უპირობო სიყვარული წარმოადგენს უმძლავრეს ძალას და მას წარმოუდგენელი საქმეების კეთება შეუძლია | Jolo.ge


უპირობო სიყვარული წარმოადგენს უმძლავრეს ძალას და მას წარმოუდგენელი საქმეების კეთება შეუძლია

უპირობო სიყვარული  წარმოადგენს უმძლავრეს ძალას და მას წარმოუდგენელი საქმეების კეთება შეუძლია

უპირობო სიყვარულს ახასიათებს თავისი ტალღური სიხშირე და იმისათვის, რომ ადამიანი ამ ტალღაზე გადავიდეს საჭიროა, როგორც, რადიოს მომართავს სასურველ ტალღაზე, ისე განეწყოს მასზე. და ეს შეუძლია ყველას.

იმისათვის, რომ ადამიანი უპირობო სიყავულზე განეწყოს და მუდმივად ხდებოდეს მასში ამ ენერგიის შემოდინება და გადინება,  საჭიროა – ცხოვრებაში ახარებდეს ყოველი წუთი, ყოველი წვრილმანი: დილის სხივი, ცვარი, ჰაერი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა,  წვიმის შემდეგ მიწის სურნელი, ჩიტების ჭიკჭიკი, ბვშვების სიცილი, გემრიელი საჭმელი, თოვლის ფიფქები ფანჯარაში, გარეთ…

ამ მდგომარეობაში იხსნება გულის ჩაკრა. სანამ, ეს დინება უწყვეტია, ის დაცულია — უბედური შემთხვევებისგან, ქურდობისგან, თავდასხმისგან… თითქოს ჩაფლულაო ჯადოსნურ-მანათებელ, დამცავ ღრუბელში. უსიამოვნო სიტუაციების დროს, თამამად შეუძლია გამოიყენოს: როდესაც შიში ან გაღიზიანება დაეუფლება, შეუძლია მოიხმოს უპირობო სიყვარულის ენერგია. ის მომენტალურად, არა მხოლოდ კონკრეტულად მას შეცვლის, არამედ, მოახდენს გარემოს ჰარმონიზაციას. ამ გზით, ადამიანი გადადის მაღალ ენერგიაზე, რომელსაც ხელეწიფება ნეგატიური ენერგიების – ფსიქოლოგიური თუ ენერგეტიკული ბლოკების განეიტრალება.

თუ ადამიანს გულის ჩაკრა ექნება მუდმივად ღია, ცხოვრება გაუმარტივდება. ყველა პრობლემები, პრაქტიკულად, დიდი ძალისხმევის გარეშე ალაგდება, თითქოს ვიღაცა აგვარებსო. სხვები, მის მიმართ, განეწყობიან დადებითად, გაუმჯობესდება ურთიერთობები.

აქ კარგი იქნება თუ გავიხსენებთ ანდაზას: «კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების»  თუ კი ადამიანში სიყვარულია ჭარბად, მაშინ გარშემო სიყვარული სუფევს.

უპირობო სიყვარულის თავისკენ ან გარემოცვისკენ მომართვა კარგია, არა მხოლოდ სიმშვიდისთვის, არამედ, საკურნებელადაც. მკურნალობის ტექნიკები უმარტივივესია: კონტაქტური სეანსი, დისტანციური სეანსი, სურვილებთან მუშაობა, სიტუაციებთან მუშაობა, ურთიერთობების დალაგება და ა.შ

საჭიროა ადამიანმა ისწავლოს, პრობლემის გადაჭრა და არა მასზე გაუთავებლად ენერგეტიკულად კონცენტრირება. გაგიკვირდებათ და ვიტყვი… კარგია თუ ადამიანს ცხოვრებაში აქვს პრობლემა. ამის გაცნობიერება, მხოლოდ მაღალ ენერგრტიკულ დონეზე მოდის. როდესაც ადამიანს ახარებს პრობლემის არსებობა, გვერდიდან უცნაური შესახედია, („ვერ არის..“ ამბობენ მასზე), მაგრამ რამდენადაც გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ, მათ, გაცილებით მარტივად გამოსდით პრობლემის გადაჭრა.

უპირობო სიყვარული  წარმოადგენს უმძლავრეს ძალას და მას წარმოუდგენელი საქმეების კეთება შეუძლია. გამოცდით და დარწმუნდებით.

უპირობო სიყვარულის ენერგიაზე გადასვლა

«უფალო გემუდარები, მომმართე მე უპირობო სიყავრულზე ამ წუთიდან» ან «უფალო გთხოვ, დაამკვიდრო ჩემ გულში უპირობო სიყავრული »…

როგორც გინდათ, თქვენი სიტყვებით. მთავარია, იხოვოთ გულწრფელად.

