ვარჯიშის გავლენა ტვინზე | Jolo.ge


ვარჯიშის გავლენა ტვინზე

ვარჯიშის გავლენა ტვინზე

ფიზიკური აქტივობა ცნობილია როგორც კარგი საშუალება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად. კიდევ რა პოზიტიური ეფექტი აქვს ვარჯიშს?

 

ახალი კვლევა, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩატარდა, ერთჯერადი ფიზიკური ვარჯიშის ეფექტის შესწავლისკენ იყო მიმართული. მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ ვარჯიშის გავლენა განწყობისა და კოგნიტური ცვლილებაზე.

 

ამჟამად ვარჯიში მედიცინაში ნორმალური ასაკობრივი დაბერების დროს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, პარკინსონისგან განკურნებაში ეხმარებათ. გარდა ამისა, ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს განწყობას და დეპრესიის პრევენციას ახდენს.

 

კვლევის დროს ერთსაათიანი ვარჯიშისას აკვირდებოდნენ ტვინის გამოსახულებას. ვარჯიშისას ფიზიკური აქტივობის გარკვეულ დონეზე იზრდებოდა სეროტონინის გამოყოფა, რაც ათავისუფლებდა ცდის პირს შფოთისა და დეპრესიისგან. ასეთი შედეგი მიიღებოდა მღრღნელებზეც და ადამიანებზეც.  სამი ძირითადი ეფექტი, რაც კვლევის პერიოდში გამოვლინდა იყო:

 

აღმასრულებელი ფუნქციების გაუმჯობესება (მენტალური პროცესები, რომლებიც გვეხმარებიან დაგეგმვა, ფოკუსირება და რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთების უნარი).

განწყობის გაუმჯობესება;

სტრესის დონის შემცირება.

ნეირომოდულატურ დონეზე კი გამოიყოფოდა ენდოგენური ოპიოიდები და ენდოკანაბინოიდები, რაც ბუნებრივად ,,კარგი’’ ქიმიური ნივთიერებებია. მათ ტვინი წარმოქმნის და ეს პროცესი ვარჯიშის დროს აქტიურდება. ენდოგენური ოპოიდები მონაწილეობას იღებენ ტკივილსა და სტრესზე რეაქციაში და ხელს უწყობენ თვითკონტროლის პროცესს.

 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვარჯიში მხოლოდ განწყობას კი არ აუმჯობესებს, არამედ ტვინში ღრმად მიმდინარე პროცესებზე ახდენს დადებით გავლენას და ეს ორგანიზმზეც აისახება. ის შესანიშნავი საშუალებაა ტვინის დაზიანებული ქსოვილების აღდგენისთვის.

 

არ აქვს მნიშვნელობა, ვარჯიშის რა ტიპს აირჩევთ. მთავარია, გაითვალისწინოთ თქვენი გემოვნება, მიზანი და შესაძლებლობები.  თუ ვარჯიშით სიამოვნებს მიიღებთ, ზედმეტი კილოგრამებიც თავისთავად გაქრება და თქვენი გონებრივი შესაძლებლობები და განწყობაც გაუმჯობესდება.

 

წყარო: http://oxford-med.ge

ნანახია:(397)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ვარჯიშიტვინი

Related Articles

ქალებს ქმრებისგან მხოლოდ ეს 3 რამ სჭირდებათ…

მამაკაცებს ხშირად უჭირთ იმის გაგება რატომ წუწუნებენ მათი მეუღლეები, თუ ქალი ამბობს, რომ რაღაც არ მოსწონს და ამის გამო უკმაყოფილებას


„უზრდელობაც თავისებური თავისუფლებაა“…

“თქვენი პატრიოტული აღტკინება, თქვენივე პროვინციალიზმის ბრალია, პროვინციული ხილია, ბაზრის სილამაზე, იქვე, დახლთან რომ ჭამ, ნიკაპზე რომ ჩამოგდის მისი ტკბილი წვენი


«ვაღიარებ ჩემს «ყაჩაღობას», მაგრამ მთავარია, რომ დღემდე ვინახავ გალაკტიონის სავარცხელს»_ ჯანსუღ ჩარკვიანი

«გალაკტიონი მწერალთა კავშირის დარბაზში ასვენია, მე და თამაზ ჩხენკელი ღამეს ვუთევთ. უცებ შევამჩნიე, რომ პიჯაკის ზემო ჯიბეში რკინის სავარცხელი უდევს.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<