უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლები საქართველოშია | Jolo.ge


უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლები საქართველოშია

უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლები საქართველოშია

საქართველოს ხელოვნების სასახლემ გერმანიაში მოღვაწე ქართველ ემიგრანტ მაკა ბაუერისაგან ეროვნული მნიშვნელობის საჩუქარი მიიღო. მაკა ბაუერმა ხელოვნების სასახლეს ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლები გადასცა.

სახარების გიორგი მთაწმიდისეული რედაქცია», „კრებული» (შეიცავს სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პირის მიერ გადაწერილ თხზულებებს, აგრეთვე ხანმეტ ტექსტებს), „თუენნი», „მრავალთავის მსგავსი კრებული» ფოტოასლები, რომლებიც ამიერიდან ხელოვნების სასახლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში იქნება დაცული.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ქართველ მეცნიერებს ვენის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩაუსვლელად ქართულ ხელნაწერებზე მუშაობის საშუალება არ ჰქონდათ. ამიერიდან კი ათასზე მეტი გვერდი სრულად არის გაციფრებული და დიგიტალიზებული და ხელოვნების სასახლესა თუ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისული ნებისმიერი მკვლევარისათვის ეს უნიკალური მასალა ხელმისაწვდომია.

ნანახია:(53)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ყოველთა ქართველთა საყურადღებო!“ — ლევან ღვინჯილიას მიმართვა

„უდავოა, რომ „ფბ“-მა ამ ბოლო დროს ძალუმად შემოაბიჯა ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს სოციალური ქსელი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება;  


„ფენიქსი“ და ალექსანდრე ლიპნიცკი ქარიზმატულ ლადო ბურდულზე

„ფენიქსი“ სტიმულია მუსიკოსებისთვის“ — ამბობს კავკასიის მუსიკალური ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე. ლადო ბურდულის პროექტი  ახალ გამარჯვებულებს ავლენს. შემსრულებელთა მუხტი მსმენელზეც გადმოდის


ათი ცხოვრებისეული ფრაზა ოთარ ჭილაძისგან

1 ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<