«უფალს ვთხოვე ბედნირება მოეცა ჩემთვის და მან მიპასუხა- არა»_ დედა ტერეზას ლოცვა | Jolo.ge


«უფალს ვთხოვე ბედნირება მოეცა ჩემთვის და მან მიპასუხა- არა»_ დედა ტერეზას ლოცვა

«უფალს ვთხოვე ბედნირება მოეცა ჩემთვის და მან მიპასუხა- არა»_ დედა ტერეზას ლოცვა

უფალს ვთხოვე წაეღო ჩემი სიამაყე და მან მიპასუხა-არა. მითხრა: სიამაყეს კი არ ართმევენ , მასზე თავად ამბობენ უარს.

ვთხოვე განეკურნა საწოლს მიჯაჭვული ჩემი ასული. მან მიპასუხა- არა. მითხრა: მის სულს არაფერი ემუქრება, სხეული კი მაინც მოკვდება.

უფალს ვთხოვე, ებოძა ჩემთვის მოთმინება. მან მიპასუხა-არა. მითხრა, რომ მოთმინებას განსაცდელის შედეგად ეუფლება ადამიანი, მას კი არ აძლევენ , არამედ იმსახურებენ…

კვლავ ვთხოვე უფალს, ბედნიერება მოეცა ჩემთვის და მან მიპასუხა- არა. თქვა, რომ მხოლოდ ლოცვა-კურთხევას იძლევა. ბედნიერება კი თავად უნდა გამოძერწოს ადამინმა.

მე ვთხოვე უფალს, ტკივილისაგან მაინც დავეცავი. მან მიპასუხა-არა. ტანჯვა ადამიანს ამქვეყნიურ საზრუნავს ავიწყებს და მისკენ უკვალავს გზას.

მე ვთხოვე უფალს, სულიერად სრულქმნილი გავეხადე. მან მიპასუხა-არა. სული თავისით უნდა გაიზარდოს.

მე ვთხოვე უფალს, ესწავლებინა ჩემთვის ისე მყვარებოდა ყველა ადამინი, როგორც მას ვუყვარვარ მე. ბოლოს და ბოლოს, შენ მიხვდი, რაც უნდა მთხოვო,-მითხრა ღმერთმა.

მაშინ მე ვთხოვე და განსაცდელს შემამთხვია, რათა სული გამოეწრთო ჩემი. სიბრძნე ვთხოვე და უამრავი პრობლემა დამატეხა თავს, რომელთა გადაჭრასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდებოდა.

ვაჟკაცობა ვთხოვე და საფრთხე მომივლინა, სიყვარული ვთხოვე და უამრავ უბედურს შემახვედრა, რომელთაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ. კეთილდღეობა ვთხოვე და უფალმა ამის საშუალებებიც მომცა.

ვერაფერი მივიღე იმისგან, რაც მინდოდა, მაგრამ ღმერთმა მიბოძა ყველაფერი ის, რაც უთუოდ მჭირდებოდა. მან შეისმინა ჩემი ლოცვა.

დედა ტერეზა

ნანახია:(412)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
დედა ტერეზა

Related Articles

ტურისტებმა სვანეთის ულამაზესი სურათები BoredPanda-ზე გამოაქვეყნეს

უკრაინელი ტურისტი იური იგნატოვი სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს. მისი ბოლო გაჩერება საქართველოს ულამაზესი მხარე — სვანეთი იყო.   აღფრთოვანებულმა მოგზაურმა შთაბეჭდილებები


რით არის სასარგებლო კაკალი, რამდენი და რომელ ასაკში უნდა გაასინჯოთ ბავშვს?

კაკალი — სიცოცხლის ხე, ტვინის დღესასწაული, ენერგიის აკუმულატორი და უნივერსალური წამალია. ხალხურ მედიცინაში კაკალი დიდი ხნის წინ გამოიყენებოდა. ჰიპოკრატე კაკლის


სექსუალური ქცევის კოდექსი საბჭოთა კავშირში

„პროლეტარიატის სექსუალური ქცევის კოდექსი“ 1924 წელს გამოცემულ ბროშურაში „რევოლუცია და ახალგაზრდობა“ იყო გამოქვეყნებული. პროლეტარებისთვის სექსუალური ცხოვრების 12 წესი: 1. პროლეტარიატს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<