, რატომ აკეთებ ამას?
— რა ვიცი აბა, მინდა, დაფიქრდეს ხალხი და დაიჯეროს, რომ გაცილებით მარტივი გზითაც შეიძლება ცხოვრება… კრედიტებისა და ვალებისგან გათავისუფლება… მეტის გამომუშავება… სიამოვნების მიღება და ა.შ.
— მერე გამოდის რამე მაგ საქმიდან?
— ისე რა… არ სჯერათ?
— რისი არ სჯერათ, საკუთარი თავის თუ შენი?
— თუ საკუთარი თავის არ სჯერათ, ესეიგი არც ჩემსას დაიჯერებენ…
— აუუ… ამან დაიწყო ისევ ფილოსოფოსობა… კაი, კაი, წავედი… ისე, თუ დაეშვები მიწაზე, დაინახავ, რომ მსოფლიოში კრიზისია.
— ოკ, მადლობა შეხსენებისთვის… კარგად იყავი.

მე მართლა შემიძლია ვწერო იმაზე, თუ როგორი ადვილია, იპოვო ფულის გამომუშავების ახალი საშუალებები, როგორ მოიქცე იმ შემთხვევაში, თუ შემცირებაში მოყევი, ან უბრალოდ, სხვა მიზეზით გამოგიშვეს სამსახურიდან. მე შემიძლია მოგიყვე, როგორ მოიქცე კრიზისის პირობებში, რათა უფულოდ არ დარჩე, მაგრამ დამიჯერე — ეს ნამდვილად არ არის მთავარი. არც მარკეტინგული სტრატეგია, არც გაყიდვების ახალი ტექნოლოგიები, არც მენეჯმენტი — არაა მთავარი. როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რაც შენს თავში ხდება.

არსებობს ადამიანების ორი ტიპი: «ყინულმჭრელები» და «ფლავები».

1) «ფლავები». აცხადებენ „კრიზისი მოვიდა!“, „შეუძლებელია სამსახურის პოვნა!..“, „მე მალე გამათავისუფლებენ სამსახურიდან!..“, „წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორ უნდა იცხოვრო კაცმა ამ უპატრონო ქვეყანაში!..“, „რას გვიშვრება ეს დედა მოტყნული მთავრობა?!..“, ნუ, მოკლედ, დანარჩენი თავად შეგიძლია გააგრძელო.

2) «ყინულმჭრელები». მათთან ყველაფერი სხვაგვარადაა, არადა ისინიც ამ ქვეყანაში, ამ კრიზისში ცხოვრობენ. ისინი ამბობენ — „კრიზისი? გასაგებია. დავფიქრდები, როგორ შემიძლია მისი გამოყენება!..“

ვიცი, ეს ყველაფერი ძალიან ბანალურია, მაგრამ რატომღაც ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ისე ცხოვრობს, თითქოს ვერ ხვდებოდეს ამ ყველაფერს. ამ ბანალურობების შრომისუნარიანობა და შედეგიანობა კი არავის გაუუქმებია.

ჩემი ბებერი მაკაროვიც ბანალური და მარტივია, მაგრააამ ოხერი ფაქტი გვიჩვენებს, რომ ის ჩაქუჩივით მუშაა.

არსებობს კანონები, რომლის მიხედვითაც ვითარდება ნებისმიერი სისტემა. სახელმწიფო. ბიზნესი. გუნდი. ადამიანი.

არსებობს ზრდის და კრიზისის ეტაპები და ეს ეტაპები ყოველთვის ერთმანეთის მონაცვლეობით მოქმედებენ.
ახლა კი მთავარი:

«ზრდის ეტაპის ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტორია ის, როგორც ჩვენ ვიქცევით კრიზისის ეტაპზე!»

თუ კრიზისის ეტაპზე ვიქცევით «ფლავურად», ზრდაც სწორედ ამის პირდაპირპროპორციული გვაქვს.

თუ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, საწარმო გადაწყვეტს დახურვას, ესეიგი კრიზისი არაეფექტურადაა გავლილი და ზრდაც ამის პირდაპირპროპორციული იქნება.

სინამდვილეში, კრიზისი — ეს არის ზრდისა და განვითარების წერტილი. ურთიერთობების განვითარების. გუნდის განვითარების. ბიზნესის განვითარების. სახელმწიფოს განვითარების.

