ვინ არის მომღერალი გოგონა, რომელმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა | Jolo.ge


ვინ არის მომღერალი გოგონა, რომელმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა

ვინ არის მომღერალი გოგონა, რომელმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა

ბათუმელი გოგონა, რომელმაც სულ რაღაც ორ დღეში უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა და სოციალურ ქსელში ათასობით მოწონება და კომპლიმენტი დაიმსახურა, 18 წლის ნანუკა მიქაძე გახლავთ. ის რუსთავი 2-ის, ახალი მუსიკალური მეგა შოუს აღმოჩენაა.

„რა კარგად მღერის და რა კარგია ვიზუალურადაც“,

„ულამაზესი და უსაყვარლესი ხარ, თან ძალიან ნიჭიერი“,

„ეს გოგო არის პროექტის აღმოჩენა“,

„არ გიცნობ, მაგრამ მინდა გითხრა, ისეთი ხმა გაქვს  რომ სულს წვდება“…

ეს კომენტარები ფბ-ზე განთავსებულ იმ სიმღერას მოჰყვა, რომელიც ნანუკამ ბათუმში, კონკურსის შესარჩევ ტურზე იმღერა.  „ჩემთვის სიმღერა ყველა ღრმა გრძნობის გადმოცემაა, რაც ადამიანის გულშია დაგუბებული“ — აღნიშნა მან „ჟოლოსთან“ საუბრისას.

— ნანუკა რას ნიშნავს შენთვის ამ პროექტში მონაწილეობა?

— პირველ რიგში უდიდესი პასუხისმგებლობაა…  მიუხედად იმისა რომ მთავარი წინ მელოდება, ასეთ ფართომასშტაბიან პროექტში მონაწილეობა უკვე ბევრს ნიშნავს. თან ეს პროექტი ხომ მხოლოდ ქართულს მოიცავს.

— როგორ მოხვდი შესარჩევ ტურში და რას ელი ამ პროექტიდან?

— ამ პროექტში მოხვედრა უეცარი იყო. წინა ღამით ვთქვი მივდივარ-მეთქი და წამოვედი. თან ჩემ თავს შთავაგონებდი — იქნებ ცხოვრების ბოლო წუთებია და სხვა დროს შანსი არ მოგეცემა-თქო.  ჯერ ვერ ვამბობ რომ გამარჯვებას ველოდები, წინ ბევრი ბარიერია გადასალახი.  ღვთის წყალობით შევძლებ ჩემი შესაძლებლობის ასი პროცენტი გამოვავლინო სცენაზე, რაც დაამტკიცებს რომ შემიძლია.

 

 -რა შეიცვალა მას შემდეგ რაც პროექტში ჩაერთე და სოციალურ ქსელში ასეთი პოპულარული გახდი?

— როგორც  ხშირ შემთხვევაში ხდება…  ძალიან ბევრი ადამიანი დააინტერესდა თუ ვინ ვარ… გაავრცელეს ვიდეო სოციალურ ქსელში… წავიკითხე  ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი და ჯერჯერობით არცერთი უარყოფითი. ამ ყველაფერმა მომცა ძალა მაქსიმალური მოვთხოვო ჩემ თავს, რომ ინტერესი და სიმპატია არ გაქრეს.

— შენი ოცნება რა არის?

— ჩემთვის ოცნება არ არსებობს. ჩემთვის არსებობს სურვილი. ქმედება და შემდგომ განხორციელება. ეს კომბინაციაა, რომელსაც ოცნებას ეძახიან. ჩემთვის ოცნება მხოლოდ პარადოქსდულ მოვლენებთან ასოცირდება, ის რისი გაკეთებაც ირეალურია. დანარჩენი ყველაფერი განხორციელებადია.

რაც შეეხება მიზნებს, მინდა წარმატებული ვიყო და იქ ამოვყო თავი საჭირო დროს, საწირო ადგილზე, სადაც ასე ძალიან მინდა. ეს რომ მოხდება ამ ყველაფერს გამოვიყენებ სასიკეთოდ. „სასიკეთოდ“ , ამის უკან რა იმალება არ მინდა აფიშირება.

სიმღერა ვინ გასწავლა ?

-ჩემი ორივე ბებო მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოვებული. ერთი მღეროდა, რომელიც სამწუხაროდ უკვე აღარა მყავს გვერდით, მეორე ფორტეპიანოზე უკრავს და მღერის. ორივემ მოახდინა ზეგავლენა ჩემზე. ერთი ბავშვობიდანვე სიმღერებით მაძინებდა და დაძინებამდე მეც ვღიღინებდი… მეორე დღემდე უკრავს და ვმღერით ერთად.

-ხომ ვერ გაიხსენებ შენს პირველ გამოსვლას სცენაზე? თუ ღელავ ხოლმე როცა მღერი და შესარჩევი ტურის დროს რა ხდებოდა ამ მხრივ?

-პირველი გამოსვლა სცენაზე გუნდს უკავშირდება. რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში, გოგონათა აკადემიურ გუნდში ვმღეროდი 4 წელი. პირველი გასტროლი იტალიაში იყო და მახსოვს ვნერვიულობდი ძალიან.

 -ახლაც ინერვიულე?

— არ ვღელავ როცა ვმღერი. ვცდილობ ვისიამოვნო თავიდან ბოლომდე. მაგრამ ჟიურის წინაშე რომ წავრსდექი და გავაცნობიერე , რომ პროფესიონალების წინ ვიდექი, რა თქმა უნდა ვინერვიულე, თუმცა შევეცადე ნერვიულობა უკიდურეს მდგომარეობამდე დამეყვანა ხელი რომ არ შემშლოდა.

— როგორც ვიცი აბიტურიენტი ხარ, რა პროფესიას გინდა დაეუფლო?

— დილემის წინაშე ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით. ორი სრულიად განსხვავებული რამ მაინტერესებს. იურიდიული და თეატრალური. ჯერ გული არაფერს ამბობს და როცა იტყვის მაშინ გადავწყვეტ რა მინდა. გააჩნია წინ რა მელოდება. იქნებ ამ პროექტმაც მომაფიქრებინოს რა მინდა ზუსტად.

დეა თავბერიძე

ნანახია:(529)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ფოტოპოზიტივი: 40 არაჩვეულებრივად ლამაზი ადგილი სამოგზაუროდ

საოცარი ადგილები, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ … მოინდომეთ, შეუძლებელი არაფერია!            1. Albarracín – Aragon, Spain


«ჩემი ცოლის დაქალების» შემქმნელებისგან «ხელოვნური სუნთქვა» მალე «რუსთავი 2″_ზე

„ფორმულა კრეატივი“ ახალ სერიალზე მუშაობს, რომელიც დღის სინათლეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მალე იხილავს. სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ შექმნაზე ზუსტად ის გუნდი


გოგა ჩანადირის თხოვნა

სულ მალე, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შევალთ. თუმცა, ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის დაჩქარებულად შეჩერების პროცესიც დაამტკიცა. ამიტომ, რამდენადაც უვიზო მიმოსვლის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*