უხილავი ბარიერი, რომელიც გიხერგავს ბედნიერი ურთიერთობისკენ მიმავალ გზას | Jolo.ge


უხილავი ბარიერი, რომელიც გიხერგავს ბედნიერი ურთიერთობისკენ მიმავალ გზას

უხილავი ბარიერი, რომელიც გიხერგავს ბედნიერი ურთიერთობისკენ მიმავალ გზას

ყველაზე გავრცელებული კითხვა ქალებში, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება, ასე ჟღერს: «რა მჭირს? რატომ ვარ მარტო? რატომ ვერ ვპოულობ წესიერ მამაკაცს?»

იმისათვის, რომ პასუხი მივიღოთ ამ მტკივნეულ კითხვაზე, მინდა, შენი ყურადღება მივაპყრო მეციერებათა დოქტორის, ნეიროქირურგისა და ფსიქოლოგის, მაქსველ მოლცის ნაშრომს, სახელწოდებით: «ფსიქოკიბერნეტიკა».

მაქსველ მოლცმა, პაციენტებთან 10 წლიანი მუშაობისა და სიღრმისეული კვლევების შემდეგ, გამოაქვეყნა საკუთარი პრაქტიკული ნაშრომი, რომელმაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადატრიალება მოახდინა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში.

მოლცის ნაშრომის ძირითადი გზავნილი არის ის, რომ წარმოდგენა საკუთარი «მე»-სშესახებ [თვითიდენტურობა — თვითშეფასება] ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანის ცხოვრებაში! თუ თვითშეფასება დადაბლებულია, ესეიგი ადამიანის ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება, მათ შორის, ურთიერთობებიც საპირისპირო სქესთან.

«თუ ახალგაზრდა გოგონამ, სხვადასხვა მიზეზით, დაარწმუნა საკუთარი თავი იმაში, რომ ის არავის მოსწონს, ეს ასეც იქნება. ის კლუბში სხვებზე ხშირად აღმოჩნდება კავალერის გარეშე. საქმე იმაშია, რომ ის, თავისი გამომეტყველებითა და ქცევით, რომლებიც განპირობებულია ყალბი წარმოდგენებით საკუთარი თავის შესახებ, დააფრთხობს პოტენციურ კავალერებს; ასეთი გოგონების მახასიათებელს წარმოადგენს დაღვრემილი და მუდმივად უკმაყოფილო სახე, ზედმეტად თავდაუჯერებელი და ეხერხულად შენიღბული მოძრაობები, მორცხვობა, ან პირიქით, გამომწვევი, ზედმეტად თავისუფალი და თავდაჯერებული ქალის ნიღაბი, რომელიც აშკარად ვერ გადის ტესტს ხელოვნურობასა და სიყალბეზე. როდესაც მას ხელთ უპყრია საკუთარი პიროვნების შეფასების ისეთი მტკიცებულება, რომელიც არანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ის ვერც ხვდება, რომ ბოროტების ფესვი არა სხვაში, არამედ პირადად მის მიერ შექმნილ, ყალბ წარმოდგენაშია საკუთარი «მე»-ს შესახებ», — წერს დოქტორი მაქსველ მოლცი თავის წიგნში: «ფსიქოკიბერნეტიკა».

ასეთ დროს, თუ ქალის ცხოვრებაში ჩნდება ღირსეული მამაკაცი, ის ქვეცნობიერ დონეზე განიზიდავს მას… თანაც ამას ისე აკეთებს, რომ თავად ვერც კი ხვდება… არადა, ეს მამაკაცი მართლაც განიცდიდა მის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს, მაგრამ…

მოდი, გავშიფროთ, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქოკიბერნეტიკა. უკეთ გასაგები რომ იყოს, მოდი, ის შევადაროთ თერმოსტატს. ყველა ავტომობილს აქვს თერმოსტატი და როდესაც წყალი დუღდება, ავტომატურად ირთვება თერმოსტატი და იწყებს წყლის გაციებას.

