„უსაზღვროდ მიყვარს ჩემი დაფშტვენილი ქვეყანა“ — ნათია ფანჯიკიძე | Jolo.ge

„უსაზღვროდ მიყვარს ჩემი დაფშტვენილი ქვეყანა“ — ნათია ფანჯიკიძე

„უსაზღვროდ მიყვარს ჩემი დაფშტვენილი ქვეყანა“ — ნათია ფანჯიკიძე

„უსაზღვროდ მიყვარს ჩემი დაფშტვენილი ქვეყანა. ამ ქვეყანაში განვიცდი ყველაზე მეტ პირად გრძნობას, ამ ქვეყანაში ვიცინი და ვტირი, ამ ქვეყანაში ვბრაზობ და ვხარობ, ამ ქვეყანაში ვუყვარვარ და ვძულვარ…

ამ ქვეყანაში ვსუნთქავთ მე და ჩემი მეგობრები ერთნაირად მოწამლულ ჰაერს, ამ ქვეყანაში ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ისტერიული ხალხი, რომელსაც არ შეუძლია ზრდასრული აზრის ქონა და განცდის მონელება, ჩაღრმავება, ზედაპირზე ტეხენ ვაიუშველებელს და მიღმა რჩებათ მთავარი და ნამდვილი პრობლემები.

ისტერიულობაა ამ ქვეყნის მოსახლეობის ხსნაც, რომ არ გადაიწვან ადამიანები ამდენი ნამდვილი პრობლემისგან და ტრაგედიისგან, ვერ ჩავიდნენ აზრით და გრძნობით ტკივილის სიღრმეში და ჩაანაცვლონ ნამდვილი ტკივილი იმ უმნიშვნელო განცდებით, რომლის მონელების უნარიც აქვთ და ისტერიულობაა ამ ქვეყნის მოსახლეობის პრობლემაც, — სიღრმისეული განცდის გადამუშავების გარეშე სულიერ გარდატეხას რომ ვერ ახერხებს და ერთ ადგილს ტკეპნის დიდხანს.

მიყვარხარ ჩემო სამშობლო, ბავშვს გავხარ, სათამაშოს რომ მიაჩეჩებენ, უფროსები რომ არ შეაწუხოს და შენც გაწყობს, იყო ბავშვი. საყვარელი ხარ, ზედმეტად საყვარელი.

ძალიან მიყვარს სიყვარულის შეგრძნებით გაღვიძება. თინათინის უკბილო ღიმილით, დამაკავშირებელი რომ გახდა სამყაროსთან, თავიდან სიცოცხლეში ჩაბმასთან. პირველი მისი ღიმილია. ასე თენდება“ …

ნათია ფანჯიკიძე

ნანახია:(54)-ჯერ

Comments

comments

Related Articles

რაჭის მადლი

ფეხითაც რომ მომიწიოს, მაინც წავალ,მიწის მადლი რაჭამ ისე მაგრძნობინა, გეფიცებით, ჩაქაფულს და კაი მწვადსაც მირჩევნია ჩემი რაჭის კარტოფილა… გული ბევრჯერ

,,რაჭველ ემიგრანტს»

დიდი მიხვედრა სულაც არ უნდა, რა მონატრების სევდაც გწვევია… ბაჭულებს ახლაც აცხობს ბაბუდა და ძროხაც ისევ მოსაწველია… მოსაფერებლად რტოებს გიწვდიან

„ყოველთვის, როცა მგონია, რომ არაფერია ამქვეყნად მშვენიერი, ის კადრი მახსენდება“

თუ გინახავთ თქვენი თავი, როგორ უყურებთ მას, ვინც გიყვართ? თუ გინახავთ შორიდან? მე მინახავს. ერთი კადრია, ორი წამი გრძელდება სულ:

istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts