ურთიერთობას უმნიშვნელო დეტალები ქმნის

by Ann | Март 15, 2017 12:55

მამაკაცი სამსახურიდან საშინლად დაქანცული მოდის დაძაბული სამუშაო დღის, მძიმე წერილის მიღების, თანამშრომელთან კამათის, საგზაო საცობის ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო. შედის სახლში, ჯდება სავარძელში და რთავს თავის საყვარელ სატელევიზიო შოუს.

 

ამ დროს კართან მეუღლის ხმა ესმის, აშკარაა, რომ ისიც მოვიდა სამსახურიდან. შემოდის ოთახში ქალი და ამ დროს მამაკაცი საუბარს იწყებს ფრაზით: „რა სასიამოვნო ამინდია დღეს, არა?“

 

რას პასუხობს ამ დროს ქალი? სწორედ მის პასუხზეა დამოკიდებული ბევრი რამ. ჯონ გოთმანი, რომელიც ურთიერთობების ექსპერტია, წლების განმავლობაში აკვირდებოდა ახალდაქორწინებულ წყვილებს და აღმოაჩინა, რომ მათი ურთიერთობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ პასუხობენ ისინი ერთმანეთის შეკითხვებს. თუ მათი პასუხები არის პოზიტიური, მათი ურთიერთობა დიდი ალბათობით ხანგრძლივი იქნება, რადგან სერიოზული ჩხუბის მიზეზი არ ექნებათ, თუმცა თუ მათი პასუხი იქნება მოკლე და გამაღიზიანებელი ეს მიუთითებს იმაზე, რომ მომავალში მათი ურთიერთობა შესაძლოა უფრო მეტად დაიძაბოს და საბოლოოდ ცუდ დასასრულამდე მივიდეს.

ნანახია:(3665)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/urtiertbas-umnishvnelo-detalebi/