ზუსტად იგივე პროცესი ხდება გოგონებთან მიმართებაშიც: როდესაც თვითშეფასება დაუმსახურებლად დადაბლებულია [ანუ ქალი, სინამდვილეში, არ არის ამაში დამნაშავე] და აქედან გამომდინარე თვლის, რომ არ არის საკმარისად კარგი, ის მხოლოდ ისეთი მამაკაცების მოზიდვას შეძლებს, რომლებსაც თავად შეეფერება, დანარჩენთან ურთიერთობის შემთხვევაში კი საბოტაჟს მოუწყობს, როგორც საკუთარ თავს, ისე პოტენციურ კავალერსაც.

როდესაც ქალს შემზღუდველი რწმუნებულებები და აღქმა-წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, გარემოცვისგან, საგანმანათლებლო სისტემისგან, თანამშრომლებისა და მთლიანად, სოციუმისგან  აქვს თავს მოხვეული, მას უყალიბდება ყალბი რწმენა-წარმოდგენა საკუთარი «მე»-ს შესახებ, რომელიც სინამდვილეში, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და დაუმსახურებელია.

ამიტომ, ქალები არ უნდა იდანაშაულებდნენ თავს, გარემოცვის უმეცრების გამო. სამწუხაროდ, ამას არსად ასწავლიან, რაც წარმოადგენს ძირითად მიზეზს იმისა, რომ უმრავლესობა ისე გადადის პატარა გოგონას ასაკიდან — ქალობაში, ვერც კი აცნობიერებს, რომ ტყუილში ცხოვრობს. გამომდინარე იქედან, რომ «სათვალე», რომლითაც ის ჭვრეტს სამყაროს, ყალბია, ყველაფერი, რასაც ის ხედავს, სიყალბის, უსამართლობისა და არაბუნებრიობის ფერებითაა შეფერილი.

სწორედ ეს წარმოადგენს საკვანძო მიზეზს იმისა, რომ თუ ქალი თვლის, რომ ის არ არის საკმარისად კარგი, მისი ქვეცნობიერი [საძიებო სისტემა] გაფილტრავს ღირსეულ მამაკაცებს და მოიზიდავს ისეთი პროპორციების მქონე მამაკაცს, როგორიც შეეფერება მას… ხოლო თუ არაადეკვატურად დაბალი თვითსეფასება აქვს [რაც ძალზე გავრცელებულია], საერთოდ ვერ მოიზიდავს ვერავის.

როგორ ხდება პრაქტიკაში?

როდესაც თერმოსტატის დონე დაბალია, გოგონა ურთიერთობისას სერიოზულ დისკომფორტს განიცდის… როცა ქალი დარწმუნებულია, რომ ის არ არის საკმარისად კარგი, თუ ვინიცობაა და ძლიერი და ღირსეული მამაკაცის გარემოცვაში ხვდება, ის შინაგან პანიკას განიცდის, იწყებს ნევროტულად მოქცევას… და რომც მოხდეს ისეთი სასწაული, რომ ამ მამაკაცმა პაემანი დაუნიშნოს მას, ქალი სერიოზულ საბოტაჟს მოუწყობს საკუთარ თავს და ჩაშლის «ტუსოვკას».

ასეთ შემთხვევაში, დაბალი თერმოსტატის მქონე ქალი საკუთარ თავს დაარწმუნებს იმაში, რომ — მას არ შეუძლია ამ კაცთან ურთიერთობა… საბოტაჟის ვარიანტები უამრავია… ის ან კაცს გააქცევს, ან თავად გაიქცევა… შეიძლება განვითარდეს დრამა, ან უბრალოდ, ჩუმი დაშორება მოხდეს.

ვერავინ იგრძნობს თავს კარგად შენთან, თუ შენ გრძნობ თავს ცუდად საკუთარ თავთან!

სწორედ ამიტომ, ეს ქვეცნობიერი პროგრამა, მისი იდენტიფიცირება და «დეპროგრამირებაა» ყველაზე მთავარი ადამიანის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს ადამიანის ბედს — ნებისმიერ სფეროში.

