„ვერწარმოთქმული სიტყვები“ -76 წლის ნორა ბებოს გზავნილი საბერძნეთიდან | Jolo.ge


„ვერწარმოთქმული სიტყვები“ -76 წლის ნორა ბებოს გზავნილი საბერძნეთიდან

„ვერწარმოთქმული სიტყვები“ -76 წლის ნორა ბებოს გზავნილი საბერძნეთიდან

„საერთოდ მეღირსება შვილო, ჩემი მიწის ნახვა?.. მენატრება ძალიაან“ — ეს 76 წლის ნორა ბებოს სიტყვებია… ნორა ბებოსი, მასზე 35 წლით ახალგაზრდა ქალს, რომ ემსახურება ათენში და საქართველოში ორ ოჯახს არჩენს საბერძნეთიდან… კიდევ უნდა რაღაცის თქმა და ვერ მეუბნება… ტირის… ყელში ეჩხირება სათქმელი…

არა… კი არ ტირის, პატარა ბავშვივით სლუკუნებს…

ეს ნორა ბებოს ვერწარმოთქმული სიტყვებია…

ყველაზე მძიმე ტვირთი, რომელიც საბერძნეთიდან ჩამოვიტანე საქართველოში…

ვერწარმოთქმული სიტყვები,

რომელიც ახლაც მესმის…

***

საბერძნეთიდან გუშინ დავბრუნდი….

ათენში სხვა ქართველებიც ვნახე…

წარმატებულებიც, ბედის მაძიებელნიც, საბერძნეთს სამუდამოდ შეკედლებულნიც და …

ბევრის სახე დამამახსოვრდა…

13 წლის ვარო — ოქროსკულულებიანმა ლამაზმა გოგონამ, საქართველო ჯერ არ მინახავსო …

4 წლის ბიჭმა ბერძნულად მითხრა რაღაც, გამიღიმა და გაიქცა… გადამითარგმნეს — „მეც ქართველი ვარო“ — უთქვამს…

„11 წელია ჩემს ქვეყანაში არ ვყოფილვარო,- მაიამ, საქართველო მენატრება, მაგრამ შვილებს მე ვყავარო პატრონად… მათი ღალატი იქნებაო ჩემი დაბრუნება“…

„დამაბრუნეთო ჩემს სახლში შვილებო, დაიღალაო დედათქვენი“ — ცრემლიანმა თამარა დეიდამ….

ცრემლიანი დედა ბევრი ვნახე, ტკივილიანი ისტორიაც ბევრი მოვისმინე…

„სტრესის ბრალი არის ის უამრავი დაავადება, რაც აქ მყოფ ქალებს ემართებათო“ — ირინა ექიმმა…

ფსიქოლოგიურ სტრესს ის მძიმე და რთული სამუშაოც ემატება უცხოეთში მყოფ ემიგრანტების უმეტესობას რომ უწევთ…

მეფიქრება …

უცხოეთიდან ფულის მომლოდინე შვილებზე, ძმებსა და ქმრებზე მეფიქრება …

იმათზეც, ბოლო ხმაზე რომ გაჰყვირიან — „ქართველობას გვართმევენო“.

რაო, ვინ გვართმევს ქართველობას ?!

P. S საქართველოში დარჩენილო ქართველებო, —

ჟურნალისტებო, პედაგოგებო, პოლიტიკოსებო, ხელისუფალნოოოო …

76 წლის ნორა ბებოს ვერწარმოთქმული სიტყვები ჩამოგიტანეთ საბერძნეთიდან…

……….

ერო და ბერო… 

ჩვენი ქვეყნის ბედი რომ გვაბარია და საქმის გაკეთების ნაცვლად იაფფასიან თავსატეხებს ვიგონებთ თავისა და ხალხის გასართობად…

ღლიცინში, ერთმანეთის დაჭმასა და გინებაში რომ ვატარებთ დროს.

საკუთარ ამბიციებსა და პირად ანგარიშებს რომ შევწირეთ თაობები, გუშინდელი თუ დღევანდელი დღე

და

ვწირავთ მომავალსაც!

გამოვფხიზლდეთ!!!

იქნებ ჯერ კიდევ არ იყოს გვიან…

 

დეა თავბერიძე

 

ნანახია:(941)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«პირველად დავუსვი საკუთარ თავს კითხვა, ღირს კი ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც წამითაც არ დაფიქრდებიან ისე გადაგთელავენ, არ დაგინდობენ, დაგრთგუნავენ»_ მარიამ როინიშვილი

«90-იან წლებში დავიბადე! რაც თავი მახსოვს! საქართველოში სულ არის ერთმანეთის ზიზღი, დაპირისპირებები, მტრობა… საბედნიეროდ ოჯახში მასწავლიდნენ სიყვარულს, ურთიერთგატანას, გვერდში დგომას,


რატომ დაბლოკა ლალი მოროშკინამ FACEBOOK_ზე მამა ანთიმოზი?! «ღმერთმა შეუნდოს, უბრალოდ მეწყინა»…

«ნახალოვკა-ლოტკინი და ლალი მოროშკინა დღეს დილას გარეთ გავედი და რას ვხედავ?! ჩემ გარაჟზე ვიღაცას ლალი მოროშკინას სამი პლაკატი გაუკრავს. სხვის


„ამის მერე ნელ-ნელა, ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება“…

„ჩვენ არასოდეს ვიცვლებით როდესაც გვაკრიტიკებენ, განგვსჯიან, ვძულვართ ან ჩვენთვის „განაჩენი გამოაქვთ“. ჩვენ ვიცვლებით როდესაც გვპატიობენ, ვუყვარვართ და ჩვენი სჯერათ. ყველაზე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*