„ვალი” თავისთავში ანაზღაურების აუცილებლობასაც გულისხმობს“ — ოთარ ჭილაძე | Jolo.ge


„ვალი” თავისთავში ანაზღაურების აუცილებლობასაც გულისხმობს“ — ოთარ ჭილაძე

„ვალი” თავისთავში ანაზღაურების აუცილებლობასაც გულისხმობს“ — ოთარ ჭილაძე

«ხიზანის ბუნება ხომ ასეთია. ის, რა თქმა უნდა, მადლობელია, პური რომ გაუყავი, ჭერქვეშ რომ შეიფარე, ცეცხლთან ადგილი რომ გამოუნახე, მაგრამ ამავე დროს გული შურით ევსება, რადგან მას არც საკუთარი პური, არც საკუთარი ჭერი და არც საკუთარი ცეცხლი გააჩნია.

მართალია, შენ (მისი შემფარებელი) ამაში სრულებითაც არა ხარ დამნაშავე, მაგრამ მისი ფარული სიძულვილი უმთავრესად შენსკენაა მომართული, რადგან შენ გაქვს ის, რაც შეიძლება მასაც ჰქონოდა და თუკი ასეა, მაშინ ბუნებრივად იბადება მის აფორიაქებულ გონებაში ამგვარი კითხვაც: რატომ გაქვს შენ და არა მას? ისიც აღიზიანებს, ვალდებული რომაა მადლიერი იყოს შენი. მადლიერების ეს გრძნობა კი დამაკნინებელია, ის თავისთავად, ყოველგვარი განზრახვის გარეშე, მაღლა სწევს, უფრო გამოსაჩენს ხდის შენს უპირატესობას.

რაც უფრო ხელგაშლილი და ლმობიერი ხარ ხიზანის მიმართ, მით უფრო სისხლჭარბი და დაუოკებელია მისი ღვარძლი. შენი ხელგაშლილობა თრგუნავს მას და უფრო ზრდის იმ ვალის სიდიდესა და სიმძიმეს, რომლის განაღდებასაც შენ არ ელოდები, მაგრამ «ვალი» თავისთავში ანაზღაურების აუცილებლობასაც გულისხმობს.»

 

ოთარ ჭილაძე  — «გზაზე ერთი კაცი მიდიოდა«

 

ნანახია:(366)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ბატონო ნოდარ, თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე ზრდილობიანი კაცი?»-მწერლის პასუხი

– ბატონო ნოდარ, თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე ზრდილობიანი კაცი? – ბაბუაჩემი. – კი, მაგრამ რატომ ფიქრობთ ასე? – 80


„მოუსმინეთ სხეულს… ის ყოველთვის ყველაზე პირველი იგებს რა სჭირდება თქვენს სულს“

ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, ერთ ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან თემას შევეხო. ამ თემასთან დაკავშირებით, ყოველთვის ვფრთხილობდი, ვინაიდან, იმდენად ფაქიზია, რომ


ეგვიპტის დაკარგული ქალაქი 1,200 წლის შემდეგ

გასაოცარი აღმოჩენა, უძველესი ეგრვიპტური ქალაქი ჰერაკლეონი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ ლეგენდა ეგონათ, წყლის ქვეშაა. ჰერაკლეონი იყო საპორტო ქალაქი, რომელიც ეგვიპტეს იცავდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<