ამ ტექნიკების რეგულარული გამოყენება ხსნის გულის ჩაკრას. თქვენში ისადგურებს დღესასწაულის შეგრძნება. უპირობო სიყვარულის ენერგია, შეიძლება გაგზავნილ იქნას სასურველ (ადამიანზე, სიტუაციაზე, წარსულზე). შეიძლება, ხელის გულის ჩაკრების გამოყენებაც.

მკურნალობის ტექნიკები

კონტაქტური სეანსი. ხელს იდებთ პრობლემურ ადგილზე ან ოდნავ მოშორებით. ამ მდგომარეობაში, შეგიძლიათ ჩაიტაროთ რეიკის (აღმოსავლური ტექნიკა) სრული სეანსი.

დისტანციური სეანსი. გამოიძახეთ ენერგია და რამოდენიმე ხანი იფიქრეთ ადამიანზე (ან პრობლემაზე, ან ავადმოფობაზე). არ იძალადოთ თავზე: თუ „დაიღალეთ„ დაასრულეთ სეანსი. შეგიძლიათ ადამიანი (პრობლემა ან ავადმყოფობა) წარმოსახვით მოაქციოთ ხელის გულებში – ენერგია მოედინება ხელის მტევნების ჩაკრებით და მიმართეთ უპირობო სიყვარულის ენერგია მისკენ.

მუშაობა ურთიერთობებთან (სიტუაციასთან). მოიხმეთ ენერგია და იფიქრეთ ურთიერთობაზე (სიტუაციაზე). მაგალითად, თუ ვინმეს ხასიათით ვერ ეწყობით, იფიქრეთ, მასზე უპირობო სიყვარულით  ყოველდღე,  თუნდაც რამდენიმე წუთით. ამის გაკეთება არ გაგიჭირდებათ. პირველი „სეანსის“ მერევე შეამჩნევთ, რომ სიტუაცია ისე შეცვლება, რომ სხვები ვერც კი მიხვდებიან რა მოხდა. თუ კი მტრობთ ერთმანეთს, მაშინ ასეთი „სეანსის“ შემდეგ, სულ მცირე – სიტუაცია ნეიტრალდება.

წარსულთან და აწმყოსთან მუშაობა.  გამოიძახეთ უპირობო სიყვარული ენერგია. გაიხსენეთ არასასურველი სიტუაცია, ავადმყოფობა…  მიმართეთ მისკენ ეს ენერგა, შეიგრძენით. სულ ცოტა ხანში, წარსული შეიცვლება უკეთესობისკენ. თუ თქვენ აბარებთ გამოცდებს, ან აპირებთ სამსახურში უფროსთან საუბარს ან სხვა რამ… გამოიძახეთ ენერგია, იფიქრეთ სიტუაციაზე, წარმიოდგინეთ -ყველაფერმა ჩაიარა საუკეთესოდ.

სურვილებთან მუშაობა. აქ კარგი იქნება თუ მოვიყვანთ ნაწყვეტს კლაუს ჯოულის წიგნიდან «Living on Love “The Messenger”» ნაწყვეტს.

სასურველის შექმნა სიყვარულით.

«ამის გაკეთება ძალიან მარტივია და იმდენად სრულყოფილად მუშაობს , რომ ცვლილებები გაგაოგნებთ. მიყევით მითითებას: გახსენით თქვენი გული და დაიწყეთ სიყვარულის გამოსხივება, ამის მერე კი წარმოიდგინეთ თქვენი სურველი, დაიწყეთ შექმნა წარმოსახვაში და შეიგრძენით ემოციურად, თითქოს უკვე ფლობთ სასურველს. შემდეგ, წარმოსახვისკენ გააგზავნეთ უსაზღვრო, უკიდეგანო სიყვარულის ენერგია. გაიმეორეთ ეს ტექნიკა დღის გამოტოვებით, სანამ არ განხორციელდება. ზოგი რამ ჩნდება მომდევნო დღესვე, ზოგს სჭირდება გარკვეული დრო. როდესაც მიიღებთ სასურველს, ის აღარ იქნება თქვენთვის მოულოდნელი. მიიღეთ სიყვარულით…».

უპირობო სიყვარულის გაგზავნა შესაძლებელია, ნებისმიერი ცოცხლი არსებისთვის, მისი ნებართვის გარეშეც.