დღეს ამ პოსტისთვის ბევრი მასალა მოვიძიე და როდესაც ჩავუღრმავდი და დეტალებში შევედი, აღმოვაჩინე, რომ მთელი დედამიწის მასშტაბით, მხოლოდ ადამიანების 2%-ს აქვს ადეკვატური წარმოდგენა საკუთარი «მე»-ს შესახებ… ასევე, დღეს შევიტყვე, რომ სწორედ მაქსველ მოლცი ყოფილა ისეთი ადამიანების მენტორი, როგორებიც არიან: დენ კენედი, ენტონი რობინსი, არნოლდ შვარცნეგერი, მორგან ფრიმენი და სხვები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საუკეთესონი არიან თავიანთ საქმიანობებში და თურმე, სანამ ასეთები გახდებოდნენ, თითოეულს ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა საკუთარ თვითშეფასებასთან და თვითიდენტურობასთან მიმართებაში.

ახლა კი მინდა მოგცე რჩევა, რომელიც სასწაულებს ახდენს, მაგრამ, მისი უბრალოებიდან გამომდინარე, ადამიანების 99%, რომელიც წაიკითხავს ამ პოსტს, ვერ გამოიყენებს მას… და ვერ გამოიყენებს იმიტომ, რომ ის არ თვლის თავს საუკეთესოს მიღების ღირსად.

ადამიანი, რომელიც ცნობიერად არ მუშაობს საკუთარ თავზე და არ ვითარდება, ის არ თვლის თავს საუკეთესოს ღირსად და იმ მინიმუმს სჯერდება, რომელიც არ მოსწონს და არ აკმაყოფილებს!

ყველაფერი საკუთარ თავთან სწორი კითხვების, სწორ დროს, სწორად დასმაზეა დამოკიდებული, რაც სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობამ, უბრალოდ, არ იცის.

დაბალი თვითშეფასების მქონე ქალები, თუკი უსვამენ საკუთარ თავს შეკითხვებს, მაინც არასწორად აკეთებენ ამას. ისინი ხედავენ მამაკაცს და ეკითხებიან საკუთარ თავს:

ვიმსახურებ თუ არა მე ასეთ ძლიერ და ლამაზ მამაკაცს?

ეს არასწორი შეკითხვაა, რომელიც დანაშაულის გრძნობითა და მსხვერპლის პოზიციითაა გაჟღენთილი და პასუხის გამოცნობაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს…

სინამდვილეში, ყველაფერი საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და აქცენტების სწორად დასმასთანაა კავშირში.

კერძოდ — საუკეთესო შეკითხვა, რომელიც შეგიძლია დაუსვა საკუთარ თავს, ასე ჟღერს:

იმსახურებს თუ არა ეს მამაკაცი ჩემნაირ ქალს?

აქ ეგოისტურ სიბრტყეში არ გადაგვყავს საუბარი… რადგან როდესაც ეს კითხვა ისმევა, ბუნებრივად ჩნდევა მეორეც:

და როგორი უნდა ვიყო მე, რომ ბედნიერი ვიყო მასთან, ის კი ჩემთან?

ეს ბუნებრივ პროცესს რთავს, რასაც შემდეგი კითხვა მოყვება:

და რა უნდა გავაკეთო ამისთვის ახლავე?

მორჩა, შენი ილუზორული წარმოდგენები, დაძონძილი გოგონას შესახებ, გაქრა, რადგან ჯანსაღი პროცესი მოვიყვანეთ მოქმედებაში…

რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის და მხოლოდ ეს კითხვები ვერ დაასრულებს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სუბ-პიროვნებების არსებობას, მაგრამ საკუთარ თავზე რეგულარული და ბრძნული მუშაობის შემთხვევაში, შენ გარანტირებულად გახვალ ფონს. ქოუჩთან ერთად ეს პროცესი ბევრად სწრაფად და უმტკივნეულოდ ხდება, ვიდრე დამოუკიდებლად.

