ვინ არის ინტელიგენტი? — ჯემალ ქარჩხაძე | Jolo.ge


ვინ არის ინტელიგენტი? — ჯემალ ქარჩხაძე

ვინ არის ინტელიგენტი? — ჯემალ ქარჩხაძე

„მაღალი ინტელიგენტური სული დღეს ჩვენს საზოგადოებაში არ ტრიალებს. იმიტომ, რომ ნამდვილი ინტელიგენცია ჩვენ, არსებითად, არ გვყავს. მე ინტელიგენტში არ ვგულისხმობ ისეთ კაცს, რომელსაც ახლა ეძახიან ინტელიგენტს და რომლის ინტელიგენტობის მთავარი ნიშანი უმაღლესი განათლების მოწმობაა. ასეთი ინტელიგენტები არათუ გვყავს, იმაზე მეტიცა გვყავს, ვიდრე სასურველია.

ინტელიგენტში მე ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც ცხოველური საწყისი ბოლომდე დაძლეული აქვს და მხოლოდ სულიერ და ინტელექტუალურ მოთხოვნილებათა შესაბამისად ცხოვრობს. ასეთი ინტელიგენტი, უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივი მოვლენაა. ბუნებრიობა მისი არსებობის ყოვლისმომცველი ფორმაა, შეიძლება ითქვას, ის ენაა, რომელზედაც მისი ცხოვრების ისტორია იწერება.

ამიტომ ინტელიგენტის ნიშან-თვისებებზე ლაპარაკი არასწორი იქნება. არ შეიძლება, მაგალითად, იმის თქმა, რომ პატიოსნება ინტელიგენტის თვისებაა, როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ სუნთქვა ადამიანის თვისებაა. სუნთქვა არის არა თვისება, არამედ გარდუვალობა. ინტელიგენტს, უბრალოდ, არ შეუძლია პატიოსანი არ იყოს, დემოკრატი არ იყოს, ჰუმანისტი არ იყოს, შინაგანად თავისუფალი არ იყოს, თავმდაბალი არ იყოს… ან: ინტელიგენტს არ შეუძლია პატივმოყვარე იყოს, ამპარტავანი იყოს, შური აწუხებდეს, ცდუნებას აჰყვეს, კრიტიკა აღიზიანებდეს, ჩინ-მედლებს მიელტვოდეს…“

ნაწყვეტი პუბლიცისტური წერილიდან „მონოლოგი დიალოგიდან“

ნანახია:(1922)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ქართველი დედები“- ს ქველმოქმედება

ქართველმა დედებმა თავი ერთად სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში მოიყარეს. ისინი აქ ერთმანეთს დაგროვილ გამოცდილებას უზიარებენ, ასევე იღებენ და გასცემენ რჩევებს


„დღევანდელი დღის ვალი მოვიხადე“

დღეს დილით ექიმთან მექანიკური ეტლით წავედი ( ელ-ეტლი საკმაოდ მძიმეა და რთულია არაადაპტირებული სადარბაზოდან მისი გაყვანა… ) ექიმიდან რომ დავბრუნდი,


ნინო მაჩაიძე და ნინო სურგულაძე — ოპერის ყველაზე ლამაზი მომღერლები

ათეულთა სიას სათავეში ქართველი სოპრანო, ნინო მაჩაიძე უდგას. ამავე ათეულში მოხვდა ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე. ოპერის ყველაზე ლამაზი მომღერალი ესპანელი ბლოგერების მიერ ჩატარებული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*