„უზრდელობაც თავისებური თავისუფლებაა“…

“თქვენი პატრიოტული აღტკინება, თქვენივე პროვინციალიზმის ბრალია, პროვინციული ხილია, ბაზრის სილამაზე, იქვე, დახლთან რომ ჭამ, ნიკაპზე რომ ჩამოგდის მისი ტკბილი წვენი და უნებურად წელში გხრის რათა შარვალიც არ დაისვარო, მაგრამ იმდენად დიდია გემოს გასინჯვის ცდუნება, ერთი წუთიერი აბსოლიტური თავისუფლება გეუფლება. არავითარ ყურადღებას არ აქცევ ეთიკის ნორმებს თუმცა უზრდელობაც თავისებური თავისუფლებაა. მეორე წუთს კი როცა ეს ცდუნება გაგივლის აღარ იცი სად წაიღო ის ლამაზი ნაყოფის წვენით გაწებილი ხელები დგახარ ამდენ ხალხში სასაცილოდ თითებგაფარჩხული სანამ ვინმე გაზეთის ნახევს არ მოგაწოდებს, ანდა, სამადლოდ გულის ჯიბიდან ცხვირსახოცს არ ამოიღებს რაკი შენთვითონ შენივე სისულელისა და სულსწრაფობის გამო ისეთი უსუსური ხარ რომ საკუთარი გულისჯიბეც მიუწვდომელი გახდა.”
ოთარ ჭილაძე
ნანახია:(115)-ჯერ
Comments
Related Articles
ბილ გეითსის 11 წესი — „არ არის საჭირო წუწუნი. უმჯობესია შეცდომები გაიაზროთ“
ბილ გეითსი, რომელსაც ხშირად იწვევენ ლექციების წასაკითხად, საკუთრი გამოცდილების შესახებ ესაუბრება მოსწავლეებს და ბოლოს ლექციას ყოველთვის 11 წესით ამთავრებს. 1.
ბედნიერი ადამიანები ამას ყოველ დილით აკეთებენ
ბედნიერებისთვის ბევრი რამ სულაც არ არის საჭირო, რამდენიმე ჩვევა და თქვენი დღე ბედნიერად წავა. ნახეთ ბედნიერი ადამიანების ყოველდღიური ჩვევები:
იგავით გადმოცემული ცხოვრებისეული ჭეშმარიტება
ერთმა მოხუცებულმა შვილიშვილს გაუმხილა ცხოვრებისული ჭეშმარიტება: ყველა ადამიანში მიმდინარეობს ბრძოლა, რომელიც რაღაცით წააგავს ერთმანეთთან ორი მგლის ბრძოლას. ერთი მგელი წარმოადგენს