«ფლავები» კრიზისის დროს იწყებენ ჩივილს და წუწუნს. ურთიერთობებში გაჩენილი კრიზისისას, ჩივიან და თითს იშვერენ პარტნიორის მიმართულებით, ან მეგობრების, ან ნათესავების, რომლებმაც „ყველაფერი“ გააფუჭეს, შემდეგ საპირისპირო სქესის დრო დგება [ყველა ქალი ბოზია, ყველა კაცი ყლეა]. ბიზნესში მიდის წუწუნი და ჩივილი თანამშრომლებზე [იდიოტები, ცუდად მუშაობენ], შემდეგ პარტნიორებზე, რომლებმაც „გადაგვაგდეს“, შემდეგ უუნარო მთავრობაზე, შემდეგ დედა მოტყნულ პუტინზე, რომლის გამოც ყველაფერი დაიწყო…

«ყინულმჭრელები» ეძებენ და ხედავენ შესაძლებლობებს. ურთიერთობებში კრიზისმა შემოაბიჯა? „შესანიშნავია, ესეიგი ჩვენი ურთიერთობა ვითარდება და იზრდება… ჩვენ ახლა შეგვიძლია, ავდგეთ და ფასეულობებს გადავხედოთ… მოდი, ჩავუღრმავდეთ მიზეზებს და ყველაფერი დავალაგოთ“. ეკონომიკური კრიზისი დადგა? „არაჩვეულებრივია! ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ახალი მოთხოვნილებები გაჩნდება, რომლებიც დროულად უნდა გამოვააშკარაოთ და დავაკმაყოფილოთ, რაზეც მაგარ ფულს გავაკეთებთ“.

კვირა დილა. ებრაელების ოჯახი. ცოლი დგას ფანჯარასთან და ქმარს ეუბნება:
— აბრაამ, შეხედე, ისააკი მოდის ჩვენთან.
— ჯანდაბა, ესეიგი ახლა რაღაცას გვთხოვს…
ისააკი რეკავს ზარს. აბრაამი აღებს კარს.
— ოოო, ძვირფასო აბრაამ, გამარჯობა! მითხარი, ანკესი ხომ არ გჭირდება?
— ოოო, ისააკ, ძალიან მჭირდება, სწორედ ახლა ვაპირებდი სათევზაოდ წასვლას.
— შესანიშნავია, მეგობარო! მეც სწორედ ახლა მინდოდა, შენთვის დრელი მეთხოვა!..

კრიზისი — ეს არის ზრდისა და განვითარების პოტენციური წერტილი და როგორ ვიყენებთ ჩვენ მას, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული: ან ხედავ შესაძლებლობებს, ან ტრაკს.

გაინტერესებს, როგორ გამოიყენო ეს ყველაფერი პრაქტიკაში?

22 თებერვალს, 22:00 სთ-ზე, ვაპირებ ჩავატარო უფასო ვებინარი „სიღარიბის კოდექსი“.

გეპატიჟებით მხოლოდ ყინულმჭრელებს >> https://inteleqtika.biz/matrix2

ფლავებო, არ დამენახოთ, დავიღალე თქვენთან ლოლიავით.

დატოვე კომენტარი და გააზიარე… თუ მოგეწონა  

გიორგი თვალაძე

წყარო:Business Inteleqtika

ნანახია:(612)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სად და როგორ “ვიპოვოთ” ახალი შესაძლებლობები — თამარ საგინაშვილის „კოდური სიტყვები“

„მე ბიზნესი არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რაც ბევრმა ბიზნესმენმა შეიძლება არ იცოდეს — მე ვიცი „კოდური სიტყვები“, რომელთაც ნებისმიერი


ყოველდღე რის შესახებაც ფიქრობთ და რის გარშემოც ტრიალებენ თქვენი აზრები, ის თქვენი რეალობა გახდება

„სანამ ადამიანი გრძნობს ტკივილს – ის ცოცხალია, სანამ ადამიანი გრძნობს სხვის ტკივილს – ის ადამიანია!“ აღმოსავლური სიბრძნე *** ნათესავები ჩვენი


როგორი უნდა იყოს იდეალური უფროსი?

თანამედროვე მსოფლიოში, რაც უფრო მეტად ვითარდება, იხვეწება და მუდმივად იცვლება შეხედულებები ადამიანთა მართვის შესახებ, მით უფრო მეტად იცვლება კონკრეტული მითითებები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*