«ვეფხისტყაოსანი» კორეულ ენაზე | Jolo.ge


«ვეფხისტყაოსანი» კორეულ ენაზე

«ვეფხისტყაოსანი» კორეულ ენაზე

კორეაში, ქალაქ სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩო ჯუ-კვანის მიერ კორეულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩო ჯუ-კვანი ქართულ ნაწარმოებზე ათი წლის მანძილზე მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებია. პროფესორი ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე“ საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს.

ნაწარმოების თარგმნის პროცესში კორეელ პროფესორს კონსულტაციებსა და დახმარებას უწევდა აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გურამ ჩიქოვანი და სეულის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრანტი, რუსუდან ფირცხალავა.
„ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით გამოიცა.

ნანახია:(109)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ფენიქსი“ — სტიმული მუსიკოსებისთვის

ლადო ბურდულმა კავკასიის რეგიონში მცხოვრები მუსიკოსები ისევ გააერთიანა და „ფენიქსის“ მეშვეობით მსმენელს მალე საუკეთესოებს წარუდგენს.  კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი 2018“,  9 მარტს 20:00 


ბაჩო რამიშვილის და ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო

„განცდა მაწერინებს ლექსს, რომელიც ჩემშია და ხანდახან ძალიან მომეძალება, ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ მარტო დარჩენა მშველის საუკთარ პოეზიასთან“ —


მანჰეტენზე გაყიდული ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ნამუშევარი — Madatart-ის კიდევ ერთი გამოფენა

ქართველი მხატვრების ამერიკული წარმატება გრძელდება. Madatart-მა მანჰეტენზე Jadite Galleries ში ათი ქართველი მხატვარი გამოფინა. ამერიკული არტპრომოუშენ კომპანია მედეთარტი ამერიკაში ქართული ხელოვნების


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<