„ვჩხუბობ, განვიცდი, მერიდება“ — ნიკოლოზ რაჭველი | Jolo.ge


„ვჩხუბობ, განვიცდი, მერიდება“ — ნიკოლოზ რაჭველი

„ვჩხუბობ, განვიცდი, მერიდება“ — ნიკოლოზ რაჭველი

„ბათუმში რამდენჯერმე მომიწია ტაქსით გადაადგილება, არც ერთმა მძღოლმა მგზავრობის თანხა არ გამომართვა, კიდევ რამდენიმე რესტორანში და სახაჭაპურეში არ გადამახდევინეს თანხა მეგობრებთან ერთად, მერე მანქანა ჩამომიყვანეს და ახლა უკვე «მეპარკინგეები» მიძალიანდებიან, ბულვარში მოსიარულე მენაყინეებიც მაგდებენ ამ ერთგვარ უხერხულობაში, მეც ვჩხუბობ, განვიცდი, მერიდება…
(იმაზე არაფერს ვამბობ თუ სად ვცხოვრობ და ვინ შემიქმნა სამუშაო პირობები… უბრალოდ მერიდება შეუთანხმებლად მათი სიკეთის აფიშირება, ვიცნობ რა მათ!)
ხოდა ეს ყველაფერი მაძლევს იმხელა ძალას და ენერგიას, რომ ერთი ათად მემატება სტიმული, ენერგია და მონდომება.
დიდი მადლობა ყველას, ვისაც შეიძლება თავად არ ულხინს, მაგრამ უხარია, რომ გამოხატავს ემოციას და დამოკიდებულებას იმ საქმისადმი რასაც წლებია რუდუნებით ვემსახურები!
ჩემო ბათუმელებო, ჩემო ძვირფასებო, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ გაგახაროთ, რასაც შევძლებ და როგორც გამომივა“…

ნიკოლოზ რაჭველი

ნანახია:(527)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნუ გაქურდავ სამშობლოს

როგორ ბედავ სახელმწიფო ხაზინაში ხელის ჩაყოფას?! ნუ გაქურდავ სამშობლოს, რამეთუ დიდ ფასადაა მოსყიდული. შენი ძმები მამულის დაცვისას დაიღუპნენ, სიცოცხლე სამშობლოს


Jacobs Startup Competition-ზე ქართველმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

ბრემენის საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაფ Jacobs Startup Competition-ზე ქართველმა სტუდენტებმა პირველი ადგილი მოიპოვეს — ამ სასიხარულო ინფორმაციას თავისუფალ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ამოიკითხავთ. 


გადავარჩინოთ

„უმორჩილესად გთხოვთ“ — ასე იწყება განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში ქვეყნდება და ამ სევდიან ფოტოს ერთვის.   „მოგესალმებით, უმორჩილესად გთხოვთ წაიკითხეთ.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<