უშგულში კიდევ ერთი კოშკი ჩამოინგრა | Jolo.ge


უშგულში კიდევ ერთი კოშკი ჩამოინგრა

უშგულში კიდევ ერთი კოშკი ჩამოინგრა

ფონდ «ქართუს» მიერ გამოყოფილი მილიონები და წყალში ჩაყრილი ფულები!

მეგობრებო, ყურადღებით წაიკითხეთ, გვერდში დაგვიდექით, რომ მსგავსი ფაქტი კიდევ არ განმეორდეს, არც უშგულში და არც სხვაგან.

კულტურული მემკვიდრეობის უდიერად მოპრყობას, განსაკუთრებით განვიცდი,

უშგული იქნება ეს თუ საქართველოს სხვა ტერიტორია.

უშგული შედგება ოთხი უბნისგან: მურყმერი, ჩაჟეში, ჩუბიანი და ჟიბიანი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოთხი უბნიდან, სამი არის საგანგაშო მდგომარეობაში.

ორი წლის წინ ჩამოინგრა კოშკი, ორი კვირის წინაც იგივე განმეორდა. გადაადგილებაც კი საფრთხეს წარმოადგენს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასევე ტურისტებისათვის.

ახლა გადავიდეთ ჩაჟეშის უბანზე, სადაც კოშკების და მაჩუბების რესტავრაციისთვის ფონდ ქართუმ გამოყო რამდენიმე მილიონი, სინამდვილეში კი უშგულს მოხმარდა მხოლოდ რამდენიმე ათასი ლარი.

სააგენტოს მიერ რესტავრირებულ თითქმის ყველა კოშკში და მაჩუბში წყალი ჩადის. წინა ზამთარს კი,სააგენტოს რესტავრირებული მაჩუბებისა და კოშკების სახურავები უკვე ჩაინგრა,ერთი ზამთარიც კი ვერ გადაიტანა.

ანუ, ხელახლა დასჭირდათ რესტავრაცია. ხოლო, რომლებიც გადაურჩნენ წინა ზამთარს ალბათ ამ ზამთარს ვერ გაუძლებენ.

პრობლემა რაშია, ფულის დაზოგვის მიზნით, (მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიყო)რესტავრაცია კეთდება უხარისხოდ. ასანთის ზომის ბოძებით რომ კოშკებს და მაჩუბებს ვერ გაამაგრებენ ეს ან არ იციან, ან არ აინტერესებთ.

მოგეხსენებათ, რომ უშგულში ზამთარი შვიდი თვე გრძელდება, ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღე თოვს. ანუ, მათი რესტავრირებული კოშკები და მაჩუბები გათვლილია არა უშგულის ,არამედ თბილისის კლიმატზე.

ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანი არ მოიძებნება?

ადგილობრივებს გვკითხონ.

ან გააკეთონ ხარისხიანად წლებს რომ გაუძლოს,ან შეეშვან უშგულით ფულების კეთებას.

სამწუხაროდ,სააგენტოს წარმომადგენლები, მათი რესტავრირებული კოშკების და მაჩუბების ჩანგრევას მოსახლეობას აბრალებს,»თოვლმა ჩაანგრიაო,არ გადათოვლესო».იმიტომ, რომ მათი გაკეთებული სახურავები გათვლილია ,როგორც უკვე ავღნიშნე ორ სანტიმეტრ თოვლზე.

მეგობრებო,ვინც არ იცით ,უშგულში, სანამ თოვა არ შეწყდება ,ფიზიკურად ვერ ითოვლება სახურავები.

როდესაც რამოდენიმე კვირა გადაბმულად თოვლს, განსაკუთრებით , დეკემბერ-იანვარ-თებერვალში სახურავები თოვის პროცესში ვერ ითოვლება. ვ ე რ ი თ ო ვ ლ ე ბ ა !!!

ამის შემდეგ, ერთი სახურავის გადათოვლას მინიმიმ ერთი კვირა სჭირდება და არის ენით აუღწერელი უმძიმესი შრომა.

ისიც თუ ამინდმა დააცადა და არ დაიწყო ისევ თოვა.

ეს არ იციან და შორიდან ზედაპირულად გვასწავლიან ჭკუას.

ამდენი საუკუნე ,ეს კოშკები და მაჩუბები ზვავებმაც კი ვერ დაანგრია,ვინ იცის რამდენი სტიქია ახსოვს სვანეთს.

სულ ეხლახანს, 1987 წელს მოხდა სტიქია ,მთელი ზამთარი თოვლში იყო მოტნეული უშგული, გადათოვლა კი არა კარებსაც კი ვერ აღებდნენ, სახურავებს აცდა თოვლი, ამათი ფარატინა გაკეთებული, ხომ მიწასთან გასწორდებოდა პირველივე დღესვე.

აღდგენა- ნიშნავს იმას, იგივე ხარისხით რომ გააკეთებენ და არა იმას, გარედან უბრალოდ თვალების ასახვევად კოსმეტიკას რომ უკეთებენ.

თუმცა, იგივე ხარისხით,კარგად რომ გააკეთონ, რომ უშგულის მკაცრ კლიმატს წლები გაუძლოს, საუკუნეებზე ხო საუბარიც ზედმეტია, ალბათ ნაკლები ფული მოხვდება მათ ჯიბეებში.

სურათზეც კი ჩანს, რა ფარატინა სახურავები აქვს და შიგნით რა ხდება ადით და თქვენი თვალით ნახეთ.

ამას იმიტომ ვწერ,რომ კიდევ არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი, კეთილი ინებეთ და გააკეთეთ ხარისხიანად!

სამი წლის წინ, უშგულში «დედე»ს გადასაღებად ასულს, ასეთი სურათი დამხვდა, ის მშენებლები, რომლებიც სოფელ ჩაჟეშში რესტავრაციას აკეთებდნენ ,სოფელ ჟიბიანის მოსახლეობას გაურიგდნენ . ჟიბიანის ორ მაჩუბს მოხსნეს ფიქალის სახურავი და ჩაჟეშის მაჩუბები გადახურეს, სანაცვლოდ ჟიბიანის ეს ორი მაჩუბი გადახურეს ცინკით.

როდესაც ეს ფაქტი გავაპროტესტე, ჟიბიანის მაჩუბების მეპატრონებმა მითხრეს, რომ მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა მაჩუბში შესვლა და საქონლის მოვლა, ვინაიდან სახურავი ყოველდღე იშლებოდა სწორედ ამის გამო გაცვალეს ფიქალი ცინკში. ხოლო ,მშენებლები ამით მარტივად და იაფად გამოვიდოდნენ. მე რომ მათი ეს უკანონო ქმედება არ გამეპროტესტებინა ჟიბიანის დანარჩენ მაჩუბებსაც მოხსნიდნენ სახურავს, რა თქმა უნდა თუკი ამ მაჩუბების მეპატრონეებიც დასთანხმდებოდნენ.

სააგენტოს საყურადღებოდ ვაცხადებ, რომ ჩვენ კოშკებსა და მაჩუბებს იმის გამო ვერ ვხურავთ, რომ ხარისხზე ვფიქრობთ. თორემ ორ სანტიმეტრიანი ბოძები რომ შველოდეს თქვენ ნამდვილად არ შეგაწუხებდით.

პატივისცემით, უშგულის მკვიდრი მარიამ ხაჭვანი

Mariam Bakacho Khatchvani

 

ნანახია:(63)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საქართველოს აკრძალული ისტორია“ — წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში

ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში წიგნი- «საქართველოს აკრძალული ისტორია» განიხილეს. რა დაუმალეს ერს და რა არ უნდა სცოდნოდათ


რა გვჭირს, რა დაგვემართა?!

გავიზარდე ასკანაში, გურიის ერთ ლამაზ სოფელში, თითქოს ჩვეულებრივ ოჯახში.. ბებიას, ბაბუას, დიდი ბებია მარგალიტას, მეორე დიდი ბებია ნინუცის, დედას, მამას,


„მთავარია ხოშიანი რემონტი, ქაჯური ავეჯი, ეზოში გველეშაპივით ჯიპი და“…

„საბჭოთა ქართველის სამშობლო მისივე ბინის კარის ზღურბლთან მთავრდება“ — წერს „მძიმე კაცის“ წამყვანი დავით კოვზირიძე. დავით კოვზირიძე: „არც სადარბაზოში მო..მული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*