უშანგი კევლიშვილი: „არ მოერიდოს არავის დარეკვა ან მოწერა… ვპასუხობთ ყველას“ | Jolo.ge


უშანგი კევლიშვილი: „არ მოერიდოს არავის დარეკვა ან მოწერა… ვპასუხობთ ყველას“

უშანგი კევლიშვილი: „არ მოერიდოს არავის დარეკვა ან მოწერა… ვპასუხობთ ყველას“

„ძალიან გვიხარია ახალგაზრდების მიდგომა იმ კუთხით, რომ ცდილობენ მოიყვანონ სუფთა და ჯანსაღი პროდუქტები. ბევრი გვიკავშირდება და გადაწყვეტილი აქვთ დაბრუნდნენ სოფლად და დაამუშაონ წლობით მიტოვებული ნაკვეთები“ — წერს სოციალურ ქსელში ბიოლოგიური პროდუქციის ონლაინ მაღაზიიის დამფუძნებელი უშანგი კევლიშვილი. 

უშანგი კევლიშვილი: მომწონს ამ ახალგაზრდების შემართება და სტიმული. ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იქნება  ყველანაირად დავეხმარებით. არ მოეროდოს არავის დარეკვა ან მოწერა. ვპასუხობთ ყველას ზარს და პასუხს ვუბრუნებთ ყველას ვინც კი მოგვწერს.

მოხარულები ვართ, რომ უსაქმურად არ სხედან და ცდილობენ თავიაანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების გაძლიერებაში. დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გაგაცნობთ ყოველივე მათგანს და მინდა ვუთხრა, რომ გმირობაა პარკეტიდან მინდვრად გადასვლა. მხოლოდ ომში წასვლა არ ხდის ადამიანებს გმირებად. წინსვლა და წარმატებები ჩვენო მეგობრებო და მუდამ გქონდეთ ჩვენი იმედი.
თუ თქვენც გადაწყვეტილი გაქვთ ამ საქმით დაკავდეთ არ მოგერიდოთ და დაგვიკავშირდით 593 188-922

ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და კიდევ ვაპირებთ გაფართოებას და უფრო ბევრნი ვიქნებით 

უშანგი კევლიშვილი დღეს სწორედ ამ საქმიანობით არის დაკავებული და ბიოლოგიური პროდუქციის ონლაინ მაღაზიიის მეშვეობით იმ ჯანსაღ და სუფთა პროდუქტს გვთავაზობს, რომლის მოყვანა და წარმოებაც სხვადასხვა რეგიონებში ხდება.

ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას, ჩვენივე საიტზე განთავსებულ იმ ინტერვიუში გაეცნობით, რომელიც მასთან რამდენიმე ხნის წინ ჩავწერეთ. 

გადადით მოცემულ ბმულზე — რას ვჭამთ?! — შემაშფოთებელი რეალობა! ის, რაც ბევრმა არ იცის …

ნანახია:(247)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სალერნოში აღმოჩენილი მარიტა

სალერნოში, საღამო ხანს ბულვარში სეირნობისას წიგნების ბაზრობასთან ჩავიარეთ. უამრავ წიგნთა შორის თვალი მომჭრა ერთ-ერთმა, პორტუგალიელი მწერლის ხოსე რენტეს დე კარვალოს


„ქვეყანას მოსადები ამბავი, ყველამ გააზიარეთ“

ნინო სადღობელაშვილი: „ამაზე კარგს დილიდან ვერაფერს გავიგებდი, მინდა რომ ყოველი დილა აი ასეთი ამბებით თენდებოდეს, ასეთ გათენებებს კი ცხოვრება ახალი


ქუჩის მუსიკოსის ნატვრა და დიდი მიზნები

ვისაც თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე გაუვლია შეუძლებელია ყურადღება არ მიექციოს იმ ახალგაზრდა ქუჩის მუსიკოსისთვის, რომელიც მთელი ენერგიითა და გრძნობით  სხვადასხვა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*