საპირისპირო ეფექტი

მაგალითად, თუ ადამიანი უპირობო სიყვარულის ენერგიით მუშაობს ურთიერთობების ჰარმონიზაციაზე კოლეგებთან ან კონკრეტულ ადამიანთან, და შედეგად, სიტუაცია უფრო გაუარესდა, ეს ნიშნავს – დასცილდეს პიროვნებას, ან იშოვოს სხვა სამსახური… უმაღლესი გონი ხედავს მთლიან მოვლენებს და იმას, რასაც ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ/არ ამჩნევს. არ არის საჭირო ჩაებღაუჭოს ძველს! მას ელოდება მშვენიერი მომავალი –  ერთგული ადამიანი ორმხრივი სიყვარულით და საუკეთესო სამსახური.

სიყვარულის კანონი

სიყვარულს შეიძლება ვუწოდოთ ზეძალა. აქ იგულისხმება, დედამიწაზე ყოველი არსებულის მიმართ სიყვარული. გიყვარდეს უპირობოდ!მხოლოდ იმიტომ გიყვარს, რომ არსებობს, მხოლოდ ამიტომ იმსახურებს სიყვარულს.

ძალიან ხშირად, ავადმოფობები ჩნდება სწორედ, უპირობო სიყვარულის კანონის დარღვევის შედეგად. სიყვარული, ნებისმიერი ნეგატივისგან ასუფთავებს სხეულს და გონებას. წყენები, სიძულვილი, ბოროტება, გაღიზიანება, შური, მრისხანება ადამიანს უქმნის ნეგატიურ კარმას (ბედს). მათ სჭირდებათ განეიტრალება. უპირობო სიყვარული აბალანსებს და ჰარმონიაში მოჰყავს ადამიანის ემოციური მდგომარეობა, აღვიძებს მიძინებულ განკუნების შინაგან ძალას.

სიყვარული ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა!!!

energeticeskaya-cistkaსიყვარული აერთიანებს. თუ ადამიანი თავს თვლის – უბედურად, უკმაყოფილოა… კონფლიქტში მოდის თავად ცხოვრებასთან. ის ხომ სიყვარულისთვის და ბედნიერებისთვის გაჩნდა?.. და თუ არ არის ამის მისაღებად მზად… შესაბამისად, ცხოვრების ყველა სფეროში მოიზიდავს პრობლემას, მათ შორის სიღარიბეს, ავადმყოფობას. სიღარიბე, ყოველთვის დაკავშირებულია ცხოვრებისადმი სიყვარულის უკმარისობასთან. უმძიმესი ავადმყოფობა, ცხოვრებაზე უარის თქმასთან. უპირობო სიყვარული ადამიანს ეხმარება, ყველაფრის მიმართ შესაძლებლობისამებრ, გამოავლინოს მეტი სიყვარული და ეს მის წინაშე ხსნის ნებისმიერ კარს.

ცხოვრებაში საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს —  აჩუქოს სიყვარული ყველას და ყველაფერს – ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს და მტრებს. აკეთოს ეს დაუზარელად, უსასრულოდ და იყოს მზად ცხოვრებაში სხვადასხვა სიურპრიზების მისაღებად.

ამ სამყაროში, უპირობო სიყვარულზე უფრო მაღალი ენერგია და სხვა, უფრო ეფექტური საშუალება ბედნიერებისთვის არ არსებობს..

სიყვარულით სავსე გულით გევლოთ, მეგობრებო!

მადლობა, რომ წაიკითხეთ თემა ბოლომდე.

მოწონების შემთხვევაში, გაუზიარეთ მეგობრებს.

თემა დაამუშავა,

წარმატების ექსპერტმა და პერსონალურმა ქოუჩმა

თამარ კვარაცხელია

წყარო: პიროვნული ზრდის სამყარო

ნანახია:(4961)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ მოვიზიდოთ წარმატება ახალ წელს?!

როგორ დავგეგმოთ მომავალი წელი, როგორ მოვიზიდოთ წარმატება და ავისრულოთ სურვილები?! ამ ყველაფერზე „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი, თამარ საგინაშვილი მოგითხრობთ, ადამიანი, რომლის რჩევებსაც ბევრისთვის


თუ თქვენ ახლოს ხართ თქვენს მიზნებთან და არაფერი არ გამოდის უბრალოდ გადადგით პირველი ნაბიჯი!!!

მე არ ვიცი თქვენ რა ოცნება გაქვთ. მე არ მადარდებს რამდენი იმედგაცრუება შეგხვდათ, სანამ მანამდე მიხვიდოდით. მაგრამ ოცნება რომელიც თქვენს


ეს სამივე კეტეგორიის ადამიანმა იცის, მაგრამ მხოლოდ ნაწილი აკეთებს ამას

ადამიანების სამი კატეგორია არსებობს. »გამარჯვებულები», რომლებმაც იციან რა სურთ და  წარმატებასაც ყოველთვის აღწევენ ცხოვრებაში. »ლუზერები» (დამარცხებულები) რომლებაც როგორც წესი არ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<