უსარგებლო ნაცნობებს ნუ გაიჩენთ … | Jolo.ge


უსარგებლო ნაცნობებს ნუ გაიჩენთ …

უსარგებლო ნაცნობებს ნუ გაიჩენთ …

შენს ცხოვრებაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება იმ ადამიანებთანაა დაკავშირებული, ვისთან ერთადაც ცხოვრობ ან მუშაობ. შენი ცხოვრების გზაზე თითოეულ მოსახვევში ვიღაც დგას, რომელიც რაღაც მიმართულებით გაგზავნის …

ბარონ დე როტშილდმა ერთხელ დაწერა: „უსარგებლო ნაცნობებს ნუ გაიჩენთ“.

თუ სერიოზულად  გაქვს გადაწყვეტილი, რომ შენს საქმიანობაში  საუკეთესო გახდე და ზედა ფენებში მოხვდე, იმ ადამიანებზე, ვინც არცერთი მიმართულებით არ მიდის, რაც უნდა კარგები იყვნენ ისინი, დროს ვერ დაკარგავ. ამ გადასახედიდან საკუთარი თავისა და შენი მომავალი ამბიციების გათვალისწინებით, ეგოისტურად უნდა მოიქცე. მეგობრებისა და ნაცნობებისთვის მაღალი სტანდარტები უნდა დააწესო და კომპრომისზე უარი თქვა.

კარიერის ადრეულ პერიოდში ბევრი ადამიანი არასწორ ურთიერთობებს აყალიბებს და დროს უსარგებლო მეგობრობაზე ხარჯავს. ეს ნორმალური და ბუნებრივია. შეცდომების დაშვებაში ცუდი არაფერია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ, მაგრამ იმ სიტუაციაში დარჩენა, რომელიც შენი შესაძლებლობების სრულიად წარმოჩენაში ხელს გიშლის უპატიებელია. რადგან ის ადამიანები ვისთანაც ახლა გაქვს ურთიერთობა, შენს ცხოვრებასა და იმაზე თუ ვინ გახდები, ბევრად მეტ გავლენას მოახდენენ, ვიდრე სხვა ნებისმიერი ფაქტორი.

ბრაიან თრეისი

„მიზნები“

 

 

ნანახია:(234)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მსგავსი იზიდავს მსგავს

ჩადის ერთი ადამიანი უცხო ქალაქში და მიდის რომელიღაც ლუდის პაბთან, რომლის შესასვლელშიც ერთი მოხუცი ზის. გამოელაპარაკება უცხოელი ამ მოხუცს და


მდიდრებისა და ღარიბების ჩვევები

„თქვენი არჩევანი განაპირობებს თქვენს  შედეგს, იქნებით თუ არა წარმატებულნი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში“ — ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და „გვთავაზობს“ ჩვევებს,


ვაქციოთ ეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს წესად

„შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიო არმიის შემოტევას, მაგრამ არ შეიძლება წინაღუდგე იდეების შემოტევას“ @ვიქტორ ჰიუგო თანამედროვე სამყაროში გაჩაღებულია იდეების ომი. მსოფლიო, ეს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<