მე უკვე უამრავ ადამიანთან მომიწია მუშაობა და ვიცი, რომ ზოგი წაიკითხავს ამ პოსტს და გაიფიქრებს: «აუ, რა რთული ყოფილა, ამას ჯობია, წავიდე და კიდევ რამე წავიკითხო, მოვუსმინო, გავიგოო».

გეგონება, ვიღაც სხვის ცხოვრებაზე მიდიოდეს საუბარი.

შენი ცხოვრება შენია და ის ერთადერთია… სანამ ახალგაზრდა და ლამაზი, ენერგიული და მიმზიდველი, გონიერი და მოქნილი ხარ, მანამ უნდა გაიარო ეს ერთი შეხედვით რთული გზა, რომელიც, როგორიც არ უნდა იყოს, ყველაზე მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში.

გარწმუნებ, რომ ამ გზის გაუვლელად ცხოვრება მილიარდჯერ უფრო რთულია!

ისწავლე სწორი კითხვების, სწორ დროს, სწორად დასმა…

ნებიმიერი გადაწყვეტილების წინ, ჰკითხე საკუთარ თავს:

  • იმსახურებს ეს მიზანი ჩემს ყურადღებას?
  • იმსახურებს ეს მამაკაცი ჩემს თავს?
  • იმსახურებს ეს მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში ყოფნის უფლებას?
  • რატომ იმსახურებს?
  • რითი იმსახურებს?

რა თქმა უნდა, შინაგან «მე»-სთან მუშაობა რთული პროცესია… აქ ჩვენ ვაწყდებით ჩვენს შემზღუდველ და ტოქსიკურ რწმუნებულებებს. მე უამრავ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც წლების მანძილზე, გამომდინარე იქედან, რომ მათი სიზუსტე, სისწრაფე და ძალა ძალიან დაბალია, ძვრასაც კი ვერ აძლევენ თავიანთ რწმუნებულებებს.

პირველ რიგში, ყველაფერი იწყება საკუთარი «მე»-ს აღქმიდან, შემდეგ უკვე გადადიხარ იმაზე, თუ რას ფიქრობ მამაკაცებზე, სექსზე, შემდეგ იმაზე, თუ რას ფიქრობ ოჯახურ ცხოვრებაზე, შემდეგ — ბავშვებზე…

როგორც კი შენი შინაგანი წარმოდგენა საკუთარი «მე»-ს შესახებ, დაუმსახურებლად დაბალი თვითშეფასებიდან გადავა ადეკვატურ და ღირსეულ თვითშეფასებაში, შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი სფეროები ავტომატურად დაიწყებს დალაგებას და ბუნებრივია, დალაგებას დაიწყებს პირადი ცხოვრებაც.

 

წყარო: inteleqtika.com

ნანახია:(456)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


Related Articles

მამაკაცის გულისთვის არ უღალატოთ თავს და ინტერესებს

მინდა შევეხო საკითხებს, რომლითაც ხშირად მომართავენ გოგონები და გავაერთიანო ისინი ერთ რუბრიკაში – ქალის უპატიებელი შეცდომები ურთიერთობების დაწყებისას! ჩემმა პირადმა ცხოვრებისეულმა


რატომ ქორწინდებიან ხშირად მშობლების მსგავს პარტნიორზე?

ალბათ გსმენიათ, რომ ზოგჯერ ადამიანები არჩევენ ისეთ პარტნიორს, რომელიც ძალიან ჰგავს მათ მშობელს ხასიათით თუ გარეგნული მონაცემებით. ეს არცთუ იშვიათი


7 მიზეზი, რატომ არის ამდენი 40 წელს გადაცილებული ქალი მარტოხელა

რატომ არის ამდენი 40 წელს გადაცილებული ქალი მარტოხელა? მაშინ როცა არც ისე ცოტაა მარტოხელა მამაკაცების რაოდენობა. თანაც მათი უმრავლესობა მზად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*